ვიოლეტა ბერმუდესი
ვიოლეტა ბერმუდესი (ესპ. Violeta Bermúdez; დ. 12 აგვისტო, 1961, ლიმა, პერუ) — პერუელი იურისტი, მწერალი და დიპლომატი. პერუს პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 18 ნოემბრიდან[1]. მანამდე იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში და პრეზიდენტ ალეხანდრო ტოლედოს და პრემიერ-მინისტრის ბეატრის მერინოს კაბინეტებში.
ვიოლეტა ბერმუდესი | |
პერუს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 2020 – 28 ივლისი, 2021 | |
პრეზიდენტი | ფრანსისკო საგასტი |
წინამორბედი | ანტერო ფლორეს არაოსი |
მემკვიდრე | გიდო ბელიიდო |
დაბადებული | 12 აგვისტო, 1961 ლიმა, პერუ |
კარიერა
რედაქტირება1997-2002 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებების კოორდინატორად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში[2]. 2002 წლის 24 იანვარს, ალეხანდრო ტოლედოს პრეზიდენტობის დროს დანიშნეს ქალთა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მინისტრის მოადგილედ[2].
2003 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იგი იყო პრემიერ-მინისტრ ბეატრის მერინოს მრჩეველთა კაბინეტის უფროსი[3].
2020 წლის 18 ნოემბერს პერუს დროებითმა პრეზიდენტმა ფრანსისკო საგასტიმ დანიშნა პრემიერ-მინისტრად[4]. იგი ამ თანამდებობაზე მეხუთე ქალია პერუს ისტორიაში, ბეატრის მერინოს, როსარიო ფერნანდესის, ანა ხარასა და მერსედეს არაოსის შემდეგ[5].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Violeta Bermúdez, una defensora de las mujeres en la PCM at La Republica
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Peru President picks new Cabinet to ease protests, market fears. Reuters. ციტირების თარიღი: 18 November 2020.
- ↑ 2.0 2.1 VIOLETA BERMÚDEZ. Vital Voices.org. ციტირების თარიღი: 19 November 2020.
- ↑ Violeta Bermúdez, la abogada que liderará la PCM del gobierno de transición [Perfil] Spanish. RPP.pe. ციტირების თარიღი: 19 November 2020.
- ↑ ¿Quién es Violeta Bermúdez? Spanish. El Comercio. ციტირების თარიღი: 19 November 2020.
- ↑ Quién es Violeta Bermúdez Valdivia, la nueva presidenta de la PCM Spanish. Pica News. ციტირების თარიღი: 19 November 2020.