ვიქტორია ტაული-კორპუსი

ვიქტორია ტაული-კორპუსი (დ. 1952, ბესაო, მთის პროვინცია) ― იგოროტული წარმოშობის ფილიპინელი საერთაშორისო აბორიგენი აქტივისტი.[1][2] 2014 წლის 2 ივნისს აბორიგენების უფლებების გაეროს სპეციალურ რეპორტიორად დაინიშნა.[3] როგორც სპეციალურ რეპორტიორს, ტაული კორპუსს აბორიგენების უფლებების შესაძლო დარღვევების გამოკვლევა და აბორიგენთა უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობა ევალებოდა.[2] აღნიშნული თანამდებობა 2020 წლის მარტამდე ეკავა.[4]

ვიქტორია ტაული-კორპუსი
დაბადების თარიღი 19 ოქტომბერი, 1952
ბესაო, მთის პროვინცია, ფილიპინები
ეროვნება ფილიპინელი

ტაული-კორპუსი Third World Network-ის (მესამე მსოფლიოს ქსელი) მრჩეველია აბორიგენთა და გენდერულ საკითხებში. არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მრჩეველთა კომიტეტისა[5] და მსოფლიოს მომავლის საბჭოს წევრი.

2009 წელს აბორიგენთა ეროვნული კომისიის გაბრიელა სილანგის ჯილდოს პირველი ლაურეატი გახდა.[6]

2005-2010 წლებში გაეროს აბორიგენთა საკითხების მუდმივი ფორუმის თავმჯდომარე იყო.[7] მუშაობდა აბორიგენი მოსახლეობის მოხალისეობრივი ფონდის რეპორტიორად.[2][5]

განათლება

რედაქტირება

1969 წელს ვიქტორია ტაული-კორპუსმა ფილიპინების სამეცნიერო უმაღლესი სკოლა (დილიმანი, კესონ-სიტი) დაამთავრა.[8] 1976 წელს ფილიპინების მანილის უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯი დაამთავრა ექთნის ხარისხით.[1]

აქტივიზმი

რედაქტირება

ვიქტორია ტაული-კორპუსი აბორიგენებს თემებად ჩამოყალიბებასა და პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსის პროექტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. აბორიგენების ორგანიზების შედეგად შეჩერდა მდინარე ჩიკოს ჰიდროელექტრო კაშხლის მშენებლობა, რომელსაც სოფლების დატბორვა შეეძლო და Cellophil Resources Corporation-ის მიერ წინაპართა მიწებზე მორების მოპოვება და დამზადება.[7]

აღიარება

რედაქტირება

2021 წელს სამეცნიერო ჟურნალმა Nature ტაული-კორპუსი ათი ადამიანის სიაში შეიყვანა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სამეცნიერო განვითარებაში.[9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  გარე ვიდეოფაილები
  გაეროს გამოძიება: ავსტრალიას პრობლემა აქვს ინსტიტუციონალიზებულ რასიზმთან, Matter Of Fact With Stan Grant, ABC News
  1. 1.0 1.1 Member Info UN Permanent Forum on Indigenous Issues. Retrieved 13 April 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 OHCHR | Ms. Victoria Tauli Corpuz en-US. ციტირების თარიღი: 2018-03-29
  3. James Anaya Victoria Tauli-Corpuz begins as new Special Rapporteur, 02 June 2014 დაარქივებული 10 December 2014[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  4. Special Rapporteur on the rights of indigenous peoples. ციტირების თარიღი: 1 May 2021
  5. 5.0 5.1 Administrator. Biographical Information en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-22. ციტირების თარიღი: 2018-03-29
  6. IP int’l activitist gets 1st Gabriela Silang award Northern Dispatch (nordis) Weekly, Northern Philippines. Retrieved 13 April 2013.
  7. 7.0 7.1 IUCN World Conservation Congress (Jeju 2012) forum sessions დაარქივებული 2014-08-21 საიტზე Wayback Machine. International Union for Conservation of Nature. Retrieved 13 April 2013.
  8. Philippine Science High School System#Social sciences
  9. Nature’s 10 Ten people who helped shape science in 2021. ციტირების თარიღი: 19 December 2021