ვირილიზაცია (ლათ. virilis — კაცური, მამაკაცისთვის დამახასიათებელი) — მამაკაცური ნიშნების გამოვლინება ქალებში ანდროგენების გავლენით (აღნაგობის ტიპი, ჭარბთმიანობა, ხმის ტემბრი და სხვა).ზოგადად, ბიოლოგიასა და მედიცინაში, ვირილიზაცია სქესობრივი განმასხვავებლობის ჩამოყალიბების პროცესს ეწოდება, რაც მამაკაცის სხეულს ქალის სხეულისგან განსხვავებულად აყალიბებს, რაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას სასქესო სტეროიდი (ანდროგენი). ტერმინი ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგ სამედიცინო და ბიოლოგიური სქესის კონტექსტებში: პრენატალური სექსუალური დიფერენციაცია; პოსტნატალური ცვლილებები და სქესობრივი მომწიფება; ანდროგენის ჭარბი დონის მოქმედება მდედრობით სქესზე.

ვირილიზმი — ქალებში მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები. ვირილიზმის დროს აღინიშნება ხმის დაბოხება, ჭარბთმიანობა (როგორც სახეზე, ისე ტანზე), მენსტრუაციის უქონლობა ან დაწყებისთანავე შეწყვეტა, ქალის მუსკულატურისა და ჩონჩხის მსგავსება მამაკაცისასთან. გამოწვეულია ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბით. ხშირ შემთხვევაში ჩნდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებების დროს. ქალები, რომლებსაც ახასიათებთ ვირილიზაცია, ხშირად განიცდიან ორგანიზმში ჰორმონების: ესტროგენისა და ტესტოსტერონის ბალანსის დეფიციტს. მედიცინაში მიჩნეულია, რომ ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც სქესის ჰორმონების დისბალანსს იქვევს, შესაძლოა ვირილიზაციაში გადაიზარდოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schuiling, Kerri Durnell; Likis, Frances E. (2005). Women's Gynecologic Health. Jones & Bartlett Publishers. ISBN 0-7637-4717-3
  • Stewart PM. The adrenal cortex. In: Kronenberg HM, Shlomo M, Polonsky KS, Larsen PR, eds.Williams Textbook of Endocrinology
  • Styne DM, Grumbach MM. Puberty: ontogeny, neuroendocrinology, physiology, and disorders.