ვილმოს გრილუსი
ვილმოს გრილუსი (უნგრ. Vilmos Gryllus, დ. 28 ოქტომბერი, 1951, ბუდაპეშტი) — უნგრელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი, ხალხური ჯგუფის Kaláка-ს დამფუძნებელი, კოშუტას პრემიის ლაურიანტი (2000).
ვილმოს გრილუსი | |
---|---|
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | უნგრ. Vilmos Gryllus |
დაბ. თარიღი | 28 ოქტომბერი, 1951 |
დაბ. ადგილი | ბუდაპეშტი |
წარმოშობა |
![]() |
ჟანრ(ებ)ი | ხალხური მუსიკა |
საქმიანობა | მომღერალი, კომპოზიტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1969 - დღემდე |
ასოციაციები | Kaláka |
ჯილდოები | Kossuth Prize[1] |
საიტი | gryllus.hu |
ვილმოს გრილუსი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა ბუდაპეშტში ვილმოს გრილუს-უფროსისა და ევა ფოგარასის ოჯახში. მისი უფროსი ძმა მუსიკოსი დანიელ გრილუსია, რომელიც ძმასთან ერთად არის Kaláka-ს დამფუძნებელი. ვილმოსი სწავლობდა ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს.
1969 წელს მან თავის ძმასთან ერთად დააარსა Kaláka, István Mikó და Balázs Radványi. 1980 წელს ვილმოსს მიყავდა რადიო შოუ „Ki kopog?“ („ვინ აკაკუნებს?“) პეტერ ლევენტესთან და იდიკო დობრენტეისთან ერთად. 1991 წელს მან და პეტერ ლევენტემ შექმნეს წარმატებული საბავშვო სატელევიზიო შოუ „Égbőlpottyant mesék“ („ზღაპრები ციდან“), სადაც ბავშვები უგზავნიდნენ მათ თავიანთ ნახატებს, ხოლო ისინი ამ ნახატების მიხედვით თხზავდნენ ზღაპრებს.
1996 წლიდან ვილმოსი კვლავ გამოდიოდა Kaláka-სთან ერთად, ასრულებდა მუსიკას, რომელიც სხვადასხვა პოეტების ლექსებისგან შედგებოდა.
პრიზებირედაქტირება
- პრემია სახელად კოშუტა (2000)
- პრემია Prima Primissima (Kaláka-სთვის, 2004)
ლიტერატურარედაქტირება
- MTI ki kicsoda 2009. ed. Hermann Péter. Budapest: Magyar Távirati Iroda. 2008. ISBN 978-963-1787-283
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ვილმოს გრილუსი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Официальный сайт
- Сайт группы Kaláka