ვილა-ფრანკა
ვილა-ფრანკა — ლიმონის ჯიში, სუბტროპიკული მარადმწვანე ხეა. ტოტებზე აქა-იქ პატარა და მსხვილი ეკლები აქვს. ფოთოლი საშუალო ზომისაა, წვერწაწვეტებული. ადრემსხმოიარეა, ხშირად დარგვის მეორე წელს იძლევა უხვ მოსავალს. ნაყოფი მოგრძო-ოვალურია, კანი საშუალო სისქისა (0,5 სმ-მდე), მკვრივი; ხორცოვანი ნაწილი ღია ფერისაა, ნაზი, უხვწვნიანი, არომატული; აქვს 20-მდე თესლი დიდხანს ინახება.
საქართველოს სუბტროპიკული კლიმატის პირობებში კარგად ხარობს. მნიშვნელოვანი სამრეწველო ჯიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგბერიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 409.