ვიკიპედია განხილვა:გვერდების სახელები

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში მეფეთა სახელებში დინასტიის მითითება

მეფეები

რედაქტირება

"მეფეებს ფრჩხილებში ვუთითებთ ქვეყანას, მაგ. ლუი XIV (საფრანგეთი), მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს სახელი მრავალმნიშვნელოვანი" — ეს საჭიროა? მე პირადად ზედმეტი მეჩვენება, თუ მრავალმნიშვნელოვანი არ არის, მაგალითად, ვიტორიო ემანუელე I (სარდინია). - Island 05:18, 29 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა. თუ მრავალმნიშვნელოვანი არ არის, ფრჩხილების გამოყენების საჭიროება აღარ დგას. ასე რომ ეს წინადადება ამოსაღებია. – BruTe () 10:47, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
გეთანხმებით, ოღონდ ამოსაღები კი არაა, გადასაკეთებელია: იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე სახელით სხვადასხვა მეფეა ცნობილი, მეფეებს ფრჩხილებში ვუთითებთ ქვეყანას, მაგ. ლუი XIV (საფრანგეთი). Deu. 13:02, 26 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
გმადლობთ გამოხმაურებებისთვის. კიდევ რამდენიმე დღე მოვიცდი და თუ არავინ იქნება წინააღმდეგი, წინადადებას გადავაკეთებ. მერე მეფეების სტატიებსაც მივხედავ. - Island (გ) 04:22, 27 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
  გაკეთდა - Island (გ) 14:22, 3 ოქტომბერი 2012 (UTC)პასუხი

მეფეთა სახელებში დინასტიის მითითება

რედაქტირება

ეს გვერდი რომ შეიქმნა ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება ამ გვერდს ფაქტობრივად არც განუცდია. დიდი დრო გავიდა, ვიკიპედია დაიხვეწა, ბევრი რამ შეიცვალა, დაზუსტდა. ხომ არ აჯობებს საკუთარი სახელების სექციის მესამე პუნქტმა მცირე რედაქტირება განიცადოს ამ განხილვის საფუძველზე (დინასტიის სახელწოდების სათაურში გამოყენებას ვგულისხმობ)? --JABA 1977 16:44, 6 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

გადაწყვეტილება მაგ განხილვაზე ჯერ მიღებული არაა. Deu. 17:40, 6 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

მერე გადავწყვიტოთ. გვიშლის ვინმე? --JABA 1977 18:13, 6 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

პროექტის გვერდ „გვერდების სახელები“-ზე დაბრუნება.