ვირა ჩორნი-მეშკოვა
ვირა ჩორნი-მეშკოვა (უკრ. Віра Чорний-Мешкова; დ. 25 აპრილი, 1963, ვოევოდინა) − უკრაინული წარმოშობის მაკედონელი მწერალი და მთარგმნელი, ჩრდილოეთ მაკედონიაში უკრაინული დიასპორის აქტივისტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებავირა ჩორნი-მეშკოვა 1963 წლის 25 აპრილს დაიბადა ვოევოდინაში. დაამთავრა სკოპიეს წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და კიევის მიხაილ დრაგომანოვის სახელობის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის უკრაინული ფილოლოგიის ინსტიტუტი. მუშაობს საკანდიდატო დისერტაციაზე. 2002 წლიდან ჩრდილოეთ მაკედონიაში უკრაინის საელჩოში თარჯიმნად და კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთთანამშრომლობის ოფიცრად მუშაობს.
წევრობა
რედაქტირება2003 წლიდან ვირა ჩორნი-მეშკოვა არის ჩრდილოეთ მაკედონიაში უკრაინელთა ლესია უკრაინკას თემის მდივანი.[1] 2006 წლიდან 25 დეკემბერს არის უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი, ხოლო 2007 წლის 19 ოქტომბრიდან ― მაკედონიის მწერალთა კავშირის წევრი.
ჯილდოები
რედაქტირება- ერებისა და მიგრაციის უკრაინის სახელმწიფო კომიტეტის დიპლომი (2005)
- ჩრდილოეთ მაკედონიაში უკრაინის საელჩოს დიპლომი (2007)
- უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის საპატიო ჯილდო
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Македонська письменниця Віра Чорний-Мешкова — українка з діда-прадіда / Сергій Дзюба
- ЧОРНИЙ-МЕШКОВА ВІРА | Електронна бібліотека «УКРАЇНІКА»
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Віра Чорний-Мешкова: «Серед українців багато письменників заслуговують на „Золотий вінок“»[მკვდარი ბმული] Розмову вела Тетяна Синьоок / «Літературна Україна» 11 жовтня 2012 року № 39 (5468)