ვიკიპედია განხილვა:ვიკის უყვარს ძეგლები 2016

ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL თემაში რედაქტირებების ომი

Wikimedia Community User Group Georgia და არა „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი“. ეს უკანასკნელი ბუნებაში არ არსებობს. კიდევ ერთი, ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში უკვე გაიმართა საკმაო კამათი ამ კონკურსთან მიმართებაში, თუმცა ვთვლი, რომ ამ საკითხმა უშუალოდ აქ, ვიკიპედიაში უნდა გადმოინაცვლოს. პროექტი უნდა ჩატარდეს Wikimedia Community User Group Georgia-ს ეგიდითა და ორგანიზებით და არა მისი რომელიმე წევრების თაოსნობით, როგორც ამ გვერდზეა ასახული. მსგავსი მასშტაბის პროექტები აუცილებლად ტარდება კონკრეტული „იუზერ გრუპისა“ თუ „ვიკიმედიის“ ორგანიზებით და არა პიროვნებების, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. პროტესტის ნიშნად ამოვშალე ჩემი გვარ-სახელიც. საერთოდაც, ვინ მოგცათ უფლება საჯარო გვერდზე გამოგეყენებინათ ჩემი რეალური გვარი და სახელი? არ უნდა მკითხოთ? სხვების არ ვიცი, შესაძლოა შეუთანხმდით. ეს ვიკიმედიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის უხეშზე უხეში დარღვევაა. — Mikheil მიწერა 00:00, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

თუ საქმე თავის წარმოჩენას ეხება, საბოლოო ჯამში, არავის წვლილი არ იკარგება, წლიურ რეპორტში აისახება „იუზერ გრუპის“ რომელი კონკრეტული მომხმარებლის მიერ იყო კონკურსი ორგანიზებული, მაგრამ ეს არ უნდა ეწეროს აქ, ამ გვერდზე. — Mikheil მიწერა 00:11, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
  • პირველი, ამ ჯგუფის გვერდი შექმნილია მეტას საიტზე და იქ გარკვევით წერია მისი ქართული თარგმანი მიხეილ(!), მეორე, ეს პროექტი უნიკალურია და მე არ ვიცი რომელ პროექტებს ადრი შენ, გარდა იმ არგუმენტებისა რაც ფბ-ის გვერდზე დაიწერა მე გასაუბრებისას აქ ასევე ამიხსნენ რომ საჭიროა გამჭვირვალობა და ინდივიდებიც მაგიტომ არის საჭირო რომ ყველა ხედავდეს ვინ დგას კონკრეტულად ამის უკან. მესამე, როგორც ორგანიზატორების სიაში მყოფს თვალი რომ გედევნებინა ჯგუფში მიმავალი განხილვებისთვის ნახავდი ბექას კითხვას იმ თემაზე რეალური სახელები დაგვეწერა თუ რეგისტრაციის სახელები შენი პოზიცია მაშინ გამოგეთქვა, ახლა კი ნურავის ადანაშაულებ.--g. balaxaZe 00:13, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
    • ასევე, მე კომპრომისზე წავედი და შევცვალე ტექსტი, სადაც ნახსენებია რომ წევრების ორგანიზებითაა და რომელი წევრებია უკვე ქვემოთ ჩანს. თქვენ ერთადერთი ჭეშმარიტების წარმომაგენლად მიგაჩნიათ თავი და კომპრომისზეც არ მოდიხართ, ამიც ნაცვლად შეთქმულებებს აწყობთ აქ.--g. balaxaZe 00:17, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
მოკლედ, საბოლოოდ გაგვაგებინე, ამ გვერდის ასე დარჩენა გსურს? თუ არა, მაშინ დაარედაქტირე, რა ფორმულირებითაც გინდა რომ იყოს და მერე გავაგრძელოთ.
რა შეთქმულება, რის შეთქმულება? მგონი შენ ამჟღავნებ ახლა კონსპირაციონიზმით შეპყრობილობას :) სად იკითხა? პირადად ჩემთვის არავის მოუმართავს და სადმე კომენტარში თუ დაწერა, არ მაქვს თვალყურის დევნების ვალდებულება, მით უმეტეს, ვიკიპედიის გარეთ. პროექტი უნდა ჩატარდეს Wikimedia Community User Group Georgia-ს და არა მისი წევრების ეგიდით და ეს მკაფიოდ, თავშივე უნდა დაფიქსირდეს, თუ როგორ, ახლა ჩავასწორებ. საორგანიზაციო კომიტეტში კი ვისაც სურს, ის შევიდეს და შესაბამისი ჩანაწერიც გაკეთდეს. დამშვიდდი, დაწყნარდი. — Mikheil მიწერა 00:29, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ჯერ აქ შეჯერდი და მერე მიმართე თვითნებურ შესწორებებს, გვერდზე რომელზეც პირვედ ედიტს აკეთებ. მონუმენტებზე აიკლეს აქაურობა და ინგლისური ნაჩხაპნები მისაღებია? ვაბრუნებ განუხილველ და უკონსესუსო შესწორებებს!--g. balaxaZe 00:41, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
თუ ასე პრინციპული იყო დრევანდელ დღემდე ვერ ამჩვენდით ამ საკითხს? თუ მარტო დღეს გადაიკითხეთ გვერდი? მარტო ამაში ხედავთ თქვენ როლს ამ პროექტში წვლილის შეტანაში? --g. balaxaZe 00:44, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
განმარტება შენ თქვი რომ გავაგრძელებთ [განხილვასო] და არა შეთქმულებას მოვაწყობ და ჩვენს სახელებს დავხსნითო სიიდან! რა მასე არ ქენი? ზურგს უკან არ მოილაპარკეთ შენ და დათომ? მე მარტო ფაქტი ვნახე როგორ მოხსენით თქვენი სახელები!--g. balaxaZe 00:46, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
სიიდან მოხსნაში ორწუთიანი ინტერვალი ნამდვილი „დამთხვევაა“ აბა კი.--g. balaxaZe 00:51, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ნუ ხარ შეთქმულების მანიით შეპყრობილი, დაწყნარდი და ყოველგვარი ბავშვური ეჭვებისა და გაცხარების გარეშე მიუდექი საკითხს. რას ეძახი ინგლისურ ნაჩხაპნს? „ვიკიმედია საქართველოს მომხმარებელთა ჯგუფი“ — თარგმანი არასწორია და არც არსებობს! ქართულად არ ჰქვია ამ ჯგუფს სახელი. შეეშვი ბრალდებებს, რას ჰქვია ამაში ვხედავთ ჩვენს წვლილს? ვიკიპედიის არსს გაეცანი, მეგობარო, ვალდებულება აქ არ არსებობს, არსებობენ მხოლოდ მოხალისეები. იგივე „ბრალდება“ შემიძლია წაგიყენო — სად იყავი, როდესაც ხალხი აქ დღეში ათობით სტატიას ქმნის? ქომონსზე მუშაობდი, ხო? — ეს შენი მიმართულებაა, იქ იპოვე თავი, ვიღაცამ სტატიების წერაში, ვიღაცამ პროექტებში და ასე კეთდება საქმე ერთობლივად. აღნიშნული „იუზერ გრუპის“ უკლებლივ ყველა წევრი ყველა პროექტში ვერ იქნება ჩართული და ეს გაითავისე; ვიღაც ტრენინგების მიმართულებით მუშაობს, ვიღაც ახალი კავშირების დამყარების, ვიღაც ახალი მოხალისეების მოზიდვის, შენ ამ პროექტმა დაგაინტერესა, ნუთუ ასე რთულია? ქართული ვიკიპედიის ირგვლივ შექმნილია Wikimedia Community User Group Georgia და მისი წევრი შენც ხარ. ეს კონკურსი მისი გვერდის ავლით ვერ ჩატარდება, ეს რა ახირება და რა ბავშვობაა? შენ უნდა მოერგო საერთო საქმეს და ჯგუფს და არა შენზე მოირგო. თუ არ მოგწონს, დატოვე ჯგუფი. მაგრამ მანამდე ამიხსენი, რა არ მოგეწონა ჩემს ჩასწორებულში? ახლა მეტყვი, თავის წარმოჩენა არ მსურსო, მაგრამ შენი წინა კომენტარი და ცვლილების გაუქმება საწინააღმდეგოს მეტყველებს. ფაქტი ერთია — შენ არ გსურს ეს პროექტი მიაწერო იუზერ გრუპს, რადგან მიგაჩნია (და გარკვეულწილად ასეცაა), რომ მხოლოდ შენ იშრომე და პროექტიც საკუთრივ შენი უნდა იყოს. ასე შორს ვერ წავალთ. ვიკიპედია ხომ სწორედ პირადი ამბიციების მინიმალურად დაკმაყოფილების პრინციპზეა შექმნილი, როცა სტატიის რეალური ავტორის ვინაობას ვერ იგებს ვერავინ, მას ყველა ერთობლივად ქმნის! მსგავსი პრინციპით მუშაობს „იუზერ გრუპიც“ და მოგიწევს, დაემორჩილო მის წესებს. — Mikheil მიწერა 01:04, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
შეეშვი უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ შენც წააგებ და თვითონ ქართული ვიკიპედიის პროექტიც, რადგან ამით ერთ რიგით წევრს აიმხედრებთ! დამიწერე შავი თეთრზე სად ამოიკითხე რომ ეს ჩემი პროექტია (და მე ამას ვწერ)? სად? ვითხოვ განმარტებას მანამდე კი შენს არცერთ კომენტარზე არ გავცემ პასუხს, ხოლო თუ ვერ დამიწერ ყველა სხვა შენი მსჯელობაც ამ „ჩემი ამბიციურობისავით“ მცდარი იქნება და მეტი არაფერი, რადგან ჩანს აზრთაჩამოყალიბების სტილი.--g. balaxaZe 01:11, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
იმაში არაფერია არაა პიროვნული თუ მარტო იმ ხალხის წარმოჩენა მსურს ვინც მართლა ქმნის პროექტს და ამისთვის შრომობს! ისევ კითხვა: ასეთი პრინციპული თუ იყო მარტო დღეს რატომ დაინახე?--g. balaxaZe 01:14, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
თარგმანი არაა სწორი? იმ ჯგუფისთვის თავს აკლავთ აგერ აქ და ამდენი ხანი თარგმანი რომ არასწორია ეგ ვერ ნახეთ? ან რა ქართული ვიკიპედიის ჯგუფია თუ სახელი არ აქვს ქართულად?--g. balaxaZe 01:15, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ასევე, ნუ ეცდები ჩემს დაბოლებას, პირველი დღე არ ვარ აქ და ძალიან კარგად ვიცი შენს გარეშეც იმ ჯგუფიდან ვინ რას აკეთებს. საკუთარ თავს დააჯერე სასურველი ვითომ რეალობაა და ახლა სხვებიც გინდა დააჯერო ტყუილში? სახელის გარდა ისიც ვერ გაგირკვევით ვინაა წევრი მაგ ჯგუფში და ის ხელმოწერები წევრობას ნიშნავს თუ არა. აქ კი მითიურ ჯგუფზე კომპრომისზეც არ მოდიხართ, როგორც აქამდე ასე შორს ვერასდროს წახვალთ--g. balaxaZe 07:31, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ფიცი მწამს, ბოლო მაკვრვებსო, აი, რა მცირე შესწორებას ვითხოვ და რას მოაყოლე ამხელა ამბავი. აქვე გირჩევ, ლექსიკა შეარჩიო, ბრალდებებს შეეშვა, თორემ სათანადო, ვიკიპედიის წესებით განსაზღვრულ პასუხს მიიღებ. — Mikheil მიწერა 09:42, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
მიხეილ, თუ არ გკითხე და ისე გამოვაქვეყნე შენი სახელი და გვარი, საჯაროდ გიხდი ბოდიშს. არ დავაკვირდი ალბათ...-- ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 17:13, 18 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
ჩემი პოზიცია ცხადზე უცხადესია, ეს განხილვა ჯგუფში მე წამოვიწყე და აზრს არ ვიცვლი. პროექტი უნდა ჩატარდეს მომხმარებელთა ჯგუფის ეგიდით. პრაქტიკულად გიორგიმ ეს ცვლილება შეიტანა, მხოლოდ სათაურია შესაცვლელი ოფიციალურით. --ჯაბა 1977 18:33, 19 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
მეც რა თქმა უნდა ისევ მაგ აზრზე ვარ--დათო1010 18:43, 19 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
Wikimedia Community User Group Georgia-ს მიერ პროექტისთვის საჭირო, გრანტი მოპოვებულია. პროექტზე გამოიკვეთა ჯგუფის ერთიანი მუშაობა, სადაც ყველას წვლილი თანამარია. შესაბამისად, პროექტის ყოველგვარი პერსონიფიცირება დაუშვებელი და უხერხულია. ვშლი ყოველგვარ კომიტეტს — პროექტის ავტორია Wikimedia Community User Group Georgia, ჩვენ, ყველანი ერთად. — Mikheil მიწერა 08:18, 8 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ ამ მოსაზრებას დაგვიანებით ვნახულობ, დასაფასებელია გრანტის მოპოვება, თუმცა შესაძლებლობის არსებობისას ნებისმიერი ვიკიპედიელი ამას ეცდებოდა თავისი ვიკიპედიისთვის. პროექტს რაც ეხება ამ პროექტში დამკვიდრებული პრქატიკაა ამ სახელების მიწერა. ჩემთვის სიის გავრცობაც არ წარმოადგენს პრობლემას... ასევე სახელების მონიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის გაჩენისას მომხმარებელი მარტივად შეძლებ აქტორებზე ორიენტაციას და ჯგუფში ქექვა არ მოუწევს.--g. balaxaZe 21:48, 29 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

რედაქტირებების ომი რედაქტირება

@Giorgi Balakhadze: გთხოვთ, რომ რედაქტირებების ომის შეწყვიტოთ. ეს მთლიანად პროექტს აყენებს ზიანს. გთხოვთ, ჯერ განიხილეთ დასმული საკითხი, ხოლო როდესაც შედგება კონსენსუსი შემდეგ თამამად შეგიძლიათ განახორციელოთ რედაქტირება. ასე არ ივარგებს დაუსრულებელი რედაქტირებების ომი. - OTOGI Messages 11:18, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@Otogi: საკითხი მოგვარებულია, სუბიექტურად ნუ მთაგავთ. კონფლიქტის მედიატორობისას ორივე მხარეს უნდა უხმობდეთ. თუმცა ვიმეორებ, სიკითხი მოგვარდა ამ სივრცის გარეთ.--g. balaxaZe 11:21, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

@Giorgi Balakhadze: მე რომ დავწერე „გთხოვთ შეწყვიტოთ“ ეს ნიშნავს, იმას რომ ყველას ვთხოვ ამას. ა, ბატონო @MIKHEIL: მიშასაც მოვნიშნავ. რედაქტირებების ომში შეიძლება რამდენიმე ადამიანიც იყოს ჩართული. როგორც ჩანს, მოგვარებული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში რედაქტირებების ომს არ ექნებოდა ადგილი. რადგან რედაქტირებების ომია ესე იგი საკითხი ბოლომდე მოგვარებული არ არის. მე უბრალოდ მინდოდა შემეხსენებინა, რომ რედაქტირებების ომს კარგი საქმე არ მოაქვს. - OTOGI Messages 11:34, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი

საკითხი ამოწურულია, კომპრომისი — მიღწეული. — Mikheil მიწერა 11:36, 30 სექტემბერი 2016 (UTC)პასუხი
პროექტის გვერდ „ვიკის უყვარს ძეგლები 2016“-ზე დაბრუნება.