სიქტივკარი (1930 წლამდე — უსტ-სისოლსკი) — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი რუსეთში. კომის რესპუბლიკის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს მდინარეების სისოლასა და ვიჩეგდის შეერთების ადგილას.

ქალაქი
სიქტივკარი
კომ. Сыктывкар
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რესპუბლიკა კომის რესპუბლიკა
კოორდინატები 61°40′00″ ჩ. გ. 50°49′00″ ა. გ. / 61.66667° ჩ. გ. 50.81667° ა. გ. / 61.66667; 50.81667
მმართველი Ivan Posdejev
პირველი ხსენება 1586
ადრეული სახელები უსტ-სისოლსკი (1930-მდე)
ამჟამინდელი სტატუსი 1780
ფართობი 152 კმ²
ცენტრის სიმაღლე 172
მოსახლეობა 245 313 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1602,21 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები — 66,0%,
კომი — 25,9%,
უკრაინელები — 2,8%[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 8212
საფოსტო ინდექსი 167000
საავტომობილო კოდი 11, 111
ოფიციალური საიტი http://Сыктывкар.рф/
სიქტივკარი — რუსეთი
სიქტივკარი
სიქტივკარი — რუსეთი
სიქტივკარი

სახელწოდება

რედაქტირება

პირველად მოიხსენიება 1586 წელს, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მდინარეების სისოლასა და ვიჩეგდის შეერთების ადგილას. 1780 წელს ეკატერინე II-ის ბრძანებით ტერიტორიულ ერთეულს ეწოდა უსტ-სისოლსკი.

ადგილობრივ კომელთა ენაზე ქალაქს სიქტივდინი ეწოდება და ნიშნავს „დასახლებას სისოლის ახლოს“. 1930 წელს, ქალაქის 150 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქს უწდდეს სიქტივკარი რაც ნიშნავს „ქალაქი სისოლაზე“.

თანამედროვე სიქტივკარის ისტორია იწყება XVI საუკუნიდან, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლდნენ კომი-პერმიაკები. აბრაჰამ ორტელიუსის მიერ 1570 წელს შედგენილ ატლასზე სიქტივკარის ადგილზე დატანილია დასახლება პერმეველისკი.

1586 წლის მატიანეში მოხსენიებულია დასახლება მდინარე სისოლაზე. აქ იდგა ხის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და რამდენიმე ეკლესიის მსახურთა სახლი. 1780 წლიდან დასახლებას ეკატერინე II-მ უწოდა უსტ-სისლოვსკი. 1780 წლის 21 თებერვალს ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი ახალი ქალაქის მშენებლობას.

XIX საუკუნის განმავლობაში ქალაქი რჩებოდა ერთადერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ჩრდილოეთში. XX საუკუნის დასაწყისში მცირე პროვინციული ქალაქია 6,5 ათ. მაცხოვრებლით.

1921წლიდან კომის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. 1930 წელს ეწოდა თანამედროვე სახელი. 1936--1991 წლებში კომის ასსრ-ის, ხოლო 1991 წლიდან კომის რესპუბლიკის დედაქალაქია.

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი სიქტივკარი მდებარეობს მდინარე სისოლის მარცხენა ნაპირზე, მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1331 კმ-ში. ქალაქის კლიმატი ზომიერად კონტინენტალურია, მოკლე თბილი ზაფხულით და გრძელი ზომიერად ცივი ზამთრით.

  • საშუალო წლიური ტემპერატურა — +1,6 °C
  • საშუალო წლიური ქარის სიმძლავრე ბოფორტის სკალით  — 2,6 მ/წმ
  • ჰაერის საშუალო წლიური ტენიანობა — 77 %

მოსახლეობა

რედაქტირება

სიქტივკარი მრავალეროვანი ქალაქია.

იგი 2016 წლის მონაცემებით რუსეთში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 80-ე ქალაქია.

მოსახლეობის დინამიკა 1897-2010 წლებში ასეთია.

ეროვნება 1897[2] 1926[3] 1939 1959[4] 1989[5] 2002[5] 2010
რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი % რიცხვი %
სულ 4464 100 5068 100 25 281 100 64 461 100 234 903 100 245 768 100 250 900 100
რუსები 731 16,4 1511 29,8 7079 28,0 23 186 36,0 127 619 54,3 143 453 58,4 165 594 66,0
კომი 3699 82,9 3486 68,8 17 106 67,7 32 428 50,3 79 011 33,6 75 140 30,6 64 983 25,9
უკრაინელები 5 0,0 89 1,7 520 2,1 2588 4,0 11 213 4,8 9600 3,9 7025 2,8
გერმანელები - - 101 0,4 2836 4,4 4089 1,8 3382 1,4 - -
ბელარუსები - - 196 0,8 781 1,2 3551 1,5 2989 1,2 2258 0,9
თათრები 2 0,0 48 0,2 1644 0,7 1474 0,6 1505 0,6
სხვა 27 0,6 231 0,9 2642 4,1 7779 3,3 9660 3,9 10287 4,1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://komi.gks.ru/vpn2010/DocLib1/Окончательные%20итоги.aspx
  2. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и регионам
  3. Всесоюзная перепись населения 1926 года = Recensement de la population de L’U.R.S.S. 1926 / Центральное статистическое управление СССР; Отд. переписи. Северный район. Ленинградско-Карельский район: народность, родной язык, возраст, грамотность. — М.: Изд. ЦСУ СССР, 1928, с. 58—59.
  4. НА РК, ф. р-140, оп. 2, д. 8663.
  5. 5.0 5.1 Основные итоги Всероссийской переписи населения 2002 года по Республике Коми: Сборник. — Сыктывкар, 2005, с. 61—64.