ვილჰელმ ლაიბლი
ვილჰელმ მარია ჰუბერტუს ლაიბლი (გერმ. Wilhelm Maria Hubertus Leibl; დ. 23 ოქტომბერი, 1844, კელნი, — გ. 4 დეკემბერი, 1900, ვიურცბურგი) — გერმანელი ფერმწერი. სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში (1864–1869). მიუნხენის რეალისტი მხატვრების ჯგუფის მოთავე. ქმნიდა უმთავრესად პორტრეტებსა და გლეხთა ცხოვრების ამსახველ ჟანრულ სურათებს. ლაიბლმა შემოქმედების დასაწყისში განიცადა ფრანგული რეალისტური ფერწერის გავლენა („მოხუცი ბატონი პალენბერგი“, 1871, ვალრაფ-რიხარცის მუზეუმი, კელნი). შემდგომში მხატვარმა მიმართა გერმანული აღორძინების ხელოვნების ტრადიციებს („სამი ქალი ეკლესიაში“, 1878–1882, კუნსტჰალე, ჰამბურგი). ლაიბლის ბოლო პერიოდის ტილოები ახლოა იმპრესიონიზმთან („მრთველი“, 1892, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი).
ვილჰელმ ლაიბლი | |
---|---|
Wilhelm Leibl | |
სრული სახელი | ვილჰელმ მარია ჰუბერტუს ლაიბლი |
დაიბადა | 23 ოქტომბერი, 1844 |
დაბადების ადგილი | კელნი |
გარდაიცვალა | 4 დეკემბერი, 1900 (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვიურცბურგი |
ეროვნება | გერმანელი |
სფერო | ხელოვნებისა |
ჟანრი | პორტრეტი |
ცნობილი ნამუშევრები |
„მოხუცი ბატონი პალენბერგი“ „სამი ქალი ეკლესიაში“ „მრთველი“ |
ხელმოწერა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 109.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვილჰელმ ლაიბლი“ ვიკისაწყობში.
- Wilhelm Leibl - Drei Frauen in der Kirche 1882
- Leibl, Wilhelm Maria Hubertus