ვირუმაა
(გადამისამართდა გვერდიდან ვირუმაას მაზრა)
ვირუმაა (ესტ. Võrumaa ან Võru maakond) — მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება რუსეთი და ლატვია, ასევე მაზრები: ვალგამაა და პილვამაა. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ვირუ. მაზრის შემადგენლობაში შედის 13 მუნიციპალიტეტი: 1 ქალაქი (ვირუ) და 12 თემი.
ვირუმაა Võrumaa | |||||
| |||||
ქვეყანა | ესტონეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ვირუ | ||||
კოორდინატები | 57°45′00″ ჩ. გ. 26°55′00″ ა. გ. / 57.75000° ჩ. გ. 26.91667° ა. გ. | ||||
ფართობი | 2,305 კმ² | ||||
მოსახლეობა | 37387 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 16,7 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | vorumaa.ee | ||||
რეგიონი სხვადასხვა დროს შედიოდა შვედეთის, პოლონეთისა და რუსეთის შემადგენლობაში. 1783 წელს რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბრძანებით დაარსდა მაზრა ამჟამინდელი სახელწოდებით.
მაზრის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ჰანიის მაღლობს. აქვე მდებარეობს ესტონეთისა და მთელი ბალტიისპირეთის უმაღლესი მწვერვალი სურ-მუნამიაგი (318 მ.) და ყველაზე ღრმა ტბა რიუგე-სუურიარვი (39 მ.).
გალერეა
რედაქტირება-
რიუგეს
-
სიმერპალუს
-
ვასტსელიინის
-
ვირუ
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვირუმაა“ ვიკისაწყობში.
- მაზრის ოფიციალური საიტი