ვიკიპედია განხილვა:ყავახანა/2010/4
--Nugo92 14:39, 30 აგვისტო 2008 (UTC)
ყავახანას არქივირება სჭირდება, უამრავი მოძველებული თემაა და ძალიან დაიქსაქსა გვერდი. ყოველი თემა ახალ "არქივში" უნდა გადავიდეს და მთავარ გვერდზე მხოლოდ ბოლო რამდენიმე განხილვა დარჩეს, ინგლისური village:pump-ის მსგავსად. Alsandro 19:44, 11 მაისი 2006 (UTC)
ალბათ ქართული ვიკიპედიის ავტორებს სჭირდებათ ქართული ტექსტების სკანირებული სახის გამოცნობა/დიგიტალიზება (OCR). ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება ამისათვის "F_i_n_e_R_e_a_d_e_r_7"-ს გამოყენებაში.
თუ ვისმეს ეს გამოცდილება გაინტერესებთ -- დაწერეთ აქ...
- მე მაინტერესებს თუ როგორ ახერხებთ ამას, Fine OCR-ს როგორც ვიცი ქართულის მხარდაჭერა არ აქვს, ჩემთვის ერთადერტი გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ქართული OCR პროგრამა "ქორის თვალი" (თუ რაღაც ამფერი). თუ დამეხმარებით კარგი იქნება.
- GioMac 18:50, 18 დეკემბერი 2005 (GET)
სოფო,
ჩემი აზრით გიორგი ნელ-ნელა გვეთანხმება, მაგრამ მთლინად ჯერ ... კიდევ ერთი თხოვნა მაქვს: იმის შემდეგ როდესაც გიორგი დაგვეთანხმება. მაგ. გიობელსი, იოზეფ - არის შეცდომით. გადამისამართებას გებელსზე - ნუ გავაკეთებთ, არამედ არასწორი სათაურით სტატია საერთოდ წაიშალოს. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ Island ასე აკეთებს უმეტეს შემთხვევაში.
კიდევ ერთი რამ უნდა გითხრათ. იგივე პრობლემაა იაპონურ გვარებზე. იაპონური გვარები მქონდა დაწერილი (აღარ მახსოვს გვარები), ხოლო Island-მა გადააკეთა. ამის შემდეგ ავთანდილმა ”უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი” (გამოცემული საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ)- მიხედვით ამოკრიფა გვარები და გააკეთა სტატია "ცნობილი იაპონელები". "ცნობილი გერმანელები" - ამ ლექსიკონის მიხედვით არ არის გაკეთებული. ეს სადღაც ვებ.გვერდზე ნახა.
აქაც როდესაც გადაკეთდება არასწორად დაწერილი საერთოდ უნდა წაიშალოს გადამისამართების გარეშე.
იმედია ამაზე შევთახმდებით. ჩემი სურვილია ქართულ ვიკიპედიაში არასწორი სათაურებით სტატიები სარჩევში საერთოდ არ იყოს.
ახლა რაც შეეხება შრიფტს - მეც თქვენსავით ვმუშაობ. უბრალოდ ხანდახან ინტერნეტში იგივე ყავახანაში ყოფნისას გინდა იქვე პასუხის გაცემა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ. ორი კლავიატურის სწავლებაა საჭირო. მე შენს მიერ დასახელებული პროგრამის გარდა მაქვს სხვა - მეგობარმა თბილისიდან გამომიგზავნა, რომელსაც არ უნდა გადაყვანა ე. ი. პირდაპირ Unicode-ში ვწერ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა პრობლემა აქვს.
პატივისცემით
Zangala 17:04, 5 ოქტომბერი 2005 (UTC)
mivesalmebi tqvens camovkebas da chems mosazrebebs kviras gamit gagacnobt. ise chemo dzvirpasebo kvelaferi kargia, magram...а где кофе? pativiscemit Bachana
თუ შეიძლება, ყავახანის "განხილვის გვერდს" ნუ გამოიყენებთ კომენტარებისათვის. განათავსეთ ტექსტი უშუალოდ ყავახანის გვერდზე, სექციის რედაქტირების მეშვეობით. გმადლობთ. Sopho 18:41, 5 ოქტომბერი 2005 (UTC)
Dear Sopho! shenishvna migebulia. es diletantizmis shedegi gakhldat chemis mkhridan. Bachana
--Nugo92 14:39, 30 აგვისტო 2008 (UTC)
რატომ შეიცვალა ყავახანის სიმბოლო ? --გიორგი, 18:52, 12 თებერვალი 2009 (UTC)