ესტროგენი
ესტროგენი — სასქესო ჰორმონების კატეგორია, რომელიც პასუხისმგებელია ქალის რეპროდუქციული სისტემის და მეორადი სქესის მახასიათებლების განვითარებასა და რეგულირებაზე.[1][2] არსებობს სამი ძირითადი ენდოგენური ესტროგენი, რომლებსაც აქვთ ესტროგენული ჰორმონალური აქტივობა: ესტრონი (E1), ესტრადიოლი (E2) და ესტრიოლი (E3).[1][3] ესტრადიოლი, ესტრანი, ყველაზე ძლიერი და გავრცელებულია.[1] კიდევ ერთი ესტროგენი, სახელად ესტეტროლი (E4) წარმოიქმნება მხოლოდ ორსულობის დროს.
ესტროგენები სინთეზირებულია ყველა ხერხემლიანში[4] და ზოგიერთ მწერში.[5] მათი არსებობა როგორც ხერხემლიანებში, ასევე მწერებში მეტყველებს იმაზე, რომ ესტროგენულ სასქესო ჰორმონებს უძველესი ევოლუციური ისტორია აქვს.[6] რაოდენობრივად, ესტროგენები უფრო დაბალ დონეზე ცირკულირებენ, ვიდრე ანდროგენები, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მიუხედავად იმისა, რომ ესტროგენის დონე მამაკაცებში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ქალებში, ესტროგენებს მაინც აქვთ მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური როლი მამაკაცებში.[7]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Huether, Sue E.; McCance, Kathryn L. (2019) Understanding Pathophysiology. Elsevier Health Sciences, გვ. 767. ISBN 978-0-32-367281-8. „Estrogen is a generic term for any of three similar hormones derived from cholesterol: estradiol, estrone, and estriol.“
- ↑ Satoskar, R. S.; Rege, Nirmala; Bhandarkar, S. D. (2017) Pharmacology and Pharmacotherapeutics. Elsevier Health Sciences, გვ. 943. ISBN 978-8-13-124941-3. „The natural estrogens are steroids. However, typical estrogenic activity is also shown by chemicals which are not steroids. Hence, the term 'estrogen' is used as a generic term to describe all the compounds having estrogenic activity.“
- ↑ Delgado, Benjamin J.; Lopez-Ojeda, Wilfredo (December 20, 2021). „Estrogen“. StatPearls [Internet]. StatPearls Publishing. PMID 30855848. ციტატა: „Estrogen is a steroid hormone associated with the female reproductive organs and is responsible for the development of female sexual characteristics. Estrogen is often referred to as estrone, estradiol, and estriol. ... Synthetic estrogen is also available for clinical use, designed to increase absorption and effectiveness by altering the estrogen chemical structure for topical or oral administration. Synthetic steroid estrogens include ethinyl estradiol, estradiol valerate, estropipate, conjugate esterified estrogen, and quinestrol.“
- ↑ Ryan KJ (August 1982). „Biochemistry of aromatase: significance to female reproductive physiology“. Cancer Research. 42 (8 Suppl): 3342s–3344s. PMID 7083198.
- ↑ Mechoulam R, Brueggemeier RW, Denlinger DL (September 2005). „Estrogens in insects“. Cellular and Molecular Life Sciences. 40 (9): 942–944. doi:10.1007/BF01946450. S2CID 31950471.
- ↑ Burger HG (April 2002). „Androgen production in women“. Fertility and Sterility. 77 Suppl 4: S3-5. doi:10.1016/S0015-0282(02)02985-0. PMID 12007895.
- ↑ Lombardi G, Zarrilli S, Colao A, Paesano L, Di Somma C, Rossi F, De Rosa M (June 2001). „Estrogens and health in males“. Molecular and Cellular Endocrinology. 178 (1–2): 51–5. doi:10.1016/S0303-7207(01)00420-8. PMID 11403894. S2CID 36834775.