ვილემ დე კუნინგი
ვილემ დე კუნინგი (ნიდერლ. Willem de Kooning; დ. 24 აპრილი, 1904 — გ. 19 მარტი, 1997) — ამერიკელი აბსტრაქციონისტი მხატვარი, რომელიც დაიბადა ნიდერლანდებში, როტერდამში.
ვილემ დე კუნინგი | |
---|---|
დაიბადა | 24 აპრილი, 1904[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] |
დაბადების ადგილი | როტერდამი[20] [2] [16] [19] [6] |
გარდაიცვალა | 19 მარტი, 1997[1] [3] [4] [6] [7] [9] [11] [13] [14] [12] [17] [18] [19] (92 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ისტ-ჰამპტონი[19] [6] |
ჟანრი | პორტრეტი[6] , პეიზაჟი[6] , აბსტრაქციონიზმი[6] და ფიგურატივიზმი[6] |
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდში დე კუნინგის მუშაობის სტილი შეიძლება მივაკუთვნოთ აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს ან მოქმედების მხატვრობას და იმ მხატვრების ჯგუფს, რომლებიც ნიუ-იორკის სკოლის სახელით იყვნენ ცნობილნი. ამავე ჯგუფის წევრებად ირიცხებოდნენ ჯექსონ პოლოკი, მარკ როტკო, არშილ გორკი, ჰანს ჰოფმანი, ფრანს კლინი, ადოლფ გოტლიმი, რობერტ მაზერველი, ფილიპ გუსტონი და კლიფორდ სტილი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადე კუნინგი ხუთი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ლინდერტ დე კუნინგი და კორნელია ნობელი გაიყარნენ, მას შემდეგ უილიამი დედასთან და მამინაცვალთან იზრდებოდა. მოზარდი დე კუნინგი როტერდამის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა რვა წლის განმავლობაში.
1926 წელს იგი გადავიდა ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში, სადაც თავს სახლების ღებვით ირჩენდა, 1927 წელს მანჰეტენის სტუდიაში გადასვლამდე. 1929 წელს იგი შეხვდა მხატვარს და კრიტიკოსს ჯონ გრაჰამს, რომელიც მხატვრისთვის დიდი სტიმულის მიმცემი და მხარდამჭერი აღმოჩნდა. ამავე პერიოდში გაიცნობს იგი არშილ გორკის, რომელიც მხატვრის უახლოეს მეგობრად იქცა.
1935 წლის ოქტომბერში დე კუნინგმა დაიწყო WPA-ს ფედერალურ სამხატვრო პროექტზე მუშაობა და მიიღო ლოგანის მედალი მხატვრობაში. იგი ამ დასაქმების პროგრამით 1937 წლამდე იყო დაკავებული, სანამ იგი უცხოელის სტატუსის გამო სამსახურიდან არ წამოვიდა. ეს იყო დიდი დეპრესიის პერიოდი აშშ-ში და დე კუნინგი ყველანაირად ცდილობდა, გარშემო შექმნილი ვითარების მიუხედავად, პროფესიასთან მიახლოებით ყოფილიყო დასაქმებული. იგი მუშაობდა როგორც მოლბერტზე, ასევე კედლის მხატვრობაზე.
1938 წელს, სავარაუდოდ არშილ გორკის გავლენით, იგი ქმნის სერიულ ნამუშევრებს მამაკაცის ფიგურების თემაზე, რომელშიც შედის „ორი მდგომარე კაცი“, „კაცი“, „მჯდომარე კაცი“. პარალელურად იგი მუშაობდა ლირიკულ ფერებში გადაწყვეტილ პურისტულ სერიაზე, როგორიცაა „ვარდისფერი პეიზაჟი“ და „ელეგია“. ნამუშევრების პროგრესირებასთან ერთად იგი ამკვეთრებს ფერებს და ხაზებს აბსტრაქციაში, გადადის მეტად ფიგურატიულ ნამუშევრებზე. ფიგურის და აბსტრაქციის თანხვერდა ასევე ხშირად გვხვდება 1940-იანი წლების ნამუშევრებშიც. ამ პერიოდს მიეკუთვნება გამომსახველობითი, მაგრამ ამავდროულად გეომეტრიული „ქალი“ და „მდგომი კაცი“. 1945 წლისთვის ეს ორი ტენდენცია სრულყოფილად იქნა შერწყმული „ვარდისფერ ანგელოზებში“.
1938 წელს დე კუნინგი შეხვდა ელინ მარი ფრიდს, მოგვიანებით ელინ დე კუნინგის სახელით ცნობილს, რომელზეც იგი დაქორწინდა. ელინი ასევე შესანიშნავი მხატვარი იყო. 1940 წლიდან დე კუნინგის შემოქმედება უფრო და უფრო მეტად უახლოვდება აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს და აღიარებულ იქნა ამ მიმდინარეობის ერთ-ერთ ლიდერადაც კი.
1948 წელს, ნიუ-იორკის ჩარლზ ეგანის გალერეაში შედგა დე კუნინგის პირველი პერსონალური შოუ, რომელიც მოიცავდა სამღებრო სამუშაოებისთვის განკუთვნილ საღებავებში შესრულებულ მის შავ-თეთრ კომპოზიციებს. იგი ასწავლიდა შავი მთის კოლეჯში, ჩრდილოეთ კაროლინაში, 1948 წელს და იელის სამხატვრო სკოლაში 1950–51 წლებში.
მოწიფული ნამუშევრები
რედაქტირებამოსაზრება, რომ ბუნება ქაოსურია და მხატვარს წესრიგში მოჰყავს ის, ჩემი აზრით, აბსურდულია. ერთადერთი რაც ჩვენ გვევალება, ჩვენს თავში წესრიგის დამყარებაა. უილიამ დე კუნინგი
1949 წელს უკიდურესი გაჭირვების გამო მხატვარი ვეღარ ახერხებდა სამხატვრო პიგმენტების შეძენას და იძულებული გახდა სამღებრო სამუშაოებისთვის განკუთვნილი საღებავებით შეესრულებინა აბსტრაქციის დიდი სერიული ნამუშევრები. ამ სერიას მიეკუთვნება „აგვისტოს ნათელი“ (1946) და „შავი პარასკევი“ (1948). ეს ნამუშევრები ძირითადად გადაწყვეტილია შავ ტონებში და ალაგ-ალაგ დაკრავს თეთრი ელემენტები,მაშინ როცა "Zurich" და „საფოსტო ყუთი“ (1947/48) არის პირიქით თეთრი შავით. შემდგომ მის ნამუშევრებში როგორიცაა "Ashville" (1948–49), "Affic" (1949) და „ექსკავაცია“ (1950 ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი), იგი თითქოს სხვა კუთხით წარმოგვიდგენს ფერს, ნამუშევრებში იგრძნობა ყველა იმ პრობლემის მტკიცე გადაწყვეტა, რომლებსაც იგი ებრძოდა მრავალი წლის განმავლობაში.
დე კუნინგი რეგულარულად ხატავდა ქალის ფიგურებს 1940-1950 წლებში. 1950 წელს მან გადაწყვიტა ქალის ფიგურის საფუძვლიანად შესწავლა. იმავე წლის ზაფხულში მან დაიწყო „ქალი I“-ის ხატვა, რომელმაც უამრავი სახეცვლილება განიცადა, სანამ დასრულებულ სახეს მიიღებდა 1952 წელს.
ამ პერიოდის განმავლობაში ის პარალელურად ქალის სხვა ფიგურებზეც მუშაობდა. ეს ნამუშევრები გამოფენილიც იქნა სიდნეი ჯენესის გალერეაში 1953 წელს. ამ გამოფენამ დიდ სენსაცია გამოიწვია, ნაწილობრივ იმიტომ რომ სხვა აბსტრაქციონისტების აბსტრაქტული ნამუშევრებისგან განსხვავებით კუნინგის ნამუშევრები ფიგურატიული იყო, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ნამუშევრების მყვირალა სახეებმა. აგრესიული ფუნჯის მონასმები და სტრატეგიულად განლაგებული ფერი, კიდევ უფრო თვალშისაცემი გადამწიფებული მკერდი, ფართო თვალები და ვიწრო კიდურები ზუსტად შეესაბამება თანამედროვე მამაკაცის სექსუალურ წარმოდგენებს ქალთან დაკავშირებით. ზოგიერი მისი ნამუშევარი მოგვაგონებს ადრეულ მესოპოტამიას, აქადის ნამუშევრებს – ფართო თვალებით და კვადრატულად გამოქანდაკებული ტანით.
უილიამ დე კუნინგის ქალების თემაზე შექმნილ ნამუშევრებში აშკარად იგრძნობა წინასწარ განზრახული ვულგარულობა, რაც უპირისპირდება ფრანგი მხატვრის ჯინ დუბუფეტის იგივე თემაზე შექმნილ სერიულ ნამუშევრებს, სადაც მათ უფრო ღვთაებრივი სახეები აქვთ, რომლებიც მიწის ფერებით არის გამოხატული და ძირითადად ნაკლებად პროვოკაციულად აღიქმება.
გვიანი 1950-დან ადრეულ 1960-იან წლებში დე კუნინგი გადადის ახალ, თითქმის მთლად სუფთა აბსტრაქციონიზმის ფაზაში, რომელიც ამჟამად პეიზაჟთან უფრო ახლოსაა ვიდრე ადამიანის ფიგურასთან. ეს ნამუშევრები, რომელთა შორისაა „დაშვება ბოლტონში“ (1957), „კარი მდინარისკენ“ (1960) გამოირჩევა ფართო ფუნჯის მონასმითა და კალიგრაფიული ტენდენციით მისივე თანამედროვე ფრანს კლინსის მსგავსად.1963 წელს დე კუნინგი სამუდამოდ გადადის ისტ ჰამპტონში, ლონგ აილენდში და უბრუნდება ქალების თემას, სადაც ამჯერად ფიგურირებს პეიზაჟიც. ამ პერიოდის ნამუშევრებს მიეკუთვნება „ქალი“, "Sag Harbon" და „მოლუსკების შემგროვებლები"("Clam Diggers"). ბოლო წლებში იგი ასევე დაინტერესდა ქანდაკებით. მისი რამდენიმე ნამუშევარი შემდგომში ბრინჯაოში ჩამოისხა. 1964 წლის 14 სექტემბერს დე კუნინგი დასაჩუქრდა პრეზიდენტის თავისუფლების მედლით პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. 1966 წელს კი მან მიიღო ეროვნული ხელოვნების მედალი.
მოგვიანებით დე კუნინგს დაუსვეს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი. 1989 წლის 1 თებერვალს, მისი მეუღლის ელაინის სიკვდილის შემდეგ, მის ქალიშვილ ლიზას და ადვოკატ ჯონ ისტმენს მიენიჭათ გრანტი დე კუნინგის მეურვეობისთვის. 1989 წელს მისი შემოქმედების წინსვლასთან ერთად იზრდებოდა დაინტერესება მისი შემოქმედების შუა პერიოდის ნამუშევრებისადმი. Sotheby-ის აუქციონზე მისი 1944 წლის ტილო „ვარდისფერი ქალბატონი“ გაიყიდა 3.6 მილიონ დოლარად 1987 წელს და ხოლო 1989 წელს მას 20.6 მილიონი დილარი მოუტანა 1955 წლის ტილომ „გაცვლა“.
არსებობს მრავალი განსხვავებული მოსაზრება დე კუნინგის 80-იანი წლების ნამუშევრების შესახებ, რომლებიც სისუფთავით, თავისუფლებითა და გრაფიკულობით გამოირჩევა. ზოგიერთი ამბობს, რომ მისი უკანასკნელი ნამუშევრები წარმოგვიდგენს კომპოზიციის კომპლექსურობისა და ფერთა დაპირისპირების ახალ მიმართულებას და ეს გახდა საფუძველი იმ მიმართულებისა, რომელსაც დღესდღეისობითაც მისდევს მთელი რიგი მხატვრებისა. ზოგიერთები სპეკულირებენ, რომ მისი ფსიკიური მდგომარეობისა და წარსული ალკოჰოლოზმის გამო მას მოხუცებულობის წლებში ძალა აღარ შესწევდა ისეთი ოსტატობით ემუშავა, როგორც ადრეულ წლებში. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მისი ბოლო ნამუშევრები დაუსრულებელი სახით იქნა წარდგენილი მაყურებლის წინაშე. ბოლო წლებში მისი ასეთი უკუსვლა შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადებასაც მიეწეროს, რადგან როგორც ცნობილია ამ დაავადების მთავარი დამახასიათებელი თვისებაა აზროვნებისა და პიროვნული თვისებების დეგრადაცია, აქედან გამომდინარე ალბათ ის უფრო გასაკვირი იქნებოდა დე კუნინგს მოხუცებულობის წლებშიც ისეთივე ინტენსივობითა და წარმატებით რომ ემუშავა, როგორც ადრეულ წლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Edwin Denby, Willem de Kooning, New York, 1988
- Marla Prather, David Sylvester et Richard Shiff, Willem de Kooning:Paintings, National Gallery of Art, Washington, 1994, 231 p.
- Florence de Mèredieu, « Willem de Kooning entre pesanteur et fluidité, le mouvement de la matière », in Hôtel des Amériques, essai sur l'art américain, Paris, Blusson, 1996
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Links to reproductions დაარქივებული 2016-09-24 საიტზე Wayback Machine.
- Willem de Kooning დაარქივებული 2021-02-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Swan A., Stevens M. de Kooning: An American Master — NYC: Alfred A. Knopf, 2004. — P. 4. — 731 p. — ISBN 978-1-4000-4175-6
- ↑ 3.0 3.1 Willem de Kooning
- ↑ 4.0 4.1 Willem de Kooning — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ Kunstindeks Danmark
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 Encyclopædia Britannica
- ↑ 7.0 7.1 SNAC — 2010.
- ↑ Biografisch Portaal — 2009.
- ↑ 9.0 9.1 Discogs — 2000.
- ↑ Academy of Arts, Berlin — 1696.
- ↑ 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 12.0 12.1 Delarge J. Le Delarge — Paris: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
- ↑ 13.0 13.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 14.0 14.1 GeneaStar
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 16.0 16.1 https://www.dekooning.org/the-artist/biography
- ↑ 17.0 17.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 18.0 18.1 Munzinger Personen
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 https://data.bnf.fr/en/11898895/willem_de_kooning/
- ↑ Cotter H. Unfurling a Life of Creative Exuberance // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2011. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X