ვიკის უყვარს დედამიწა

ვიკის უყვარს დედამიწა, შემოკლებით ვუდ (ინგლ. Wiki Loves Earth, WLE) — ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსი, რომელსაც ორგანიზებას ვიკიპედიის საზოგადოების წევრები ადგილობრივი ვიკიპედიელების დახმარებით უწევენ. კონკურსში მონაწილეები ფოტოებს უღებენ ბუნებრივ ძეგლებსა და ლანდშაფტებს მონაწილე ქვეყნებში და მათ ვიკისაწყობში ტვირთავენ. ღონისძიების მიზანია, შეიქმნას დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოსაცავი, ამისათვის „ვიკის უყვარს დედამიწა“ ახალისებს ფოტოგრაფებს, რომ გადაიღონ მონაწილე ქვეყნის ასეთი მხარეები და განათავსონ ისინი თავისუფალი ლიცენზიით და რომელთა გამოყენება ყველას და ყველგან შეეძლება.[3][4]

ვიკის უყვარს დედამიწა
ინგლ. Wiki Loves Earth

ვიკის უყვარს დედამიწის ოფიციალური ლოგო

2018 წლის მონაწილე ქვეყნების ამსახველი რუკა
დაიწყო 1 მაისი[1]
დასრულდა 31 მაისი[2]
ლოკაცია მსოფლიო
აქტიურობის წლები 5
ინაუგურაცია 2013 წელი
უახლესი 2018 წელი
მონაწილეები ფოტოგრაფები
ორგანიზატორი/ები ვიკიპედიელები
საიტი wikilovesearth.org

პირველი ვუდ-ი, როგორც საპილოტე პროექტი, 2013 წელს უკრაინაში ჩატარდა. პროექტის მოთავე იყო ეთნოგრაფი ივან ბუკეტი.[5][6] შემდეგ წელს პროექტი საერთაშორისო გახდა და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.[7] 2014 წელს კონკურსი ევროპის მიღმა გავრცელდა და 16 ქვეყანაში ჩატარდა.[8] მომდევნო 2015 წელს ვიკის უყვარს დედამიწის ფარგლებში 26 ქვეყნიდან 8 500-ზე მეტმა მონაწილებ 100 000-ზე მეტი ფოტო ატვირთა.[9]

„ვიკის უყვარს დედამიწა 2016-ის“ განმავლობაში 26 ქვეყნიდან 7 000-ზე მეტმა მონაწილემ 75 000-ზე მეტი საკუთარი ფოტო წარადგინა.[10]

ვუდ საქართველოში

რედაქტირება
 
საქართველოს „ვიკის უყვარს დედამიწა 2017-ის“ გამარჯვებული ფოტო.

საქართველო ვიკის უყვარს დედამიწას 2017 წელს შეუერთდა. კონკურსის ფარგლებში 24-მა მონაწილემ ჯამში 861 ფოტო ატვირთა. საქართველოს „ვიკის უყვარს დედამიწა 2017-ის“ საპრიზო ფონდი 900 იყო. საქართველოში ჩატარებული ვუდ-ის პირველი გამარჯვებული გახდა ფოტო, რომელზეც ასახულია მამრი შვლის ნუკრი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.





საერთაშორისო ვუდ-ის გამარჯვებულები

რედაქტირება
ფოტო წელი ფოტოგრაფი ქვეყანა აღწერა
  2013 კატია კრასნიცკაია   უკრაინა მზის ჩასვლა აი-პეტრი იალას დაცულ ტერიტორიაზე
  2014 ბალხოვიტინი   უკრაინა კარპატიანის ეროვნული პარკის ხედი
  2015 ზაემ სიდიქი   პაკისტანი კურორტი შანგრილა
  2016 ქედომირ ჟარკოვიჩი   სერბეთი სტოპიჩას გამოქვაბული
  2017 სერგეი პესტერევი   რუსეთი ოგოის კუნძული

საქართველოს ვუდ-ის გამარჯვებულები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაწყების ყველაზე გავრცელებული თარიღი
  2. დასრულების ყველაზე გავრცელებული თარიღი
  3. „Wiki Loves Earth Competition to Showcase Natural Scenes of Morocco“. Morocco World News. 25 April 2015. ციტირების თარიღი: 15 May 2015.
  4. „Wiki Loves Earth 2015, concours international de photographie, de retour pour une deuxième édition en Algérie“. Huff Post Maghreb. 22 April 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 15 May 2015.
  5. Стартував фотоконкурс «Вікі любить Землю». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-25. ციტირების თარიღი: 2018-02-21.
  6. Семенюк Віктор. В авангарді Європи // Culture and life. – 2015. – 1-9 січня. - №1-2 (4624-4625). – С. 4.
  7. Guinness World Records, Largest photography competition, 2012.
  8. „Wikipedia's second international photo contest "Wiki Loves Earth" to start on May 1“. Kyiv Post. 28 April 2014. ციტირების თარიღი: 15 May 2015.
  9. SAQIB, QAYYUM (4 June 2015). „Wiki Loves Earth: Top 10 pictures from Pakistan“. Dawn. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
  10. „Wiki Loves Earth shortlists top 10 photos in Pakistan round“. DAWN.COM (ინგლისური). 9 June 2016. ციტირების თარიღი: 21 March 2017.