ვიჩეგდა

მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში; ჩრდილოეთის დვინის მარჯვენა შენაკად

ვიჩეგდა[1] (რუს. Вычегда, კომ. Эжва) — მდინარე რუსეთში, კომის რესპუბლიკასა და არხანგელსკის ოლქში; მდ. ჩრდილოეთის დვინის ყველაზე დიდი შენაკადი (მარჯვენა). სიგრძე 1130 კმ, აუზის ფართობი 121 ათ. კმ². სათავეს იღებს ტიმანის ჭიუხის სამხრეთ კიდეზე. ზემო წელში ხეობა ვიწროა, ჩაჭრილია 20–40 მეტრზე, აქვს ჭორომები. შუაწელში და ქვემოთში მიედინება განიერ ჭალაში;[1] ამ დაჭაობებულ ჭალაში ბევრი ტოტი და ნაკალაპოტარია. კალაპოტს უხვად აქვს ქვიშის ჩქერები. იკვებება შერეულად, ჭარბობს თოვლის წყლები. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ სიქტივკართან 603 მ³/წმ, შესართავთან — 1160 მ³/წმ. გაძვიფვა ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე გრძელდება. მთავარი შენაკადებია: ვოლი, ვიშერა, ვიმი (მარჯვენა); ნემი, ჩრდილოეთის კელტმა, ლოკჩიმი, სისოლა, ვილედი (მარცხენა). ვიჩეგდის აუზში 6000 ათ.-ზე მეტი მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 191 კმ². დასაცურებელი მდინარეა. გაზაფხულზე სანაოსნოა ნავმისადგომ ვოლდინომდე (959 კმ), ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში — დაბა უსტ-კულომამდე (693 კმ). ვიჩეგდაზე მდებარეობს ნავმისადგომი ქალაქები: სიქტივკარი, სოლვიჩეგოდსკი, იარენსკი, მეჟოგი, აიკინო, კოტლასი (შესართავზე), უსტ-კულომი.[1]

ვიჩეგდა
რუს. Вычегда

ვიჩეგდა ქვემო წელში სოფელ ირტასთან
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები კომის რესპუბლიკა, არხანგელსკის ოლქი
ქალაქები სიქტივკარი, სოლვიჩეგოდსკი, კოტლასი
მარჯვენა შენაკადები ვოლი, ვიშერა, ვიმი
მარცხენა შენაკადები ნემი, ჩრდილოეთის კელტმა, ლოკჩიმი, სისოლა, ვილედი
სათავე ტიმანის ჭიუხი
62°19′45″ ჩ. გ. 55°32′49″ ა. გ. / 62.32917° ჩ. გ. 55.54694° ა. გ. / 62.32917; 55.54694
შესართავი ჩრდილოეთის დვინა
61°17′00″ ჩ. გ. 46°37′10″ ა. გ. / 61.28333° ჩ. გ. 46.61944° ა. გ. / 61.28333; 46.61944
შესართავის მდებარეობა ქ. პოტლასი
სიგრძე 1130 კმ
აუზის ფართობი 121 ათ. კმ²
მდინარის სისტემა ჩრდილოეთის დვინათეთრი ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 1160 მ³/წმ
ვიჩეგდა — რუსეთი
ვიჩეგდა
ვიჩეგდა
— სათავე, — შესართავი
ვიჩეგდა ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 434.