ვილსანდის ეროვნული პარკი
ვილსანდის ეროვნული პარკი (ესტ. Vilsandi rahvuspark) — ეროვნული პარკი ესტონეთში, საარემაას მაზრაში. მოიცავს კუნძულ ვილსანდის ნაწილს, მიმდებარე პატარა კუნძულებს, კუნძულ საარემაას დასავლეთ ნაწილს და ჰარილაიდის ნახევარკუნძულის ნაწილს.
ვილსანდის ეროვნული პარკი
Vilsandi rahvuspark | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ესტონეთი |
კოორდინატები | 58°22′43″ ჩ. გ. 21°52′38″ ა. გ. / 58.37861° ჩ. გ. 21.87722° ა. გ. |
ფართობი | 238 კმ² |
დაარსდა | 1957 |
პარკი თავდაპირველად 1910 წელს შეიქმნა როგორც ფრინველთა ნაკრძალი. 1957 წელს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი. მოიცავს საკმაოდ მგრძნობიარე ეკოსისტემას, რადგან ამ ადგილებს გამოიყენებენ გადამფრენი ფრინველები. აბსოლუტურად აკრძალულია ნადირობა. პარკი პოპულარულია როგორც ესტონელ, ისე უცხოელ, განსაკუთრებით ფინელ ტურისტებს შორის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Vilsandi National Park დაარქივებული 2010-06-23 საიტზე Wayback Machine.