ბიბლიოთეკების ისტორია

ბიბლიოთეკების ისტორია კოლექციებისა და დოკუმენტების მოწესრიგების საჭიროების გაჩენისთანავე დაიწყო. ინტერესის სფეროს წარმოადგენდა კოლექციის ხელმისაწვდომობა, საჭირო აღჭურვილობის მოპოვება და მოწესრიგება, წიგნების შესყიდვა, ბიუჯეტი, თანამშრომლები, ბიბლიოთეკის როლის ზრდა განათლების სისტემაში, ბიბლიოთეკების არსებობა ყველა სამიზნე ჯგუფისთვის, წიგნიერების დონე, შენობის არქიტექტურა, ბიბლიოთეკით სარგებლობის ნორმები, ბიბლიოთეკის როლი ერის კულტურულ მემკვიდრეობაში, ეკლესიაში და მთავრობაში. 1960 წლიდან საბიბლიოთეკო სფეროში დაიწყო კომპიუტერიზაცია და დიგიტალიზაცია.

ბიბლიოთეკის ისტორია წარმოადგენს აკადემიურ დისციპლინას, რომელიც ემსახურება ბიბლიოთეკების ისტორიის შესწავლას.

პირველი ბიბლიოთეკები

რედაქტირება

პირველ ბიბლიოთეკებში ინახებოდა ლურსმული დამწერლობით შესრულებული ჩანაწერები, რომლებიც თიხის ფირფიტებზე სრულდებოდა და დღემდე უძველესი დამწერლობის ნიმუშებს წარმოადგენს. უამრავი თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს შუმერული[1][2] ქალაქ-სახელმწიფოების ტერიტორიაზე. ზოგიერთი ქრისტეს შობამდე 2600 წლით თარიღდება.[3] თიხის შემცველი ტალახისგან მზადდებოდა დაახლოებით ერთი ინჩის სისქის, სხვადასხვა ზომისა და ფორმის თიხის ფირფიტა. თიხის ზედაპირი სწორი უნდა ყოფილიყო, რომ მასზე მუშაობა შეძლებოდათ. წერის დასრულების შემდეგ ფირფიტებს მზეზე ან გამოსაწვავ ღუმელში აშრობდნენ. შენახვის დროს ფირფიტებს გვერდი-გვერდ აწყობდნენ, თითოეულის შინაარსი მითითებული იყო ფირფიტის კუთხეში შესრულებულ სათაურში, რომელიც აადვლებდა მის მოძებნას. პირველი ბიბლიოთეკები გაჩნდა სამხრეთ-დასავლეთ აზიის მოსავლიან ტერიტორიებზე და აფრიკაში, კონკრეტულად მესოპოტამიიდან ნილოსამდე. ეს ტერიტორია წარმოადგენდა ცივილიზაციის აკვანს, სადაც გაჩნდა დამწერლობის პირველი ფორმები. ამ ბიბლიოთეკებში ინახებოდა ჩანაწერები სავაჭრო ტრანსაქციების და ინვენტარის შესახებ. მსგავსი ბიბლიოთეკების არსებობა მიანიშნებდა პრეისტორიული ხანის დასასრულზე და ახალი ისტორიის დასაწყისზე.[4][5]

ძველ ეგვიპტეში[2] ჩანაწერები პაპირუსებზე სრულდებოდა, თუმცა დიდი პრინციპული სხვაობა არ შეინიშნებოდა. პირველი კერძო არქივი, რომელიც აღმოაჩინეს ინახებოდა უგარითში. გარდა კორესპონდენციისა და ინვენტარისა, ინახებოდა მითოლოგიური ტექსტები. ბიბლიოთეკა ასევე აღმოჩენილია ნიფურში ქრისტეს შობამდე 1900 წელს და ასევე ნინევიაში ქრისტეს შობამდე 700 წელს. როგორც აღმოჩნდა, ნინევიის ბიბლიოთეკას საბიბლიოთეკო კლასიფიკაციის[6] სისტემა ჰქონდა.

ნინევიაში[7], ასურბანიფალის ბიბლიოთეკაში, აღმოჩენილმა 30 000-ზე მეტმა თიხის ფირფიტამ თანამედროვე მკვლევარებს ფასდაუდებელი ინფორმაცია მიაწოდა მესოპოტამიის ლიტერატურის, რელიგიის და სახელმწიფო წყობის შესახებ. აღმოჩენილ ტექსტებს შორის აღმოჩნდა საყოველთაოდ ცნობილი, მსოფლიო შედევრი, ეპოსი — გილგამეშიანი.[8][9] აღმოჩენილ ფირფიტებზე, ძირითადად, შელოცვები და მაგიური შინაარსის ტექსტები იყო წარმოდგენილი, რაც იმდროინდელი სამყაროსთვის უცხო არ იყო. ფირფიტებზე იყო ლოცვები ქარისთვის, წვიმისთვის, მთვარისთვის და პლანეტებისთვის, ასევე იყო ასტროლოგიური და სხვადასხვა სამედიცინო შინაარსის მქონე ტექსტები.[10]

ჩინეთში ფილოსოფოსი ლაო-ძი იყო წიგნის მცველი, ბიბლიოთეკაში, რომელიც ეკუთვნოდა ჯოუს დიანასტიას[11] და წარმოადგენდა ჩინეთის საბიბლიოთეკო სისტემის პირველ ჩანასახს.[11]

კლასიკური პერიოდი

რედაქტირება

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, ეგვიპტეში, წარმოადგენდა ძველი სამყაროს ყველაზე დიდ და ღირსშესანიშნავ ბიბლიოთეკას.[12] ბიბლიოთეკა პტოლომეების დინასტიის მფარველობით არსებობდა და წარმოადგენდა მთავარ საგანმანათლებლო კერას. ბიბლიოთეკა აშენდა ქრისტეს შობამდე მესამე საუკუნეში და ფუნქციონირებდა ვიდრე რომაელები დაიპყრობდნენ ეგვიპტეს, ძვ. წ. 30 წლამდე. ბიბლიოთეკა სავარაუდოდ აიგო და გაიხსნა პტოლემე I სოტერის (ძვ. წ. 323–283) ან მისი ვაჟის პტოლემე II ფილადელფოსის (ძვ. წ. 283–246) მეფობის დროს.[13]

ცელსუსის ბიბლიოთეკა აშენდა ტიბერიუს იულიუს ცელსუს პოლემეანუსის[14][15] პატივსაცემად, მშენებლობა დასრულდა ჩვენი წელთაღრიცხვით 135 წელს, ცელსუსის ვაჟის, გაიუს იულიუს აქვილას მიერ. მდებარეობს დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ბიბლიოთეკა წარმოადგენდა ანტიკურ შენობას ეფესოში, ანატოლიაში, რომელიც აშენდა როგორც ცელსუსის მონუმენტური აკლდამა და 12 000 გრაგნილის შესანახი ადგილი. ეფესოს განადგურების შემდეგ ბიბლიოთეკა ქალაქის ნანგრევების ქვეშ მოყვა და გაუჩინარდა. 1903 წელს, ავსტრიელმა არქეოლოგებმა დაიწყეს ბიბლიოთეკის ნანგრევების გასუფთავება. დღესდღეობით მსურველებს ამ ანტიკური ბიბლიოთეკის ჩვენამდე მოღწეული მხოლოდ წინა ფასადის ნარჩენების დათვალიერება შეუძლიათ.[16]

კერძო და პირადი ბიბლიოთეკები შეიქმნა წიგნების შესანახად (განსხვავებით სახელმწიფო ან საუნივერსიტეტო ბილიოთეკებისგან, სადაც საარქივო მასალები და ჩანაწერები ინახებოდა) და პირველად გამოჩნდა კლასიკურ საბერძნეთში ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში. კერძო ბიბილიოთეკები გვხვდება გვიანი პერიოდის სენეკაში, სადაც ბიბლიოთეკისადმი შემდეგი დამოკიდებულება ჰქონდათ მდიდარ, მაგრამ გაუნათლებელ პატრონებს, რომლებიც წაკითხვითაც იშვიათად თუ კითხულობდნენ „როგორც სააბაზანო და ცხელი წყალი, ისე ბიბლიოთეკა სახლის პრესტიჟია“.[17]

დასავლეთში კი პირველი საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა რომის იმპერიის გავლენის ქვეშ. რომის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა დააარსა ასინიუს პოლიომ, რომელიც იულიუს კეისრის ლეიტენანტი და მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც მისმა ჯარმა გაიმარჯვა ილირიაში, პოლიო მიხვდა რომ სახელი საკმარისად მოიხვეჭა და გადაწყვიტა იულიუს კეისრის დიდი ხნის ჩანაფიქრი განეხორციელებინა და რომში პირველი საჯარო ბიბლიოთეკა დაეარსებინა, რითაც იმპერიის პრესტიჟს კიდევ უფრო გაზრდიდა და თან მეტოქეობას გაუწევდა ალექსანდრიას. [18]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Black, Alistair. A New History of the English Public Library: Social and Intellectual Contexts, 1850–1914, London and New York: Leicester University Press (1996); The Public Library in Britain 1914–2000 (2000)
  • Casson, Lionel. (2001) Libraries in the Ancient World, Yale University Press; 169 pp.
  • Harris, Michael H. (1999). History of Libraries of the Western World, 4th, Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-7715-3. 
  • Harris, Michael H. ed. (1971) Reader in American Library History online edition დაარქივებული 2019-06-24 საიტზე Wayback Machine. ; articles by scholars
  • Hoare, Peter, ed. (3 vol. 2006) The Cambridge History of Libraries in Britain and Ireland, 2072 pages
  • Hobson, Anthony. Great Libraries, Littlehampton Book Services (1970), surveys 27 famous European libraries (and 5 American ones) in 300pp
  • Krause, Louise Beerstecher (1898), Reading List on Library Buildings, Boston: Boston Book Company, http://catalog.hathitrust.org/Record/001175676
  • Lerner, Fred. (2nd ed. 2009) The Story of Libraries: From the Invention of Writing to the Computer Age, London, Bloomsbury
  • Martin, Lowell A. (1998) Enrichment: A History of the Public Library in the United States in the Twentieth Century, Scarecow Press
  • Murray, Stuart A.P. (2012) The Library: An Illustrated History. American Library Association, Chicago.
  • , Konstantinos, The History of the Library in Western Civilization, translated by Timothy Cullen, New Castle, Del.: Oak Knoll Press, 2004–2013 (six volumes).
  • Stam, David H. (2001). International Dictionary of Library Histories. Taylor & Francis. , 1100pp; covers 122 major libraries in Europe, 59 in U.S, and 44 others, plus 47 thematic essays
  • (1993) World Encyclopedia of Library and Information Services, 3rd, American Library Association. 
  • (1994) Encyclopedia of Library History.. Taylor & Francis. ; covers 60 major libraries
  1. Casson, Lionel (11 August 2002). Libraries in the Ancient World. Yale University Press, გვ. 3. ციტირების თარიღი: 7 March 2012. 
  2. 2.0 2.1 Krasner-Khait, Barbara. (2010)Survivor: The History of the Library. History Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 5 March 2012.
  3. Maclay, Kathleen. (6 May 2003) Clay cuneiform tablets from ancient Mesopotamia to be placed online. ციტირების თარიღი: 5 March 2012.
  4. Renfrew, Colin (2008) Prehistory The Making of the Human Mind, New York: Modern Library.
  5. Roberts, John Morris (1997). A Short History of the World. Oxford University Press, გვ. 35. ციტირების თარიღი: 7 March 2012. 
  6. The American International Encyclopedia, New York: J. J. Little & Ives, 1954; Volume IX
  7. 'Assurbanipal Library Phase 1', British Museum One. Britishmuseum.org. ციტირების თარიღი: 21 June 2013.
  8. "Epic of Creation", in Dalley, Stephanie. Myths from Mesopotamia. Oxford, 1989; pp. 233–81
  9. "Epic of Gilgamesh", in Dalley, Stephanie. Myths from Mesopotamia. Oxford, 1989; pp. 50–135
  10. Van De Mieroop, Marc (2007). A History of the Ancient Near East ca. 3000–323 BC. Oxford, UK: Blackwell Publishing. p. 263
  11. 11.0 11.1 Mukherjee, A. K. (1966). Librarianship: Its Philosophy and History. Asia Publishing House. p. 86
  12. Cosmos: A Personal Voyage, Sagan, C 1980, "Episode 1: The Shores of the Cosmic Ocean"
  13. Phillips, Heather A., "The Great Library of Alexandria?" დაარქივებული 2012-04-18 საიტზე Wayback Machine. . Library Philosophy and Practice, August 2010
  14. Swain, Simon (2002). Dio Chrysostom: Politics, Letters, and Philosophy. Oxford University Press, გვ. 57. ISBN 9780199255214. „Nevertheless, in 92 the same office went to a Greek, Ti. Julius Celsus Polemaeanus, who belonged to a family of priests of Rome hailing from Sardis; entering the Senate under Vespasian, he was subsequently to be appointed proconsul of Asia under Trajan, possibly in 105/6. Celsus' son, Aquila, was also to be made suffectus in 110, although he is certainly remembered more as the builder of the famous library his father envisioned for Ephesus.“ 
  15. Nicols, John (1978). Vespasian and the partes Flavianae. Steiner, გვ. 109. ISBN 9783515023931. „Ti. Julius Celsus Polemaeanus (PIR2 J 260) was a Romanized Greek of Ephesus or Sardes who became the first eastern consul.“ 
  16. Strocka, Volke, M. (2003). The Celsus Library. Ancient libraries of Anatolia: libraries of Hatusha, Pergamon, Ephesus, Nysa.(Ankara): Middle East Technical University Library, 2003, pp. 33–43.
  17. Seneca, De tranquillitate animi ix.4–7.
  18. Casson, L. (2001). Libraries in the Ancient World. New Haven: Yale University Press; Ewald, L. A. (2004). Library Culture in Ancient Rome, 100 B.C. – A.D. 400. Kentucky Libraries, 68(1), 9–11; Buchanan, S. (2012). Designing the Research Commons: Classical Models for School Libraries. School Libraries Worldwide, 18(1), 56–69.