ვლადიმერ აბაშიძე (პოეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ვლადიმერ (ლადო) სიმონის ძე აბაშიძე (დ. 1859, სოფ. დილიკაური — გ. 9 ივნისი, 1917, სოფ. კაცხი) — ქართველი პოეტი, თეატრალური მოღვაწე. პოეტი ქალის ნ. ორბელიანის ძმა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. იყო ნ. ავალიშვილის მიერ 1867 წელს ჩამოყალიბებული დრამატული თეატრის წევრი. 1872 წლიდან მსახურობდა საჩხერეში, ფოთში, აბაშაში მომრიგებელ მოსამართლედ, მაზრის უფროსის თანაშემწედ და სხვა. ხშირად მართავდა წარმოდგენებს პროვინციებში. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, წერდა ლექსებს. 1878 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მისი ლექსი „ე. ნ-ს“ („ისევ შენ და ისევ შენ...“, მიძღვნილი ელენე კონსტანტინეს ასულ ნიჟარაძისადმი). შემდგომში ეს ლექსი შევიდა კრებულებში („სალხინო საზანდარი“, „ჩანგი“) ავტორის დაუსახელებლად. ლექსი ხალხში სიმღერად იქცა, ხოლო კომპოზიტორმა ანდრია ყარაშვილმა ნოტებზე გადაიღო და შექმნა პოლულარული ქართული რომანსი. იგი ამშვენებდა ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარს.

ლიტერატურა

რედაქტირება