ქალაქური ინტერიერის მუზეუმი
ქალაქური ინტერიერის მუზეუმი — XIX საუკუნის ნაგებობა თბილისში, ვიქტორ ჯორბენაძის ქუჩაზე, რომელიც ააგო თავადმა მაჩაბელმა 30-იან წლებში.
1980-იან წლებში მცირე რეკონსტრუქციისა და აქ შესახლებული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილების შემდეგ გაიხსნა გ. ბარათაშვილის არქიტექტურული სახელოსნო, სადაც 5 წლის განმავლობაში დამუშავდა ისტორიული ქალაქის რეკონსტრუქციისა და რეგენერაციის მრავალი პროექტი. 1985 წელს ამ სახლში მოეწყო მუზეუმი რაშიც ექსპონირებულია XIX საუკუნის ქალაქური ინტერიერები თავისი ავეჯითა და ყოფითი ნივთებით (არქიტექტორი ვიქტორ ჯორბენაძის პირადი კოლექცია). წარმოდგენილი ექსპონატები სხვადასხვა სტილისტიკისა: აღმოსავლური მოტივები, ამპირი, მოდერნი, ეკლექტიკა. გეგმარებაში იგრძნობა ევროპული სასახლეების გავლენა: ვესტიბიული, მაღალჭერიანი დარბაზები, ანფილადა, განიერი აივნები, აგრეთვე შიდა ეზო ორიენტირებულია არა ქუჩაზე, როგორც ეს მიღებული იყო ძველი თბილისის ჩვეულებრივ სასახლეებში, არამედ მტკვრისაკენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 881, ISBN 99928-20-32-2.