ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა

ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (მეტეხი). დასაწყისი მეტეხის ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ძორაბაშის ქუჩა, სახელწოდება უკავშირდება ძველად აქ მდგარ ძორაბაშის სურბ-გევორქის ეკლესიას (ძორაბაშ — სომხურად ზევისთავი). თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ზორაბაშის ქუჩა. ქუჩების 1960 წლის ცნობარში შეტანილია რუისის ქუჩის სახელწოდებით. 2000 წელს ვიქტორ ჯორბენაძის სახელი ეწოდა. ქუჩაზეა დავით წინასწარმეტყველის ეკლესია. №9-ში განთავსებულია ქალაქური ინტერიერის მუზეუმი. შემონახულია XIX საუკუნის II მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
წინა სახელები ძორაბაშის ქუჩა, ზორაბაშის ქუჩა, რუისის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება