ანა კორძაია-სამადაშვილი

ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტი

ანა კორძაია-სამადაშვილი (დ. 26 თებერვალი, 1968) — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტი.

ანა კორძაია-სამადაშვილი

ანა კორძაია-სამადაშვილი 2022 წელს ციურიხში.
დაბადების თარიღი 26 თებერვალი, 1968(1968-02-26) (56 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი და რომანისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი მოკლე რომანი, მაგიური რეალიზმი და დეტექტივი
Magnum opus ვინ მოკლა ჩაიკა
ჯილდოები გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის და პრემია „საბა“
საიტი armuri.georgianforum.com/t554-topic

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.

1989–1993წწ. იყო გამომცემლობების: „BBT“, 1993–1999წწ. „სომაპრეს“ რედაქტორი; საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტექსტის ლინგვო-სტილისტური ანალიზი“, დაიცვა 1997 წელს.[1] 1998 წელს ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტო IBA-ისა და 2001–2004წწ. გაზეთ „24 საათის“ ჟურნალისტი. 2005 წლიდან არის ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ჟურნალისტი. არის ავტორი მოთხრობებისა: „ბერიკაობა“(2004), „მე მარგარიტა“(2005). მისი მოთხრობები ასევე შესულია სხვადასხვა ანთოლოგიებში.[2]

ქართულად ნათარგმნი აქვს ელფრიდე იელინეკის, რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები.

გამოცემები

რედაქტირება
  • ბერიკაობა (2004)
  • ვინ მოკლა ჩაიკა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 160გვ.. - ISBN 978-9941-15-808-7
  • მარიეტას გზა : მოთხრობები - თბ. : პალიტრა L, 2012. - 304 გვ. ; 20 სმ.. - (სერია: ახალი ქართული ლიტერატურა)[3] ISBN 978-9941-19-681-2
  • შუშანიკის შვილები : ერთი რომანის სცენარი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 119გვ.. - ISBN 978-9941-15-312-9
  • მე, მარგარიტა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 184გვ.. - ISBN 99940-30-34-5
  • ზინკა ადამიანი : რომანი (ავტორი). — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2019.

ჯილდოები

რედაქტირება
  • გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის (1999 წ., ელფრიდე იელინეკის „საყვარლები“)
  • ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის (2003 წ.)
  • წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასის“ პრემია „წლის ბესტსელერისთვის“ (2005 წ.)
  • მესამე ადგილი „წლის საუკეთესო მოთხრობისთვის“ (2005 წ., „ისტორიული მეხსიერება“)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება