ვიქტორ ხომერიკი
ვიქტორ ნოეს ძე ხომერიკი (დ. 6 ივნისი, 1910, ვორკუტა (კომის ასსრ) — გ. 16 მაისი, 1994, პარიზი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, გრიგოლ რობაქიძის ფონდის ერთ-ერთი ფუძემდებელი და გამგეობის წევრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ციმბირში იმ დროს იქ გადასახლებული პოლიტიკური მოღვაწის, ნოე ხომერიკის ოჯახში. 9 წლისას გარდაეცვალა დედა — ანეტა ნიკოლაიშვილი, 1921 წელს საქართველოს სამხედრო ოკუპაციის შემდეგ 11 წლის ასაკში გაჰყვა მამას ემიგრაციაში. ცხოვრობდა ჯერ თურქეთში, შემდეგ — საფრანგეთში. 1924 წელს დაუხვრიტეს საქართველოში ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებისთვის დაბრუნებული მამა — ნოე ხომერიკი, რომელიც დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიწათმოქმედების მინისტრი იყო.
საფრანგეთში დაამთავრა ჯერ კოლეჯი, შემდეგ საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტი პარიზში. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში იყო ჯენერალ მოტორსის წარმომადგენელი საფრანგეთში.
ვიქტორ ხომერიკი მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოადგენდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას, იგი დიდი ავტორიტეტის გამო განსაკუთრებულ პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა. იყო მსოფლიო ემიგრანტთა მთავარი კომიტეტის გამგეობის წევრი, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაზე ერთ-ერთი მზრუნველი.
იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლის დროსაც მან საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიხსნა ქართველი ტყვეები გესტაპოს საკონცენტრაციო ბანაკიდან, რისთვისაც სამჯერ მოხვდა დასახვრეტთა სიაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 416, თბ., 1994