ვინ მოკლა ჩაიკა
ვინ მოკლა ჩაიკა — ანა კორძაია-სამადაშვილის 2013 წლის მაგიური რომანი.
„ვინ მოკლა ჩაიკა“ | |
---|---|
| |
ავტორი | ანა კორძაია-სამადაშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | სატირა, დეტექტივი, მაგიური რეალიზმი |
გამომცემელი | ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა |
გამოცემის თარიღი | 2013 |
მედია | თხელი ყდა |
გვერდი | 160 |
ISBN | 9789941158087 |
რომანის შესახებ
რედაქტირებანაწარმოებში მოთხრობილია მარტოხელა ქალის ისტორია, რომელსაც ერთ დღეს მოკლულს იპოვიან. საკვირველია, მაგრამ ამ მკვლელობის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, გარდა ერთი ადამიანისა - მხოლოდ გამომძიებლისთვის არის საიდუმლო, თუ ვინ მოკლა ჩაიკა. [1]
ვინ მოკლა ჩაიკა მწერლის მეორე რომანია. ის ბაკურ სულაკაურმა გამოსცა. იგი პირველზე უფრო დიდია მოცულობით და ანა პირველზე უფრო მაგრად ხლართავს აქ ამბებს. იმ რომანს, რომელსაც „შუშანიკის შვილები“ ერქვა აქვს მინაწერი: „ერთი რომანის სცენარი“. კრიტიკოსების თქმით, ეს უკვე რომანია, რომელსაც ზოგი დეტექტივს უწოდებს.[2]
თანამედროვე ქართველი მწერლის, ჯაბა ზარქუას თქმით, თხრობა არითმიულია, ტექსტი კი ტაქიკარდიული, რასაც ბევრი ამოვარდნები აქვს. მისი აზრით, მწერლის გაფანტული თხრობა შეიძლება ტექსტის ერთგვარ ნაკლადაც ჩათვლილიყო, თუმცა რომანში ეს ზედმეტად არ ჩანს. ამ ტექსტისთვის არითმია ორგანული და ბუნებრივი რამაა, ეს ასეც უნდა ყოფილიყო.[3]
მწერლის რომანის ჟანრზე წერს:"როგორც თვითონ ავტორს აქვს ნათქვამი, ეს წიგნი გადის დეტექტივში, მაგრამ ასე მიდგომა ამ წიგნისადმი, როგორც რაღაცა უბრალო დეტექტივისადმი, ჩემი აზრით, არაა მართებული, იმიტომ რომ დეტექტივის გარდა, პრინციპში, უფრო სხვა რამეა, იმიტომ რომ დეტექტივისთვის დამახასიათებელი ბოლოს ასეთი კვანძის მკაფიო გახსნა და ყველაფრის დახურვა და ლოგიკური წერტილის დასმა აქ არ არის. აქ ცოტა სხვა აქცენტებია დასმული“