უინძორი (ახალი სამხრეთი უელსი)
(გადამისამართდა გვერდიდან ვინდსორი)
უინძორი (ინგლ. Windsor) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1803 ადამიანს[1]. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეიდან დაშორებულია 56 კილომეტრით. ქალაქი უინძორი დაარსდა 1810 წელს. აქ ჩამოედინება მდინარე ჰავკესბური. ყველაზე ცხელი თვეა იანვარი, ყველაზე ცივი – ივლისი.
ქალაქი | |
---|---|
უინძორი ინგლ. Windsor | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | ახალი სამხრეთი უელსი |
კოორდინატები | 33°36′54″ ს. გ. 150°49′02″ ა. გ. / 33.61500° ს. გ. 150.81722° ა. გ. |
დაარსდა | 1810 |
ფართობი | 4,0 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 16 მეტრი |
მოსახლეობა | 1803 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 450,75 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 |
საფოსტო ინდექსი | 2756 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-31. ციტირების თარიღი: 2015-02-22.