ვიტორიო ამადეო III (სარდინია)
ვიტორიო ამადეო III მარია (იტალ.: Vittorio Amadeo III Maria) (დ. 26 ივნისი, 1726, ტურინი — გ. 16 ოქტომბერი, 1796, მონჩალერი) — სარდინიის მეფე, სალუცოს და მონფერატოს მარკიზი, აოსტას, მორიანას და ნიცას გრაფი, პიემონტის პრინჩიპე (თავადი) და სავოიის ჰერცოგი 1773-1796 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებავიტორიო ამადეო პიემონტ-სარდინიის მეფის კარლო ემანუელე III-ის და მისი მეუღლის, პოლიქსენე ფონ ჰესენ-რაინფელს-როტენბურგის უფროსი ვაჟი იყო. 1773 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი სარდინიის მეფე და სავოიის ჰერცოგი გახდა.
1750 წლის 31 მაისს მან ქალაქ ულში იქორწინა ესპანეთის პრინცესა მარია ანტონიაზე, რომელთანაც შეეძინა შვილები:
- კარლო ემანუელე IV (1751 - გ. 1819), სარდინიის მეფე
- კარლოტა იზაბელა (დ. 1752 - გ. 1755),
- ლუიზა მარია ჯუზეპა (დ. 1753 - გ. 1810), საფრანგეთის დედოფალი, ლუი XVIII-ის მეუღლე
- ამადეო ალესანდრო (დ. 1754 - გ. 1755), მონფერატოს ჰერცოგი
- მარია ტერეზია (დ. 1756 - გ. 1805), საფრანგეთის დედოფალი, შარლ X-ის მეუღლე
- მარია ანა (დ. 1757 - გ. 1824), ჰერცოგინია დე შაბლე
- ვიტორიო ემანუელე I (დ. 1759 - გ. 1824), სარდინიის მეფე
- მარია ფერდინანდა (დ. 1760 - გ. 1768),
- მაურიცო ჯუზეპე (დ. 1762 - გ. 1799), მონფერატოს ჰერცოგი
- მარია კაროლინა (დ. 1765 - გ. 1831), საქსონიის დედოფალი
- კარლო ფელიჩე I (დ. 1765 - გ. 1831), სარდინიის მეფე
- ჯუზეპე ბენედეტო (დ. 1766 - გ. 1802), ჰერცოგი დე მორიენი