ვიტაუტას კლოვა
ვიტაუტას კლოვა (ლიეტ. Vytautas Klova; დ. 31 იანვარი, 1926, ტირკშლიაი — გ. 10 დეკემბერი, 2009, ვილნიუსი) — ლიტველი საბჭოთა კომპოზიტორი, ლიტვის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1959).
ბიოგრაფია
რედაქტირება1951 წელს დაამთავრა ლიტვის კონსერვატორიის იუ. დროუდისა და ა. რაჩიუნასის კომპოზიციის კლასი. ვიტაუტას კლოვა ავტორია ოპერული, სიმფონიური, კამერული და ვოკალური ნაწარმოებებისა, 1966 წელს დაწერა სახელმძღვანელო „პოლიფონია“. 1948 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
შემოქმედება
რედაქტირებაოპერები
რედაქტირება- „პილენაი“ (1956 წელს დაიდგა ლიტვის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის სცენაზე, 1957 წელს მიენიჭა ლიტვის სსრ სახელმწიფო პრემია)
- „ვაივა“ (1958 წელს დაიდგა ლიტვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე)
- „ქალიშვილი“ (1960 წელს დაიდგა ლიტვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, 1960 წელს მიენიჭა ლიტვის სსრ სახელმწიფო პრემია)
- „ორი ხმალი“ (1966)
- „ამერიკული ტრაგედია“ (1969 წელს დაიდგა ლატვიის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე)
საორკესტრო ნაწარმოებები
რედაქტირება- სიმფონიური პოემა „იურატე და კასტიტისი“ (1954)
- სუიტა „ვილნიუსის სურათები“ (1962)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიტაუტას კლოვა — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)