ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი (ექიმი)
ვლადიმერ (ალექსი) მესხიშვილი (დ. 2 მარტი, 1941, თბილისი, საქართველო — გ. 21 ივლისი, 2021, ბერლინი, გერმანია) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, კარდიოქირურგი. 1989 წლიდან მოღვაწეობდა გერმანიაში.
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი | |
---|---|
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი | |
დაბ. თარიღი | 2 მარტი, 1941 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 21 ივლისი, 2021 |
გარდ. ადგილი | ბერლინი, გერმანია |
საქმიანობა | კარდიოქირურგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დაიბადა თბილისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1965-1967 წლებში იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიის განყოფილების ექიმი, ხოლო 1968-1980 წლებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა ა. ბაკულევის სახელობის გულის ქირურგიის ინსტიტუტში, მოსკოვში. 1979 წელს მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 1989 წელს პროფესორის სტატუსი მიენიჭა. 1981 წლისთვის გახდა სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩვილ-ბავშვთა გულის ქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე. მესხიშვილი იკვლევდა გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის, ოპერციის შემდგომ ინტენსიური თერაპიის, გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკასა და პათოფიზიოლოგიის, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პათოფიზიოლოგიის საკითხებს. სწორედ ვლადიმერ მესხიშვილის დამსახურებაა ყოფილი საბჭითა კავშირის ტერიტორიაზე ბავშვთა გულის მანკისა და ამ დარგის ინფრასტრუქტურის შექმნა. რის შედეგადაც დაინერგა გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობის ინოვაციური მიდგომები.
1989 წლიდან მუშაობა და სამეცნიერო მოღვაწეობა გერმანიაში განაგრძო თავდაპირველად, როგორც მიწვეული ლექტორი, შემდეგ კი დასავლეთ ბერლინში არსებული გერმანიის გულის ქირურგიის ცენტრში სათავეში ჩაუდგა ბავშვთა გთანდაყოლილი მანკების ქირურგიის ჩამოყალიბებას. ვლადიმერ მესხიშვილის ჩატარებული აქვს 4 000-ზე მეტი ოპერაცია, 200-ზე მეტი ნაშრომი საბჭთა, ევროპულ და აშშ-ს სამეცნიერო ჟურნალებში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უამრავ ლექციებს უკითხავდა სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებს, მათ შორის ქართველ ექიმებსაც. საქართველოში ყოველწლიურად ჩამოდიოდა. როგორც ცნობილია, ჩამოჰქონდა სამეცნიერო ტექნიკა და მონიტორები. 2010 წლისთვის მიწვეული იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც წაიკითხა ლექცია ბავშვთა კარდიოქირურგიის მიმართულებაზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა რამდენიმე ძვირადღირებული სამეცნიერო წიგნი.
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი გარდაიცვალა 2021 წლის 21 ივლისს ბერლინში.[1]
ორგანიზაციის, ასოციაციის წევრი
რედაქტირება- აშშ გულ-სისხძარღვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი (1997-)
- გერმანიის გულმკერდის და გულ–სისხძარღვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი (1993-)
- გულმკერდის ქირურგიის ამერიკული ასოციაცია, წევრი (1998-)
- გულ–სისხძარღვთა ქირურგიის მედიტერანული საზოგადოება, წევრი (1995-)
- ევროპის გულმკერდის და გულის ქირურგიის ასოციაცია, წევრი (1995-)
- ევროპის თერაპიის საზოგადოება, წევრი (1984-)
- ევროპის პედიატრიული კარდიოლოგიის საზოგადოება, წევრი (1998-)
- რუსეთის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი (1980-)
- უკრაინის გულ-სისხძარღვთა ქირურგიის საზოგადოება, წევრი (1992-)
აღიარება
რედაქტირება- 1986 - სსრკ სახელმწიფო პრემია - ახალშობილი და ჩვილი ბავშვების ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის მეთოდების დამუშავებისა და კლინიკურ პრაქტიკაში - დანერგვისათვის
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 103.