ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/ჯეინ ოსტინი

სტატია „ჯეინ ოსტინი“
ამჟამად აქტიურად მუშავდება პროექტ თიბისი ლიტერატურისთვის ფარგლებში.
პროექტს ერთობლივად ახორციელებს ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი, თიბისი ბანკი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“.
სტატიას „ჯეინ ოსტინი“ ამჟამად არედაქტირებს პროექტის მოხალისე natoalhaz (განხილვის გვერდი).
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ პროექტის გვერდი.

თარგი:Distinguish თარგი:Pp-move-indef თარგი:Good article თარგი:EngvarB თარგი:Use dmy dates თარგი:Infobox writer ჯეინ ოსტინი (/ˈɒstɪn, ˈɔːs-/; 16 დეკემბერი 1775 – 18 ივლისი 1817) იყო ინგლისელი რომანისტი, რომელსაც ექვსმა ძირითადმა რომანმა მოუხვეჭა სახელი. ისინი მე-18 საუკუნის დასასრულის დიდ ბრიტანეთზე მოგვითხრობენ. ოსტინის სიუჟეტები იკვლევს ქალთა სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და ხაზს უსვამს, რომ ქორწინების გარეშე ქალებისათვის რთულია სოციალური მდგომარეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მიღწევა. მისი რომანები განსხვავდება მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელებული „სენტიმენტალური რომანებისაგან“ და მე-19 საუკუნის რეალიზმისაკენ გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს. მისმა მწარე ირონიამ, რეალიზმს, იუმორსა და სოციალურ დაკვირვებასს შეზავებულმა, სახელი გაუთქვა ჯეინ ოსტინს არა მარტო კრიტიკოსებისა და მკვლევარების წრეებში, არამედ ფართო აუდიტორიასთანაც.

რომანების - „გრძნობა და გონება“ 1811), „სიამაყე და წინაგანწყობა“ (1813), „მენსფილდ პარკი“ (1814) და „ემა“ (1816) - გამოქვეყნების შემდეგ, მას მწერლური წარმატება ხვდა წილად. ოსტინმა კიდევ ორი რომანი დაწერა, „ნორთანგერის სააბატო“ და „დარწმუნება“, რომლებიც 1818 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, და დაიწყო მესამე - „სანდიტონი“, თუმცა მისი დასრულება ვეღარ მოასწრო. მას ასევე დატოვა ახალგაზრდობისდროინდელი ჩანაწერების სამი ტომი, მოკლე ეპისტოლარული რომანი „ლედი სიუზანი“, და კიდევ ერთი დაუმთავრენელი რომანი, „უოტსონები“. ოსტინის ექვსი დასრულებული რომანი მუდმივად იბეჭდება, თუმცა, თავის დროზე, ანონიმურად გამოქვეყნდა და ავტორის სიცოცხლეში დიდება და შემოსავალი თითქმის არ მოუტანია.

ჯეინ ოსტინის რომანების ბედი შემოტრიალდა 1833 წელს, როდესაც ისინი რიჩარდ ბენთლის „სტანდარტული რომანის“ სერიაში დაიბეჭდა, ფერდინან პიკერინგის ილუსტრაციებით, და კომპლექტად გაიყიდა. ისინი ნელ-ნელა გაიცნო მკითხველთა ფართო წრემ. 1869 წელს, მისი სიკვდილიდან ორმოცდათორმეტი წლის შემდეგ მისმა ძმისშვილმა გამოაქვეყნდა „ჯეინ ოსტინის მოგონება“ და ამ წიგნით ენთუზიაზმით სავსე საზოგადოებას ჯეინ ოსტინის მწერლური კარიერა და მოვლენებით არცთუ სავსე ცხოვრება გააცნო. ოსტინს ბევრი კრიტიკული ნაშრომი და ანთოლოგია მიეძღვნა. მისი რომანების მიხედვით გადაღებულია არაერთი ფილმი, 1940-იანი წლების „სიამაყე და წინაგანწყობა“-დან დაწყებული, უფრო გვიანდელით დასრულებული: „გრძნობა და გონება“ (1995), „ემა“ (1996), „მენსფილდ პარკი“ (1999), „სიამაყე და წინაგანწყობა“ (2005), „სიყვარული და მეგობრობა“ (2016) და „ემა“ (2020).


ბიოგრაფიული წყაროები

რედაქტირება
 
Last page of letter from Austen to her sister, Cassandra, 11 June 1799

Tრამდენიმე შემორჩენილ წერილსა და მისი ოჯახის წევრების ჩანაწერებს. ცხოვრების განმავლობაში ოსტინი სავარაუოდოდ 3000 წერილს დაწერდა, მაგრამ მხოლოდ 161 შემოგვრჩა. ოსტინმა ბევრი წერილი მისწერა უფროს დას კასანდრას, რომელმაც 1843 წელს დაწვა მათი დიდი ნაწილი და, რაც დაიტოვა, იმ წერილებიდანაც მთელი პასაჟები ამოჭრა. როგორც ჩანს, კასანდრა ასე იმიტომ მოიქცა, რომ ისინი ნათესავებს არ ჩავარდნოდნენ ხელში და რომ „ახალგაზრდა ძმისწულ გოგონებს არ წაეკითხათ ჯეინ ოსტინის ზოგჯერ მწარე და პირდაპირი გამონათქვაები მეზობლებისა და ოჯახის წევრების შესახებ“. კასანდრა დარწმუნებული იყო, რომ ტაქტი მოითხოვდა ეს დეტალები განადგურებულიყო, ჯეინის პირდაპირობის გამო. დოკუმენტაციის ასეთი სიმწირე, ჯეინ ოსტინის თანამედროვე ბიოგრაფებს დიდ საკვლევ მასალას არ უტოვებს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა იმან, რომ ოჯახის სხვა წევრებმაც ამოშალეს და „გაწმინდეს“ ოსტინის ბიოგრაფიის ისედაც ბნელით მოცული დეტალები. ჯეინის ძმის, ადმირალ ფრენსის ოსტინის მემკვიდრეებმა, სხვა წერილებიც გაანადგურეს და მისი ძმის მიერ 1818 წელს დაწერილი „ბიოგრაფიული ჩანაწერებიდან“ დეტალები ამოშალეს. ოჯახური დეტალები ასევე გამოტოვეს ან შეალამაზეს 1869 წელს გამოცემულ „ჯეინ ოსტინის მოგონება“-ში და 1913 წელს გამოცემულ ბიოგრაფიაში „ჯეინ ოსტინი: მისი ცხოვრება და ნაწერები“ (ავტორები უილიამ და რიჩარდ ართურ ოსტინ-ლი). ოჯახისა და ნათესაობის მიერ შექმნილი ლეგენდა ასახავს მათს სურვილს დაეხატათ „კარგი მშვიდი მამიდა ჯეინი“, რომელიც ბედნიერი იყო სახლში და რომლისთვისაც ოჯახი მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა. ოსტინის მკვლევარი, იან ფერგუსი თვლის, რომ თანამედროვე ბიოგრაფიები შეიცავს წერილებიდა და ოჯახის ბიოგრაფიული მასალიდან ამოკრებილ დეტალებს, მაგრამ აფრთხილებს მეცნიერებს, რომ ახლა მთავარი გამოწვევაა მეორე უკიდურესობაში არ გადავარდნენ და არ გაიზიარონ შეხედულება, რომ ოსტინი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავს უბედურად გრძნობდა და „ უაღრესად უსიამოვნო ოჯახურ ხაფანგში მოხვედრილი გამწარებული და გულგატეხილი ქალი იყო“.

 
Steventon Church, as depicted in A Memoir of Jane Austen[1]

ჯეინ ოსტინი ჰემფშირის საგრაფოს სოფელ სტივენთონში 1775 წლის 16 დეკემბერს დაიბადა, მოსალოდნელზე ერთი თვით გვიან. მამამისი ერთ-ერთ წერილში წერდა, რომ დედამისი „ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ ერთი თვით ადრე მოილოგინებდა“. მან დაამატა, რომ გოგონას დაბადება განსაკუთრებით გაუხარდათ, როგორც „მისი დის მომავალი ამხანაგისა“. 1776 წლის ზამთარი გამორჩეულად მკაცრი გამოდგა და გოგონა 5 აპრილს მონათლეს. მას ერთი ნათლობის სახელი შეხვდა, ჯეინი. ჯეინის მამა, ჯორჯ ოსტინი (1731-1805) ანგლიკანური მრევლის მოძღვარი იყო სტივენთონსა და ახლომდებარე დინში. ის წარმოშობით შალის მოვაჭრეთა ძველი, საპატივსაცემი და მდიდარი ოჯახიდან იყო. საუკუნეთა მანძილზე მემკვიდრეობა ყოველი თაობის უფროს ვაჟს რჩებოდა, მათი სიმდიდრე იზრდებოდა, ხოლო ჯორჯის შტო საკმაოდ გაღარიბდა. ის და მისი ორი და ბავშვობაში დაობლდნენ და ნათესავებთან გაიზარდნენ. მისი და, ფილადელფია, ოჯახური ბედნიერების საძებნელად ინდოეთს გაემგზავრა, თავად ჯორჯმა კი ოქსფორდის სენტ ჯონის კოლეჯში სასწავლებად სტიპენდია მოიპოვა. სავარაუდოდ სწორედ ოქსფორდში გაიცნო მან კასანდრა ლი (1739-1827). მისი ოჯახი საკმაოდ ცნობილი იყო, მამამისი ოქსფორდის All Souls კოლეჯის რექტორი იყო. გოგონა არისტოკრატიულ წრეში იზრდებოდა. მისმა უფროსმა ძმამ ჯეიმსმა დიდძალი ქონება და ფული მემკვიდრეობით მიიღო ბებიდა პეროსგან (Perrot). მემკვიდრეობის ერთადერთი პირობა იყო, რომ გვარი უნდა გადაეკეთებიდა და ლი-პერო გამხდარიყო. ჯორჯმა და კასანდრამ 1763 წელს ერთმანეთს მინიატურები აჩუქეს და დაახლოებით ამ პერიოდში დაინიშნენ. ჯორჯმა მიიღო ადგილი სტივენთონში, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა შორეული ნათესავის მდიდარმა ქმარმა თომას ნაითმა გაიღო, რომელიც ამ სოფელს და ახლომდებარე ფერმებს ფლობდა. ერთ-ერთი ასეთი ფერმა ოსტინებმა საცხოვრებლად იქირავეს. მათ 1764 წლის 26 აპრილს იქორწინეს, კასანდრას მამის გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე, ქალაქ ბათის წმინდა სუითინის ეკლესიაში. ეს უბრალო ცერემონია იყო და ისინი ჰემშირში იმავე დღეს გაემგზავრნენ. მათი შემოსავალი მოკრძალებული იყო და ძირითადად ჯორჯის წლიური გასამრჯელოს წაროაგდენდა. კასანდრას დედის სიკვდილის შემდეგ მათ მცირე მემკვირდეობა ერგებოდათ. ოსტინები თავიდან სოფელ დინის სამრევლო სახლში დასახლდნენ, სანამ სტივენთონში, მე-16 საუკუნის შელახულ სახლს საჭიროებისამებრ შეაკეთებდნენ. დინში ცხოვრების დროს კასანდრას სამი შვილი შეეძინა - ჯეიმსი (1765), ჯორჯი (1766) და ედვარდი (1767). ის ბავშვებს რამდენიმე თვე სახლში აჩერებდა და შემდეგ ელიზაბეთ ლითლვუდს გადასცემდა, რომელიც მათი გადია და გამზრდელი იყო თორმეტ-თვრამეტ თვემდე.

სტივენთონი

რედაქტირება
 
Steventon rectory, as depicted in A Memoir of Jane Austen, was in a valley and surrounded by meadows.[1]

1768 წელს ოჯახი, როგორც იქნა, სტივენთონში გადასახლდა. პირველი შვილი, რომელიც იქ შეეძინათ იყო ჰენრი, 1771 წელს. დაახლოებით ამ დროისათვის, უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ პატარა ჯორჯს განვითარებაში ჩამორჩენა ჰქონდა. მას გულყრები ემართებოდა, ყრუ-მუნჯი იყო და კასანდრამ გადაწყვიტა, ის აღსაზრდელად სხვაგან გადაეცა. 1773 წელს გოგონა, კასანდრა, შეეძინათ. მას მოყვა ფრენსისი 1774 წელს და ბოლოს ჯეინი 1775-ში. ჰონანის თანახმად, ოსტინების სახლში „ღია, მხიარული, ძალდაუტანებლად ინტელექტუალური“ ატმოსფერო სუფევდა, სადაც ხშირად გაიგონებდი ისეთი იდეების თაობაზე დისკუსიას, რომელთაც ოსტინები შეიძლება არც ეთანხმებოდნენ, პოლიტიკური თუ სოციალური მიზეზების გამო. ოჯახი ნათესავების დახმარებას იღებდა და უამრავ ადამიანსაც მასპინძლობდა. კასანდრა ოსტინმა 1770 წლის ზაფხული ლონდონში გაატარა, სადაც ჯორჯის დას ფილადელფიას და მის ქალიშვილს ელაიზას ესტუმრა; მას ჯორჯის მეორე და, მისის უოლტერი და მისი ქალიშვილი ფილი ახლდნენ. ლე ფაიეს თანახმად, ფილადელფია და ელაიზა ჰენკოკები „მანათობელი კომეტებივით გამოჩნდნენ ჰემფშირის მრევლის მშვიდ, სოფლურ ცაზე და მათი მოგზაურობებისა და მოდური ლონდონური ცხოვრების ამბები; ლონდონსა და მოგზაურობებს შორის ჰემფშირში მოულოდნელი გამოჩენები დაეხმარა ჯეინის ყმაწვილური თვალსაწიერის გაზრდაში და გავლენა იქონია მის ცხოვრებასა და ნაწერებზე.“ კასანდრას ბიძაშვილი თომას ლი რამდენჯერმე ეწვიათ 1770-იანებსა და 1780-იანებში და 1781 წელს ახალგაზრდა კასანდრა სტუმრად თავის ოჯახში ქალაქ ბათში დაპატიჟა. საოჯახო დოკუმენტებში ჯეინი პირველად სწორედ ამ ვიზიტის შემდეგაა ნახსენები: „.. თითქმის სახლს მიაღწიეს, როცა შეხვდათ ჯეინი და ჩარლზი, ოჯახის პატარები, რომლებსაც ნიუ დოუნიდან დიდი გზა გამოევლოთ ეტლის დასახვედრად და სიამოვნებით დაბრუნდნენ ამ ეტლით სახლში“. ლე ფეიე წერს, რომ „მისტერ ოსტინის მოლოდინები მისი უმცროსი გოგონას თაობაზე სრულად გამართლდა. არასოდეს ყოფილან დები ასე მნიშვნელოვანი ერთნამეთისათვის, როგორც კასანდრა და ჯეინი. ზოგადად, მოსიყვარულე ოჯახი იყო, მაგრამ განსაკუთრებული კავშირი არსებობდა კასანდრასა და ედვარდს და ჰენრისა და ჯეინს შორის.“ 1773-1796 წლებში ჯორჯ ოსტინი ოჯახის შემოსავალს სოფლის მეურნეობითაც ავსებდა და სამი-ოთხი ბიჭი ჰყავდა აყვანილი მოსწავლეებად, რომლებიც მათ სახლში ცხოვრობდნენ. ღირსი ოსტინის წლიური შემოსავალი 200 ფუნტი იყო. იმ დროისათვის, ეს საკმაოდ მოკრძალებულ შემოსავლად ითვლებოდა. შედარებისათვის, კვალიფიციური მუშის, მჭედლისა ან დურგლის, შემოსავალი წელიწადში ას ფუნტამდე ადიოდა, ხოლო ტიპიური არისტოკრატიული ოჯახის შემოსავალი ათასიდან ხუთი ათას ფუნტამდე მერყეობდა. ამ პერიოდში ოსტინები რეგულარულად დადიოდნენ ეკლესიაში, მეგობრებსა და მეზობლებთან ატარებდნენ დროს და საღამოობით ერთმანეთს ხმამაღლა უკითხავდნენ რომანებს - ხშირად საკუთარს. მეზობლებთან დროსტარება ნიშნავდა ცეკვებს, ან დაუგეგმავს - ვიღაცის სახლში ვახშმის შემდეგ, ან - ქალაქის მესვეურების მიერ რეგულარულად მოწყობილ წვეულებებზე. მისი ძმა ჰენრი იგონებდა მოგვიანებით, რომ „ჯეინს უყვარდა ცეკვა და გვარიანადაც გამოსდიოდა“.


განათლება

რედაქტირება
 
Silhouette of Cassandra Austen, Jane's sister and closest friend

1783 წელს ჯეინი და მისი და კასანდრა განათლების მისაღებად ოქსფორდში გაგზავნეს მისის ან ქოულისთან. მომდევნო წელს, როდესაც ის საუთჰემფთონში გადავიდა, გოგონებიც თან წაიყოლა. შემოდგომაზე გოგონები ტიფით დაავადნენ და სახლში დააბრუნეს, ჯეინი კინაღამ გარდაიცვალა. ამის მერე ჯეინი სახლის განათლებას იღებდა, სანამ 1785 წლის დასაწყისში დასთან ერთად რედინგის სააბატოს გოგონათა სკოლაში არ გაგზავნეს. გოგონები იქვე ცხოვრობდნენ. სკოლას მართავდა მისის ლა ტურნელი, რომელსაც ხის ფეხი ჰქონდა და მხურვალედ უყვარდა თეატრი. სკოლის პროგრამაში სავარაუდოდ შედიოდა ცოტაოდენი ფრანგული, წერა, ხელსაქმე, ცეკვა და მუსიკა და, შესაძლოა, დრამაც. გოგონები სახლში 1786 წლის დეკემბრამდე დაბრუნდნენ, რადგან ორმაგი გადასახადი ოსტინებისათვის მეტისმეტად ძვირი იყო. 1786 წლის შემდეგ, ოსტინს „აღარასდროს უცხოვრია ოჯახის გარეთ“. ჯეინმა დამატებითი განათლება კითხვით მიიღო, რაშიც მამამისი და ძმები - ჯეიმსი და ჰენრი - უწევდნენ მეგზურობას. აირინ ქოლინზი ფიქრობს, რომ ოსტინი „იმავე წიგნებს იყენებდა, რასაც ის ბიჭები“, მამამისთან რომ სწავლებდნენ. მას შეუზღუდავად შეეძლო ეკითხა წიგნები მამამისის და ოჯახის მეგობრის, უორეს ჰასტინგსის, ბიბლიოთეკაში. ერთად აღებული, ეს კოლექციები დიდ და მრავალფეროვან ბიბლიოთეკას წარმოადგენდა. მამა ასევე შემწყნარებელ დამოკიდებულებას იჩენდა ჯეინის სარისკო მწერლობითი ექსპერიმენტების მიმართ და ორივე დისათვის ძვირ ქაღალდს და სხვა საჭირო ნივთებს ყიდულობდა, რომ მათ ეწერათ და ეხატათ. ოჯახური თეატრალური წარმოდგენები ოსტინის განათლების შემადგენელი ნაწილი იყო. მისი ადრიანი ბავშვობიდან ფერმის ფარეხში იდგმებოდა სპექტაკლები, მათ შორის რიჩარდ შერიდანის „მოწინააღმდეგეები“ (1775) და დეივიდ გერიკის “ბონ ტონი”. ოსტინის უფროსი ძმა ჯეიმსი სპექტაკლებისათვის პროლოგებსა და ეპილოგებს თხზავდა და ჯეინიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ამ გართობაში, ჯერ როგორც მაყურებელი და მოგვიანებით, როგორც მსახიობი. სპექტაკლების უმრავლესობა კომედიები იყო და შესაძლოა ამანაც შეუწყო ხელი ჯეინის სატირული ნიჭის განვითარებას. თორმეტი წლისამ, მან პირველად სცადა დრამის დაწერა, მოზარდობაში კი სამი მოკლე პიესა დაწერა.


ჯუვენალია (1787–1793)

რედაქტირება

თერთმეტი წლის ასაკიდან, ან შეიძლება უფრო ადრეც, ჯეინი გასართობად ლექსებსა და ამბებს თხზავდა. ამ ნაწარმოებებში, ცხოვრების ყოველდღიური დეტალები გაზვიადებულია, სიუჟეტის ჩვეული ქარგის პაროდია გვხვდება და ამბები „სავსეა ქალური ძლიერების, ნების, აკრძალული საქციელისა და აღმაფრენის ანარქისტული ფანტაზიებით“, ჯანეთ თოდის თანახმად. ოსტინმა მოგვიანებით, 1787-1793 წლებში დაწერილი ოცდაცხრა ყმაწვილური ნაწარმოები სამ რვეულად შეკრა - ახლა ამ რვეულებს „ჯუვენალიას“ უწოდებენ. ის ამ სამ რვეულს უწოდებდა „ტომი პირველი“, „ტომი მეორე“ და „ტომი მესამე“ და ისინი მის მიერ ამ წლებში დაწერილ 90,000 სიტყვას შეიცავენ. მკვლევარი რიჩარდ ჯენკინსის თანახმად, „ჯუვენალი“ ხშირად მშფოთვარე და ანარქიულია; ის ამ ნაწარმოებებს მე-18 საუკუნის მწერლის ლორენსს სტერნის რომენებს ადარებს. ამ ნაშრომებს შორისაა სატირული ეპისტოლარული რომანი, სახელწოდებით „სიყვარული და მეგობრობა“, ჯეინის მიერ დაწერილი 1790 წელს 14 წლის ასაკში, რომელშიც ის პოპულარულ სენტიმენტალურ რომანებს დასცინის. მომდევნო წელს მან დაწერა „ინგლისის ისტორია“, ოცდათოთხმეტგვერდიანი ნაშრომი, რომელსაც ერთვის მისი დის, კასადრას, აკვარელით შესრულებული ცამეტი მინიატურა. ოსტინის „ისტორია“ პოპულარული საისტორიო ნაწერების, კერძოდ კი - ოლივერ გოდსმითის „ინგლისის ისტორიის“ (1764) პაროდიაა. ჰონანი თვლის, რომ „სიყვარულისა და მეგობრობის“ დაწერის შემდეგ მალევე, ოსტინმა გადაწყვიტა „გასამრჯელოს მისაღებად ეწერა, ამბების თხრობაზე მიემართა ძირითადი ძალისხმევა, ანუ გამხდარიყო პროფესიონალი მწერალი. დაახლოებით თვრამეტი წლის ასაკიდან, ოსტინი უფრო გრძელ, რთულ ნაწარმოებებს წერს. 1792 წლის აგვისტოში, ჩვიდმეტი წლისამ, ოსტინმა დაიწყო „ქეთრინი ან თავშესაფარი“-ს წერა. ეს ნაწარმოები მისი უფრო ზრდასრული ნაწარმოებების წინამორბედი იყო, განსაკუთრებით კი „ნორთანგერის სააბატოსი“. ეს რომანი დაუმთავრებელი დარჩა და ამბავი გაგრძელდა „ლედი სიუზან“-ში, რომელსაც ტოდი აღწერს როგორც ნაკლები გავლენის მქონეს, ვიდრე „ქეთრინი“. ერთი წლის შემდეგ, მან დაიწყო, მაგრამ არ დაამთავრა მოკლე პიესა, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა „სერ ჩარლზ გრანდისონი, ან ბედნიერი კაცი, პიესა 6 მოქმედებად“. ოსტინი მას დაუბრუნდა და დაასრულა 1800 წელს. ეს იყო ოსტინის საყვარელი რომანის, სემიუელ რიჩარდსონის „სერ ჩარლზ გრანდისონის ამბავი“-ს შემოკლებული სასკოლო ვერსიების მოკლე პაროდია. როდესაც ოსტინი თვრამეტი წლის ასაკში პირველად გახდა მამიდა, მან თავის ახლადშეძენილ ძმისშვილს ფანი-ქეთრინ ოსტინ-ნაითს გაუგზავნა „ხუთი მოკლე ნაშრომი .. ჯუვენაილიიდან, ანუ ‘ჩანაწერები’.... რომლებიც იგულისხმებოდა როგორც მისი „შეხედულებები და გაფრთხილებები ყმაწვილქალების ქცევის შესახებ“. თავის ძმისშვილს ჯეინ-ანა-ელიზაბეთ ოსტინს, რომელიც ასევე 1793 წელს დაიბადა, ჯეინმა დაუწერა „ორი ‘სხვადასხვანაირი ნაკვესი', მიუძღვნა ისინი ანას 1793 წლის 2 ივნისს, „დარწმუნებული ვარ, თუ მათ სერიოზულად მიყვები, მიაგნებ მნიშვნელოვან რჩევებს, თუ როგორ გაუძღვე შენს ცხოვრებას“. არსებობს დოკუმენტირებული მტკიცებულება, რომ ოსტიბი ამ ნაწარმოებებზე მუშაობდა საკმაოდ გვიან, 1811 წელს (როცა 36 წლის იყო) და რომ მისი ძმისშვილები, ანა და ედვარდ ოსტინებმა, 1814 წელს მათში ცვლილებები შეიტანეს. 1793-95 წლებში (18-20 წლის) ოსტინმა დაწერა „ლედი სიუზანი“ მოკლე ეპისტოლარული რომანი, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც მისი ადრეული ნაწერებიდან ყველაზე ამბიციურსა და დახვეწილს. ოსტინის ბიოგრაფი ქლერ ტომალინი აღწერს რომანის გმირ ქალს, როგორც სექსუალურ მონადირეს, რომელიც თავის გონებასა და შარმს თავისი საყვარლების, მეგობრებისა და ნათესავების მანიპულაციის, ღალატისა და ძალდატანებისათვის იყენებს. ტომალინი წერს: წერილებით გადმოცემული, სიუჟეტი თამაშს გვაგონებს და ისეთი ცინიკური ტონი აქვს, როგორც რესტავრაციის დრამატურგებიდან ყველაზე გაბედულს, შესაძლოა ავტორმა შთაგონება სწორედ იქიდან მიიღო ... ის გამოირჩევა ოსტინის სხვა ნაწერებიდან და სწავლობს ზრდასრულ ქალს, რომელიც უფრო ჭკვიანია და უფრო ძლიერი ხასიათისა, ვიდრე ნებისმიერ მისი ნაცნობი. ჯანეტ ტოდის თანახმად, ამ პერსონაჟის პროტოტიპი შესაძლოა იყო ჯეინის მამიდაშვილი ელაიზა დე ფეუიდი, რომლის წარმტაცი ცხოვრება და მრავალი თავგადასავალი ჯეინის შთაგონების წყარო იყო. ელაიზას ფრანგმა მეუღლემ 1794 წელს სიცოცხლე გილიოტინაზე დაასრულა; მეორედ კი იგი 1794 წელს ჯეინის ძმას, ჰენრის გაჰყვა ცოლად.

ტომ ლეფროი

რედაქტირება
 
Thomas Langlois Lefroy, Lord Chief Justice of Ireland, by W.H. Mote (1855); in old age, Lefroy admitted that he had been in love with Austen: "It was boyish love."[2]

როდესაც ოსტინი ოცი წლისა იყო, ოჯახის მეზობელი, ტომ ლეფროი, სტუმრად ჩამოვიდა სტივენთონში 1795 წლის დეკემბერში და 1796 წლის იანვრამდე დარჩა. მას ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტი და ლონდონში მიდიოდა, რომ ადვოკატის პროფესია შეეძინა. ლეფროიმ და ოსტინმა ერთმანეთი სავარაუდოდ წვეულებაზე ან რაიმე სხვა მეზობლურ შეკრებაზე გაიცნეს და კასანდრასათვის მიწერილ წერილში ცხადად ჩანს, რომ ისინი დიდ დროს უთმობდნენ ერთმანეთს: „მეშინია კიდეც მოგიყვე როგორ ვიქცეოდით მე და ჩემი ირლანდიელი მეგობარი. წარმოიდგინე ყველაზე თავაშვებული და შოკისმომგვრელი ცეკვა და შესვენებისას ერთად დასხდომა." კასანდრასადმი მიწერილ პირველ შემორჩენილ წერილში, ოსტინი წერს, რომ ლეფროი იყო „ძალიან ჯენტელმენური, კარგი შესახედაობის, სასიამოვნო ახალგაზრდა“. ხუთი დღის მერე კიდევ ერთ წერილში, ოსტინმა დაწერა, რომ თავისი „მეგობრისაგან“ „შემოთავაზებას“ ელის და „მე უარს ვეტყვი, თუ თავის თეთს ტანისამოსზე უარს არ იტყვის“ და აგრძელებს „მე მივენდობი მომავალში მისტერ ტომ ლეფროის, რომლისთვისაც ექვს პენისაც არ გავიმეტებდი“. მეორე დღეს, ოსტინმა დაწერა: „დადგება ეს დღეც, როცა ტომ ლეფროისთან ფლირტს ვეღარ შევძლებ და როდესაც ამას მიიღებ, ყველაფერი დამთავრებული იქნება. ცრემლები მდის, როდესაც ამ მელანქოლიურ აზრს ვწერ.“ ჰალპერინი გვაფრთხილებს, რომ ოსტინი წერილებში დასცინოდა პოპულარულ სენტიმენტალურ რომანებს და ლეფროის შესახებ ცნობები შესაძლოა ირონიულიც იყოს. თუმცა, ცხადია, რომ ოსტინი მოხიბლული იყო ლეფროით და მისი ხელის სხვა მაძიებლებს მას ადარებდა. ლეფროის ოჯახი ჩაერია და ლონდონისკენ გზას გაუყენეს იანვარში. ორივემ იცოდა, რომ მათი ქორწინება პრაქტიკული არ იქნებოდა. არც ერთ ჰქონდა ფული. ტომი კი ირლანდიელ ბიძაზე იყო დამოკიდებული, რომელიც მის განათლებასა და კარიერის განვითარებას აფინანსებდა. ტომ ლეფროი კიდევ რომ ჩამოსულიყო ჰემფშირში, მას ჯეინს აღარ მიაკარებდნენ და ჯეინ ოსტინს ის აღარასოდეს უნსახავს. 1798 წლის ნოემბერში ის კვლავ ფიქრობდა ლეფროიზე და თავის დას მისწერა, რომ ჩაის სვამდა მის ერთ-ერთ ნათესავთან, გულით უნდოდა მისი ამბავი მოეკითხა, მაგრამ თავს უფლება ვერ მისცა ამაზე ესაუბრა.


ადრიანი ნაწერები (1796–1798)

რედაქტირება

„ლედი სიუზანის“ დამთავრების შემდეგ, ოსტინმა დაიწყო მისი პირველი რომანის „ელინორ და მარიანის“ წერა. მისი და იხსენებს, რომ ეს რომანი ჯეინმა ოჯახს წაუკითხა „1796 წლამდე“ და ის ეპისტოლარულ ჟანრში იყო დაწერილი. თავდაპირველი ხელნაწერი არ შემონახულა და რთულია იმის თქმა ამ რომანის რამე ნაწილი თუ მოხვდა ანონიმურად 1811 წელს გამოქვეყნებულ „გრძნობა და გონება“-ში. ოსტინმა თავისი მეორე რომანი „პირველი შთაბეჭდილებები“ (მოგვიანებით გამოქვეყნდა როგორც „სიამაყე და წინაგანწყობა“ 1796 დაიწყო და თავდაპირველი მონახაზი 1797 წლის აგვისტოში დაასრულა. მაშინ ის 21 წლისა იყო. ისევე როგორც სხვა რომანები, ის ამ რომანსაც ოჯახს ხმამაღლა უკითხავდა წერის პროცესში და იგი „უთუო ფავორიტი“ გახდა. ამ დროს, მამამისი პირველად შეეცადა მისი რომელიმე რომანი გამოქვეყნებულიყო. 1797 წლის ნოემბერში ჯორჯ ოსტინმა მისწერა ცნობილ ლონდონელ გამომცემელს, თომას ქადელს და სთხოვა განეხილა „პირველი შთაბეჭდილებების“ გამოქვეყნების შესაძლებლობა. ქადელმა წერილი დაუბრუნა, კონვერტზე მითითებული იყო „უარი ეთქვას ფოსტითვე“. ჯეინმა ალბათ იცოდა მამამისის მცდელობის შესახებ. „პირველი შთაბეჭდილებების“ დასრულების შემდეგ, ოსტინი დაუბრუნდა „ელინორს და მარიანს“ და 1797 წლის ნოემბრიდან 1798 წლის შუაგულამდე საგრძნობლად გადააკეთა ის. მან ეპისტოლარულ ფორმას მესამე პირში თხრობა ამჯობინა და შეიქმნა წიგნი, რომელიც უკვე ძალიან ჰგავდა „გრძნობა და გონება“-ს. 1797, ოსტინმა გაიცნო თავისი მამიდაშვილი (და მომავალი რძალი) ელაიზა დე ფეუიდი, რომლის პირველ ქმარს, გრაფ დე ფეუიდს, გილიოტინაზე მოკვეთეს თავი, თვითონ კი იძულებული გახდა ბრიტანეთში გამოქცეულიყო, სადაც მოგვიანებით ჰენრი ოსტინს გაჰყვა ცოლად. ქვრივის მიერ გრაფ დე ფეუიდის სიკვდილით დასჯის აღწერამ საფრანგეთის რევოლუციის შიში გაუჩინა ოსტინს და ეს შეგრძნება სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. 1798 წლის შუაგულში, „ელინორი და მარიანის“ დასრულების შემდეგ, ოსტინმა მესამე რომანის წერა წამოიწყო. მისი სამუშაო სათაური იყო „სიუზანი“ - მოგვიანებით „ნორთანგერის სააბატო“ - იმ დროს პოპულარული გოთიკური რომანის სატირა. ოსტინმა ამ წიგნზე მუშაობდა დაახლოებით ერთ წელიწადში დაასრულა. 1803 წლის დასაწყისში ჰენრი ოსტინმა „სიუზანი“ ლონდონელ გამომცემელს, ბენჯამინ ქროსბის შესთავაზა, რომელმაც საავტორო უფლებებისათვის 10 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. ქროსბი წიგნის გამოქვეყნებას შეპირდა და განცხადებაც კი განათავსა, რომ წიგნი „იბეჭდებოდა“, მაგრამ უფრო შორს არ წასულა. გამოუქვეყნებელი ხელნაწერი ქროსბისთან ინახებოდა, სანამ ოსტინმა 1816 წელს უფლებები არ გამოისყიდა. 1800 წლის დეკემბერში ჯორჯ ოსტინმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მღვდელმსახურებიდან გადადგომას და პენსიაზე გასვლას აპირებდა, სტივენთონსაც ტოვებდა და ოჯახი ქალაქ ბათში, სინი ფლეისის 4 ნომერში გადაჰყავდა. პენსიაზე გასვლა და მოგზაურობა კარგი იყო უფროსი ოსტინებისათვის, თუმცა ჯეინი შოკში ჩააგდო ცნობამ, რომ უნდა გადასულიყო იმ ერთადერთი ადგილიდან, რომელსაც სახლს ეძახდა. მის განწყობაზე მოწმობს ის, რომ ბათში ცხოვრების პერიოდი მისთვის, როგორც მწერლისათვის, ნაყოფიერი არ ყოფილა. მან ცვლილებები შეიტანა „სიუზან“-ში და დაიწყო და მერე მიატოვა ახალი რომანი „უოტსონები“, მაგრამ ეს სულ არ ჰგავდა იმ ნაყოფიერებას, რაც მან 1795-1799 წლებში გამოამჟღავნა. ტომალინი თვლის, რომ ღრმა დეპრესიამ მის შემოქმედებით შესაძლებლობებზე გავლენა იქონია, მაგრამ ჰონანი არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ოსტინი მთელი ცხოვრების მანძილზე ცვლიდა ტექსტებს, გარდა რამდენიმეთვიანი პერიოდისა მამამისის სიკვდილის შემდეგ. ხშირად ამბობენ, რომ ოსტინი ბათში, თავს ბედნიერად არ გრძნობდა და წერისადმი ინტერესი დაკარგა, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ბათის სოციალური ცხოვრება ისეთი იყო, რომ რომანების წერისათვის დროს არ უტოვებდა. კრიტიკოსი რობერტ ირვინი თვლის, რომ ოსტინი სიფლად უფრო მეტს წერდა იმიტომ, რომ მეტი დრო ჰქონდა საამისოდ და არა იმიტომ, რომ უფრო ბედნიერი იყო - როგორც ხშირად ამბობენ. გარდა ამისა, ოსტინი ხშირად მოგზაურობდა სამხრეთ ინგლისში და საცხოვრებელს იცვლიდა, რაც ასევე არ შეუწყობდა ხელს რომანის წერას. 1801-1804 წლებში ოსტინის ცხოვრების შესახებ მკვლევარებისათვის ბევრი არაფერი იციან, რადგან კასანდრამ ყველა მისი წერილი გაანადგურა, უცნობი მიზეზით. 1802 წლის დეკემბერში, ჯეინს ცოლობა თხოვეს, ეს ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი შემთხვევაა. ჯეინი და მისი და ალეთეა და ქეთრინ ბიგგს სტუმრობდნენ, ძველ მეგობრებს, რომლებიც ბასინგსტოკში ცხოვრობდნენ. მათ უმცროს ძმას, ჰარის ბიგგ-უიზერს, ახალიდამთავრებული ჰქონდა ოქსფორდი და ისიც სახლში იყო. ბიგგ-უიზერმა ჯეინს ცოლობა სთხოვა და ისიც დათანხმდა. ჯეინის ძმისშვილის, ქაროლინ ოსტინისა და ბიგგსების ერთ-ერთი შთამომავლის, რეჯინალდ ბიგგ-უიზერის თანახმად, ჰარისი არ იყო მომხიბლავი - ის იყო მოსული, უბრალო შესახედაობის, არ იყო ენაწყლიანი, ლაპარაკისას ბორძიკობდა. საუბრისას იყო აგრესიული და სრულიად უტაქტო, მაგრამ ოსტინი მას თითქმის ბავშვობიან იცნობდა და ეს ქორწინება ჯეინისა და მისი ოჯახისათვის, პრაქტიკული თვალსაზრისით, ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო. ბიგგ-უიზერს მემკვიდრეობით უნდა მიეღო ოჯახის მამულები იმ მიდამოში, სადაც ის და მისი დები გაიზარდნენ. ამ რესურსების გამოყენებით, ჯეინი შეძლებდა მშობლებისათვის უზრუნველი მოხუცებულობა, ხოლო კასანდრასთვის მუდმივი საცხოვრებელი უზრუნველეყო და ძმებსაც დახმარებოდა. მეორე დილას ოსტინი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და საქმროს უარი უთხრა. იმდროინდელი არც წერილი და არც დღიური არ არის შემონახული და არ ვიცით, რას გრძნობდა იმ პოერიოდში ჯეინი. ირვინი აღწერს ბიგგ-უიზერს, როგორც ადამიანს, რომლის „შეყვარება კი არა, მოწონებაც საკმაოდ რთული იქნებოდა.“ 1813 წელს ოსტინმა უპასუხა ძმიშვილს, ფანი ნაითს, რომელმაც რჩევა ითხოვა თავისი სერიოზული ურთიერთობის თაობაზე და დაწერა „იმდენი დამიწერია ამ საკითხის ერთი მხარიდან, ახლა კი უნდა შემოვტრიალდე და გთხოვო, არ აიღო ზედმეტი ვალდებულება, არ იფიქრო მისი წინადადების მიღებაზე, თუ ნამდვილად არ მოგწონს. ყველაფრის ატანა შეიძლება და ყველაფერი სჯობს გრძნობის გარეშე ქორწინებას“. ინგლისელი მკვლევარი დაგლას ბუში წერდა, რომ ოსტინი „ძალიან მაღალი აზრისა იყო სიყვარულზე, რომელიც ცოლსა და ქმარს უნდა აერთიანებდეს... ყველა მისმა გმირმა...თავისი ასაკის შესაფერისად, იცის გულწრფელი სიყვარულის ფასი“. შესაძლოა, რომ ავტობიოგრაფიულია ის მომენტი „გრძნობა და გონება“-ში, როდესაც ელინორ დაშვუდი ამბობს, რომ „ყველა ბოროტებიდან ყველაზე ცუდი და უკურნებელი, არის მთელი ცხოვრება დაკავშირებული იყო შეუფერებელ მამაკაცთან“. 1804 წელს, ბათში ცხოვრებისას, ოსტინმა დაიწყო, მაგრამ არ დაასრულა რომანი „უოტსონები“. სიუჟეტი მოგვითხრობს ავადმყოფ და გაღარიბებულ მღვდელმსახურსა და მის ოთხ გაუთხოვარ ქალიშვილზე. საზერლენდი აღწერს რომ რომანი „არის კვლევა იმისა, თუ როგორი მძიმე ეკონომიკური რეალობის წინაშე დგანან სხვებზე დამოკიდებული ქალები“. ჰონანი თვლის და ტომალინიც ეთანხმება, რომ ოსტინმა ამ რომანზე მუშაობა შეაჩერა მამამისის სიკვდილის შემდეგ 1805 წლის 21 იანვარს და მისი პირადი გარემოებები ისე გავდა მისი პერსონაჟებისას, რომ წერა შესაძლებელი მტკივნეულიც კი ყოფილიყო. მამის შედარებით მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, ჯეინი, კასანდრა და დედამისი გაურკვეველ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ძმებმა - ედვარდმა, ჯეიმსმა, ჰენრიმ და ფრენსისმა (ფრენკმა) პირობა დადეს, რომ ფინანსურად დაეხმარებოდნენ დედასა და დებს. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ფინანსურმა სიდუხჭირემ გავლენა იქონია მათს ცხოვრებაზე. ისინი ჯერ ცხოვრობდნენ ბათში ნაქირავებ სახლში; შემდეგ 1805 წლის ივლისში ნათესავების მოსანახულებლად სტივენთონსა და გოდმერშემში გაემგზავრნენ. შემოდგომა მოდურ საზღვაო კურორტ უორთინგში გაატარეს, სასექსის სანაპიროზე, სადაც ნაქირავებ სტანფორდ კოტეჯში ცხოვრობდნენ. სავარაუდოა, რომ სწორედ აქ დაასრულა ოსტინმა „ლედი სიუზანი“ და დაამატა „დასკვნა“. 1806 წელს ოჯახი საუთჰემფტონში გადავიდა, სადაც ახალდაქორწინებულ ფრენკ ოსტინსა და მის ცოლთან ერთად ცხოვრობდნენ. დიდ დროს ანდომებდნენ ოჯახის სხვადასხვა შტოს მონახულებას. 1809 წლის 5 აპრილს, ჩოუთონში ოჯახის გადასვლიდან სამი თვის თავზე, ოსტინმა მკაცრი წერილი მისწერა რიჩარდ ქროსბის. მან გამომცემელს „სიუზანის“ ახალი ხელნაწერი შესთავაზა, დაუყოვნებელი გამოქვეყნების პირობით და სთხოვა თავდაპირველი ხელნაწერი დაებრუნებინა. ქროსბიმ უპასუხა, რომ მას არ დაუდია პირობა, რომ წიგნს რაიმე კონკრეტულ დროს, ან ოდესმე, გამოაქვეყნებდა, და ოსტინს შეეძლო გამოესყიდა საავტორო უფლებები იმავე 10 გირვანქა სტერლინგად და სხვა გამომცემელი მოეძებნა. იმ მომენტში ოსტინს ამის ფული არ ჰქონდა, თუმცა 1816 წელს მართლაც გამოისყიდა უფლებები.


 
Cottage in Chawton where Austen lived during her last eight years of life, now Jane Austen's House Museum

1809 წლის დასაწყისისათვის ოსტინის ძმამ ედვარდმა დედასა და დებს შედარებით მუდმივი დასახლების საშუალება შესთავაზა - მათ შეეძლოთ ეცხოვრათ დიდ კოტეჯში სოფელ ჩოუთონში, ედვარდის მამულის, ჩოუთონ ჰაუსის, ახლოს. ჯეინი, დედამისი და კასანდრა ჩოუთონ კოტეჯში 1809 წლის 7 ივლისს ჩავიდნენ. ბათში 1800 წელს გადასვლის შემდეგ, ოჯახს ასეთი მშვიდი ცხოვრება არ ქონია. ოსტინები გარშემომყოფ მემამულეებთან ნაკლებად ურთიერთობდნენ და მხოლოდ ახლო ნათესავებს მასპინძლობდნენ. მისი ძმისშვილი ანა ასე აღწერს ჩოუთონის ოჯახურ ცხოვრებას: „ჩვენი გადმოსახედიდან, ზედმეტად მშვიდი ცხოვრება ჰქონდათ, მაგრამ კითხვა უყვარდათ და, სახლის საქმეების გარდა, მამიდები ღარიბებს ეხმარებოდნენ და პატარა გოგო-ბიჭებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ“.

ჯეინის წიგნები ქვეყნდება

რედაქტირება

იმდროინდელ ბრიტანეთში, გათხოვილ ქალებს იურიდიული უფლება არ ჰქონდათ, კონტრაქტებისათვის ხელი მოეწერათ. მიღებული პრაქტიკის მიხედვით, თუ ქალს წიგნის გამოქვეყნება სურდა, მის ნაცვლად კონტრაქტს ხელს ნათესავი მამაკაცი აწერდა. იმდროინდელი ქალი მწერლების მსგავსად, ოსტინი იძულებული იყო წიგნები ანონიმურად გამოექვეყნებინა. ქალისთვის იდეალად იყო მიჩნეული მეუღლისა და დედის როლი და მწერლური საქმიანობა, საუკეთესო შემთხვევაში, მეორეხარისხოვან საქმიანობად ითვლებოდა. ქალი, რომელსაც პროფესიონალი მწერლობა სურდა, თავის ქალურობას ამცირებდა, ამიტომ ქალები წიგნებს ანონიმურად აქვეყნებდნენ და ამით განამტკიცებდნენ თვალსაზრისს, რომ ქალისთვის წერა ჰობის ნაირსახეობაა და ის არ აპირებს გახდეს „ლიტერატურული ლომი“ (ანუ, ცნობილი). ჩოუთონში ცხოვრების პერიოდში, ჯეინ ოსტინმა ოთხი რომანი გამოაქვეყნა, რომლებიც მკითხველმა კარგად მიიღო. ძმის, ჰენრის, დახმარებით გამომცემელი თომას ეგერთონი, დათანხმდა გამოექვეყნებისა „გრძნობა და გონება“, რომელიც სხვა მისი რომანების მსგავსად (გარდა „სიამაყე და წინაგანწყობა“-ისა) „კომისიის“ პირობით იყო დაბეჭდილი, ანუ, ფინანსურ რისკს ავტორი იღებდა. „კომისიით“ გამოქვეყნების დროს, გამომცემლები თავის ხარჯზე აქვეყნებდნენ წიგნს, წიგნების გაყიდვიდან შემოსული თანხით დანახარჯს ამოიღებდნენ და შემდეგ ყოველი გაყიდული წიგნიდან 10%-ს იტოვებდნენ, ხოლო დანარჩენს ავტორს უხდიდნენ. თუ წიგნის გაყიდვები დაბეჭდვის ხარჯს არ დაფარავდა, ეს განსხვავება ავტორს უნდა დაეფარა. ამის ალტერნატივა იყო საავტორო უფლებების გაყიდვა, როდესაც ავტორი ერთჯერად თანხას იღებდა გამომცემლისაგან - ასე მოხდა „სიამაყე და წინაგანწყობა“-ის შემთხვევაში. ოსტინს ცუდი გამოცდილება ჰქონდა „სიუზანთან“ დაკავშირებით (ეს წიგნი „ნორთანგერის სააბატოდ“ გადაკეთდა) - მან ათ გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა უფლებები გამომცემელს „ქროსბი და ვაჟი“, რომელმაც წიგნი არ გამოქვეყნდა. წიგნის გამოსაქვეყნებლად ოსტინი იძულებული შეიქნა უფლებები გამოესყიდა და მას მერე ცდილობდა ეს მეთოდი აღარ გამოეყენებინა. კიდევ ერთი ალტერნატივა იყო, ხელმოწერით გამოცემა, როდესაც ადამიანთა ჯგუფი წინასწარ თანხმდებოდა, რომ წიგნს შეიძენდა. ეს მეთოდი ოსტინს არ გამოადგებოდა - მხოლოდ ძალიან ცნობილ ავტორებს, ან ისეთებს, რომელთა გავლენიანი არისტოკრატი მფარველი წიგნს თავის გარემოცვას შესთავაზებდა, ხელეწიფებოდათ წიგნების ხელმოწერით გაყიდვა. „გრძობა და გონება“ 1811 წლის ოქტომბერში გამოიცა და ავტორად მითითებული იყო „ვინმე ლედი“. რადგან ‘კომისიით’ იყიდებოდა, ეგერთონმა ძვირი ქაღალდი გამოიყენა და ფასად 15 შილინდი დაადო. წიგნს კეთილგანწყობილი გამოხმაურება მოჰყვა და ის მოდური გახდა ახალგაზრდა არისტოკრატების წრეებში. 1813 წლის შუამდე თავდაპირველი ტირაჟი მთლიანად გაიყიდა. ოსტინის რომანები იმ დროისათვის მიღებულზე დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა. რომანების მკითხველთა მცირე რაოდენობა და წიგნის დაბეჭდვასთან დაკავშირებული ხარჯები (განსაკუთრებით ხელნაკეთი ქაღალდისა) აიძულებდა გამომცემლებს რომანები 500 ცალიანი ან კიდევ უფრო მცირე ტირაჟით დაებეჭდათ. ძალიან წარმატებული წიგნებიც კი 750 ან 800 ცალი იბეჭდებოდა და თუ მოთხოვნა მაღალი იყო, თავიდან ბეჭდავდნენ. ოსტინის რომანები თავიდანვე დიდი ტირაჟებით გამოიცა - „გრძნობა და გონება“ - 750 ცალი, ხოლო ‘ემა“ – 2000 ცალი. ჩვენთვის უცნობია ასეთი დიდი ტირაჟით ბეჭდვის გადაწყვეტილება გამომცემელს ეკუთნოდა, თუ ავტორს. ვინაიდან ოსტინის თითქმის ყველა წიგნი ‘კომისიის’ პირობით დაიბეჭდა, გაუყიდავი ტირაჟის რისკს თავად (ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ, მისი და, კასანდრა) სწევდა. საფიქრებელია, რომ ამის გამო, გამომცემლები უფრო ადვილად თანხმდებოდნენ შედარებით დიდი ტირაჟის გამოცემას. პოპულარული არამხატვრული წიგნები იმ დროს კიდევ უფრო დიდი ტირაჟებით იბეჭდებოდა. „გრძობა და გონება“-მ ოსტინს 140 გირვანქა მოუტანა. იგი ახლა ფინანსურად და ფსიქოლოგიურადაც დამოუკიდებელი იყო. ამ წიგნის წარმატების შემდეგ, შემდგომ წიგნებს ასეთი წარწერა ამშვენებდა - „„გრძნობა და გონება“-ს ავტორის წიგნი“. მის სიცოცხლეში ოსტინის სახელი მის წიგნებზე არ დაწერილა. ეგერთონმა შემდეგ, 1813 წლის იანვარში „სიამაყე და წინაგანწყობა“ გამოსცა, „პირველი შთაბეჭდილებების“ გადაკეთებული ვერსია. ოსტინმა მას ამ წიგნის საავტორო უფლებები 110 გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა. მოგების გასაზრდელად, ეგერთონმა იაფი ქაღალდი გამოიყენა და ფასად 18 შილინგი დაადო, წიგნის რეკლამაც ფართოდ გაავრცელა. რომანი თავიდანვე ძალიან წარმატებილი იყო, კარგადაც გაიყიდა და სამი დადებითი რეცენზია დაიმსახურა. ოსტინს „სიამაყე და წინაგანწყობა“ „კომისიის’ პირობით რომ გამოეცა, 475 გირვანქა მოგებას ნახავდა, რაც მამამისის წლიურ შემოსავალზე ორჯერ მეტი იყო. 1813 წლისათვის ეგერთონი უკვე მეორე ტირაჟს ყიდდა. 1814 წლის მაისში ეგერთონმა „მენსფილდ პარკი“ გამოსცა. ამ წიგნს კრიტიკოსებმა ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ტირაჟი ექვს თვეში გაიყიდა და ოსტინის შემოსავალი, ყველა სხვა რომანთან შედარებით, მეტი იყო. ოსტინმა ეს არ იცოდა, მაგრამ მისი რომანები ფრანგულად ითარგმნა და პირატულად, იაფ-ფასიან წიგნებად გამოიცა საფრანგეთში. ლიტერატურის კრიტიკოსი ნოელ კინგი აღნიშნავს, რომ იმდროინდელი საფრანგეთი სავსე იყო რომანტიული ფანტაზიებით და უცნაურია, რომ ოსტინის რომანებმა, რომლებიც ინგლისურ ყოველდღიურ ყოფას აღწერდა, იქ მკითხველი იპოვა. თუმცა კინგი ასევე გვაფრთხილებს, რომ მთარგმნელმა, მადამ იზაბელ დე მონთელიუმ, ინგლისური თითქმის არ იცოდა და მისი თარგმანები „იმიტაციებს“ უფრო ჰგავდა. მონთელიუს თანაშემწე უყვებოდა ძირითად შინაარს, რომელსაც იგი შემდეგ გაზვიადებული ფრანგულით წერდა და ამ პროცესში ოსტინისეული სიუჟეტი და პერსონაჟები ხშირად იკარგებოდა. 1821 წელს საფრანგეთში გამოიცა „დარწმუნება“ სათაურით La Famille Elliot ou L'Ancienne Inclination. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოსტინი ავტორად იყო მოხსენიებული. ოსტინმა გაიგო, რომ პრინცი-რეგენტი აღფრთოვანებული იყო მისი რომანებით და ყველა რეზიდენციაში თითო კომპლექტი ჰქონდა. 1815 წლის ნოემბერში, პრინც-რეგენტის ბიბლიოთეკარმა ჯეიმს სთეინერ ქლარკმა ოსტინი პრინცის ლონდონის რეზიდენციაში მიიპატიჟა და მიანიშნა, რომ კარგი იქნებოდა მომავალი რომანი „ემა“ პრინცისათვის მიეძღვნა. თუმცა ოსტინს პრინცი არ მოსწონდა, ასეთ თხოვნაზე უარს ვერ იტყოდა. ოსტინს დასაძრახისად მიაჩნდა პრინცის მექალთანეობა, აზარტული თამაშები, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, სიძუნწე და ზოგადად შეუფერებელი ქცევა. მოგვიანებით მან დაწერა „რომანის გეგმა, მავანი ‘სფეროების’ მოთხოვნით“, იდეალური რომანის სატირული მონახაზი, რომელიც ბიბლიოთეკარის მრავალრიცხოვან დარიგებას ეფუძნებოდა. ოსტინს დიდად აღიზიანებდა ქლარკის მაღალფარდოვანი ლიტერატურული რჩევები და „რომანის გეგმით“, რომელიც ქლარკის პაროდიას წარმოადგენდა, შურს იძიებდა ყველა იმ არასასურველი წერილისათვის, რასაც სამეფო ბიბლიოთეკარისაგან იღებდა. 1815 წლის შუაგულში ოსტინმა თავისი ნაშრომები ეგერთონისაგან ჯონ მარისთან გადაიტანა, რომელიც უფრო ცნობილი გამომცემელი იყო. მარიმ გამოაქვეყნა „ემა“ 1815 წლის დეკემბერში და „მენსფილდ პარკის“ მეორე გამოცემა 1816 წლის თებერვალში. „ემა“ კარგად გაიყიდა, მაგრამ „მენსფილდ პარკის“ ახალი გამოცემა ისეთი წარმატებული აღარ იყო და ამ წარუმატებლობამ თითქმის გააბათილა „ემა“-დან მიღებული შემოსავალი. ეს იყო ოსტინის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ბოლო წიგნები. სანამ მარი „ემა“-ს გამოსაცემად ამზადებდა, ოსტინმა დაიწყო „ელიოტები“, რომლებიც მოგვიანებით გამოქვეყნდა, როგორც „დარწმუნება“. მან პირველი მონახაზი 1816 წლის ივლისში დაასრულა. გარდა ამისა, „ემა“-ს გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში, ჰენრი ოსტინმა ქროსბისგან გამოისყიდა „სიუზანის“ საავტორო უფლებები. ოსტინი იძულებული შეიქნა ამ დასრულებული რომანების გამოქვეყნება გადაედო, რადგან ოჯახი ფინანსურ პრობლემებს გამიცდიდა. ჰენრი ოსტინის ბანკი 1816 წლის მარტში გაკოტრდა, მან ყველა აქტივი დაკარგა და ვალებში ჩავარდა. ეს ამბავი მის ძმებსაც, ედვარდს, ჯეიმსს და ფრანკს, დიდ თანხებად დაუჯდა. ამის შემდეგ, ჰენრი და ფრენკი დედას და დებს ფინანსურ დახმარებას ვეღარ უწევდნენ.

ავადმყოფობა და გარდაცვალება

რედაქტირება
 
8 College Street in Winchester where Austen lived her last days and died

A1816 წლის დასაწყისში ოსტინმა თავს შეუძლოდ იგრძნო, მაგრამ გამაფრთხილებელ ნიშნებს ყური არ ათხოვა. წლის შუაგულისათვის მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ნელ-ნელა დამძიმდა. ბიოგრაფების უმრავლესობა ზაქარი ქოუფის 1964 წლის რეტროსპექციულ დიაგნოზს ეყრდნობა და მიიჩნევს, რომ სიკვდილის მიზეზი ადისონის დაავადება იყო, თუმცა მისი საბოლოო სიმპტომები შესაძლოა ჰოჯკინსის ლიმფომის შედეგი ყოფილიყო. მისი ბიძის გარდაცვალებისას გაირკვა, რომ მან მთელი ქონება თავის ცოლს დაუტოვა, ხოლო ნათესავები მემკვიდრეობის გარეშე დარჩნენ. ამ ამბავმა ჯეინ ოსტინმა ავადმყოფობის რეციდივი გამოიწვია და წერდა “მრცხვენია იმის თქმა, რომ ბიძაჩემის ანდერძისგან განცდილმა შოკმა ავადმყოფობის დაბრუნება გამოიწვია... მაგრამ სუსტი სხეული სუსტ ნერვებს ვერ უძლებს“. ავადმყოფობის მიუხედავად, ჯეინი მუშაობას განაგრძობდა. „ელიოტების“ დაბოლოებით უკმაყოფილო იყო და ბოლო ორი თავი მთლიანად გადაწერა. ეს სამუშაო 1816 წლის 6 აგვისტოს დაასრულა. 1817 წელს ოსტინმა წამოიწყო „ძმები“ (1925 წელს გამოიცა სახელწოდებით „სანდიტონი“) და თორმეტი თავი დაასრულა. მუშაობა 1817 წლის მარტის შუაგულში შეწყვიტა, ალბათ ავადმყოფობის გამო. ტოდი აღწერს „სანდიტონის“ მთავარ გმირს, დაიანა პარკერს, როგორხ „ენერგიულ ინვალიდს“. რომანში ოსტინი იპოქონდრიკებს დასცინის და თუმცა თავის გმირს „ნაღველით სნეულს“ უწოდებს, რომანზე ხელის აღებიდან ხუთი დღის მერე თავის თავზე წერს, რომ „სულ არასწორი ფერი ვარ“ და ცხოვრობს „მეტწილად, დივანზე“. 1817 წლის 18 მარტის შემდეგ, მას ხელში კალამი აღარ აუღია, და ეს აღნიშნა კიდეც. ოსტინი ცდილობდა თავის მდგომარეობა არ გაწეზვიადებინა და მას აღწერდა, როგორც „ნაღველს“ და რევმატიზმს. ავადმყოფობა დამძიმდა და ღონემიხდილ ჯეინს უკვე სიარული უჭირდა. აპრილის შუაგულში ლოგინად ჩავარდა. მაისში კასანდრამ და ჰენრიმ ჯეინი ვინჩესტერში წაიყვანეს სამკურნალოდ, მაგრამ ამ დროს უკვე გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა და სიკვდილი შვებად მიაჩნდა. ჯეინ ოსტინი გარდაიცვალა ვინჩესტერში 1817 წლის 18 ივლისს, 41 წლის ასაკში. ჰენრიმ თავისი კლერიკალური კავშირები გამოიყენა და ის დაასაფლავეს ვინჩესტერის ტაძარში, ჩრდილოეთ ეკვდერის ნეფში. ჯეინის ეპიტაფია მისმა ძმამ ჯეიმსმა დაწერა, მასში შექებულია ჯეინის პირადი თვისებები, გამოთქმულია მისი სულის ხსნის იმედი და ნახსენებია „მისი გამორჩეული გონება“. სიტყვაც არ არის თქმული მის მწერლურ მიღწევებზე.

სიკვდილისშემდგომი გამოცემები

რედაქტირება

Iოსტინის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში, კასანდრამ, ჰენრიმ და მარიმ გადაწყვიტეს „დარწმუნება“ და „ნორთანგერის სააბატო“ კომპლექტად გამოეცათ. ჰენრი ოსტინმა დაწერა 1817 წლის დეკემბრით დათარიღებული „ბიოგრაფიული ნარკვევი“, რომელშიც თავისი და პირველად ახსენა როგორც ამ რომანების ავტორი. ტომალინი ამ ნარკვევს აღწერს, როგორც „მოსიყვარულე და დახვეწილ ხოტბას“. ეს წიგნები კარგად გაიყიდა - 1818 წლის ბოლოს 321 ცალიღა იყო დარჩენილი. თუმცა 1820-იან წლებში ოსტინის ექვსი რომანის ტირაჟი დამთავრდა, პირადი ბიბლიოთეკებისა და მოგზაური ბიბლიოთეკების დახმარებით ამ წიგნებს მაინც ჰყავდა მკითხველი. ოსტინმა მალევე შეიძინა თაყვანისმცემლები. 1823 წელს გამოქვეყნდა პირველი ნაწერი, რომელიც მას იყენებს, როგორც პერსონაჟს. ეს იყო „ქალბატონების ჟურნალის“ (The Lady's Magazine) რედაქტორისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც საუბარია ოსტინის გენიაზე და რჩება შთაბეჭდილება, რომ დამწყებ ავტორებს ამ სიძლიერის შურდათ. 1832 წელს რიჩარდ ბენტლიმ შეიძინა ყველა რომანის საავტორო უფლება და შემდეგ ზამთარს „სტანდარტული რომანის“ სერიით გამოსცა რომანების ხუთი ილუსტრირებული ტომი. 1822 წლის ოქტომბერში ბენტლიმ გამოუშვა მისი ნაშრომების სრული გამოცემა. მას მერე, ოსტინის რომანების მიმართ ინტერესი არ შეწყვეტილა.


ჟანრი და სტილი

რედაქტირება

ოსტინის წიგნები კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენენ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელებული სენტიმენტალური რომანისადმი და მე-19 საუკუნის ლიტერატურული რეალიზმისკენ გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს. უფრო ადრეული ინგლისელი რომანისტები, რიჩარდსონი, ჰენრი ფილდინგი და თობიას სმოლეთის შემდეგ ასპარეზზე სენტიმენტალური რომანის სკოლა გამოვიდა. ჯეინ ოსტინმა უარი თქვა ამ რომანტიული ავტორების (უოლტერ სკოტი, ჰორას უოლფოული, კლარა რივი, ან რედკლიფი, ოლივერ გოლდსმითი) მიერ შემოთავაზებულ სტილსა და ჟანრზე და რომანი დააბრუნა „მოხდენილ ხაზზე“, რიჩარდსონისა და ფილდინგის „ქცევის რეალისტური შესწავლის“ ტრადიციას დაუბრუნა. მეოცე საუკუნის შუა წლებში, კრიტიკოსებმა ფ.ბ. ლივისმა და იან უოტმა, ის რიჩარდსონისა და ფილდინგის ტრადიციას მიაკუთნეს, ორივე დარწმუნებული იყო, რომ ოსტინმა კარგად გამოიყენა „ირონიის, რეალიზმისა და სატირის ფორმა და მათზე უპირატეს ავტორად მოგვევლინა“. უოლტერ სკოტი აღნიშნავდა, რომ ოსტინმა „წინააღმდეგობა გაუწია თანამედროვე ლიტერატურის იაფფასიან სენსაციონალიზმს - „ეფემერულ ნაწარმოებებს, რომლებითაც სავსეა დასალევი ადგილები და მოგზაური ბიბლიოთეკები““. თუმცა ამ ჟანრების მიუღებლობა მის მიერ საკმაოდ კომპლექსურია, რის მაგალითადაც „ნორთანგერის სააბატო“ და „ემა“ გამოდგება. უილიამ ვორდვორთის მსგავსად, რომელმაც თანადროული რომანი მიწასთან გაასწორა თავისი „ლირიული ბალადების“ შესავალში (1800), ოსტინიც თავს არიდებს ‘ესკაპისტურ’ რომანს. მისი დისციპლინა და ნოვატორობა ვუდსვორთისას არ ჩამოუვარდება და ის აჩვენებს, რომ „მეტ ხელოვნებას ნაკლები სიტყვები სჭირდება“. მან უარი თქვა პოპულარულ გოთიკურ ლიტერატურაზე, საშიშ ამბებზე, რომლებშიც ქალი პერსონაჟი, როგორც წესი, დამწყვდეულია რაიმე მოშორებულ ადგილას, კოშკში ან სააბატოში (1784-1818 წლებში სიტყვა „სააბატო“ 32 რომანის სათაურში გვხვდება). ამავდროულად ის ამ კლიშეს იყენებს, მაგალითად - „ნორთანგერის სააბატოში“ - როდესაც მისი გმირი, ქეთრინი, ელოდება საცხოვრებლად მოშორებულ ადგილას გადასვლას. მაგრამ უარყოფისა ან პაროდიის ნაცვლად, ოსტინი ჟანრს სახეს უცვლის, ელეგანტურ ოთახებსა და თანადროულ კონფორტს უპირისპირებს პერსონაჟის „რომანებით გამოწვეულ“ სურვილებს. გოთიკურ ლიტერატურას ოსტინი ხელაღებით არ დასცინის: ის სახეს უცვლის გარემოებებსა და სიტუაციებს - მისი პერსონაჟები კვლავაც დამწყვდეულნი არიან, თუმცა მათი საპყრობილე ამქვეყნიური და რეალურია - დაწყობილი მანერები და წვეულებათა მკაცრი წესები. „გრძნობა და გონება“-ში ოსტინის გმირები უფრო მრავალმხრივი არიან, ვიდრე ტიპურ სენტიმენტალურ ლიტერატურაში. კრიტიკოსი ქეიმერი აღნიშნავს, რომ თუმცა ეს ნამდვილად არის პოპულარული სენტიმენტალირი ლიტერატურის პაროდია, „მარიანი თავისი სენტიმენტალური თეატრალურობით სწორედ ანგარიშიან სამყაროს პასუხობს ... ქალური მწუხარების სამართლიანი კივილით.“ რიჩარდსონის „პამელა“, სემტიმენტალური რომანის ნიმუში, არის სიყვარულის დიდაქტიკური ისტორია, რომელსაც კეთილი დასასრული აქვს. ის დაიწერა იმ ეპოქაში, როდესაც ქალებს ახალი-მოპოვებული ჰქონდათ ქმრების არჩევის უფლება, მაგრამ სოციალური შეზღუდვები ჯერ კიდევ ძლიერი იყო. ოსტინმა სცადა რიჩარდსონის ეპისტოლარული სტილი, თუმცა გადაწყვიტა, რომ მის რეალიზმს, რომელშიც ყოველი დიალოგი და ჟესტი მნიშვნელოვანია, თხრობა უფრო შეესაბამებოდა. თხრობა მესამე პირში მიმდინარეობს - ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ინგლისელმა რომანისტმა ასე ძალუმად გამოიყება ეს სტილი - რაც საშუალებას აძლევს ავტორს მკითხველს პირდაპირ წარუდგინოს პერსონაჟის ფიქრები და არც სიუჟეტზე დაკარგოს კონტროლი. ამ სტილის დახმარებით ავტორი ხან თავის ხმას აწვდის მკითხველს, ხან კი - პერსონაჟისას. ოსტინს ბუნებრივად გამოსდიოდა ლაპარაკი და დიალოგი. მკვლევარი მერი ლასალსის თანახმად: „არ მოიძებნება ბევრი რომანისტი, რომელიც ჯეინ ოსტინივით პირნათლად ემსახურებოდეს პერსონაჟების საუბრის მანერასა და ფიქრებს“. ფრაგმენტული მეტყველების ტექნიკა მიგვითითებს პერსონაჟის ხასიათსა და ტონზე; სინტაქსი და აზრების გამოთქმის მანერა უფროა გამოყენებული სოციალური მრავალმრივობის გამოსახატად, ვიდრე ლექსიკური მარაგი. დიალოგი პერსონაჟის განწყობას გამოხატავს - იმედგაცრუებას, სიბრაზეს, ბედნიერებას - თითოეული სხვადასხვანაირადაა მოწოდებული, ხშირად წინადადების განსხვავებული სტრუქტურის მეშვეობით. როდესაც ელიზაბეთ ბენეტი დარსის წინადადებას უარყოფს, მისი გაძნელებული მეტყველება და არეული წინადადებები მის გულისტკივილს გამოხატავს. ოსტინის სიუჟეტები ხაზს უსვამს, თუ რამდენად დამოკიდებულნი არიან ქალები ქორწინებაზე იმისათვის, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა განიმტკიცონ. როგორც ხელოვნების ფორმას, მე-18 საუკუნეში რომანს არ მიეღწია იმ სერიოზულობისათვის, რაც მას მე-19 საუკუნემ მიანიჭა, როდესაც რომანებს უყურებდნენ, როგორც „ბუნებრივ ინსტრუმენტს იმის განსახილველად და გამოსამზეურებლად, რაც მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში“. ოსტინი ძალიან ღრმად არ შედის პერსონაჟების ფსიქიკაში, ის სიამოვნებით ურთიერთობს მათთან და იუმორის გრძნობას ანიჭებს მათ, ასე თვლიდა კრიტიკოსი ჯონ ბეილი. იგი ფიქრობდა, რომ მისი იუმორისა და ირონიის წყარო იყო მისი მიდგომა, რომ კომედია „სიცოცხლის გადამრჩენელია“. ოსტინმა ნაწილობრივ იმითიც მოიხვეჭა სახელი, რომ იყო პირველი ქალი, რომელმაც დიდი კომიკური რომანები დაწერა - ამას კი ისტორიული და ლიტერატურული მნიშვნელობა აქვს. სემუელ ჯონსონის გავლენა აშკარად გამოსჭვივის იმაში, რომ ოსტინი მისდევს მის რჩევას „ისე აღწერო ცხოვრება, რომ მხიარულება გამოიწვიო“. მისი იუმორი ჩანს მის თავმდაბლობასა და უპირატესობის არჩვენებაში, რაც მის ყველაზე წარმატებულ პერსონაჟებს, მაგალითად ელიზაბეთ ბენეტს, საშუალებას აძლევს ცხოვრების ტრივიალურ დეტალებზე მაღლა დადგნენ, როცა უფრო სულელი პერსონაჟები მთლიანად ჩაფლულნი არიან მათში. ოსტინი კომედიას იყენებდა იმისათვის, რომ გამოეკვლია ქალთა ცხოვრების ინდივიდუალურობა და ურთიერთობები ქალებსა და მამაკაცებს შორის. ისე ჩანს, რომ მან შეძლო ცხოვრებაში კარგი მოეძებნა, რასაც ხშირად „ეთიკურ მგრძნობელობასთან“ აერთიანებდა და ამით არტისტულ დაძაბულობას ქმნიდა. კრიტიკოსი რობერტ პოლემუსი წერს: „იმისათვის, რომ შევაფასოთ ოსტინის დრამა და მიღწევები, უნდა გვახსოვდეს, რა ღრმა გატაცებით გასცემდა იგი მოწიწებასაც და დაცინვასაც... და მისი კომიკური წარმოსახვა ამჟღავნებს მისი გონებისა და ხედვის ჰარმონიასაც და წინააღმდეგობრიობას მაშინ, როდესაც ის ცდილობს სატირა სიკეთეს შეუხამოს“.

თანადროული გამოხმაურება

რედაქტირება
 
In 1816 the editors of The New Monthly Magazine noted Emma's publication, but chose not to review it.თარგი:Cref2

ოსტინის წიგნები ანონიმურად იბეჭდებოდა, ამიტომ დიდი პირადი ცნობადობა მისთვის არ მოუტანია. ისინი პოპულარული იყო იმ ადამიანებში, ვის აზრსაც პატივს ცემდნენ. მიმოხილვების უმრავლესობა იყო მოკლე და ძირითადად კეთილგანწყობილი, თუმცა ზედაპირული და ფრთხილი. ისინი უფრო ხშირად რომანების მორალურ გაკვეთილებზე საუბრობდნენ. სერ ვალტერ სკოტმა, იმ დროს ყველაზე სახელგანთქმულმა რომანისტმა, ერთი მიმოხილვა ანონიმურად დაწერა. ეს მიმოხილვა მან იმისათვის გამოიყენა, რომ რომანის მაშინ არასაპატივსაცემო ჟანრი დაეცვა და ოსტინის რეალიზმი შეაქო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმოხილვა რიჩარდ ვეითლის ეკუთვნის. ის 1821 წელს დაიწერა, თუმცა ვეიტლიმ უარყო ავტორობა მიმოხილვისა, რომელიც ოსტინს ისეთ ფიგურებს ადარებდა, როგორიც ჰომეროსი და შექსპირია და მისი სიუჟეტების დრამატიზმს აქებდა. სკოტისა და ვეიტლის ტონი აიტაცეს ოსტინის მიმომხილველებმა მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში.

მე-19 საუკუნე

რედაქტირება
 
One of the first two published illustrations of Pride and Prejudice, from the Richard Bentley edition.[3] Caption reads: "She then told him [Mr Bennett] what Mr Darcy had voluntarily done for Lydia. He heard her with astonishment."

ოსტინის რომანები არ შეესაბამებოდა რომანტიულ და ვიქტორიანულ მოლოდინებს, რომ „ნაწერში ძლიერ ემოციას ხმისა და ფერის აშკარა გამოსახვა უნდა ადასტურებდეს“. ამიტომ მე-19 საუკუნის კრიტიკოსები და მკითხველები ჩარლზ დიკენსისა და ჯორჯ ელიოტის წიგნებს უფრო ეტანებოდნენ. 1815 წელს დაწერილ კეთილგანწყობილ მიმოხილვაში სერ ვალტერ სკოტი ამბობდა - „ემა“ გვაჩვენებს, რომ „ხელოვნებას შეუძლია გადმოიღოს ჩვეულებრივი ცხოვრება და აჩვენოს მკითხველს არა წარმოსახვითი სამყაროს ჩინებული სცენები, არამედ მისი ყოველდღიური გარემოს მართალი და შთამბეჭდავი ასახვა“. თუმცა სკოტის მიმოხილვა კეთილგანწყობილი იყო, ოსტინის ნაწერები იმ რომანტიულ დროს გაბატონებულ ესთეტიკურ ღირებულებებს არ ემთხვეოდა. მისი რომანები 1830-იან წლებში თავიდან გამოიცა და კარგად იყიდებოდა, თუმცა ბესტ-სელერები არ ყოფილა. პირველი ფრანგი კრიტიკოსი, რომელმაც ოსტინი შეამჩნია იყო ფილარეტ შალი. მან ოსტინის მწერლობა არაფრად ჩააგდო, ორი წინადადება მიუძღვმა 1842 წლის ესსეში ვალტერ სკოტის გავლენის შესახებ და უწოდა მოსაწყენი, მიმბაძველი მწერალი, რომელსაც შინაარსობრივი არაფერი გაუკეთებია. შალის გარდა, ოსტინი საფრანგეთში არავის უხსენებია 1878 წლამდე. ოსტინს ბევრი აღფრთოვანებული მკითხველი ჰყავდა მე-19 საუკუნეში, რომლებიც თავს ლიტერატურულ ელიტად მიიჩნევდნენ. ფილოსოფოსმა და კრიტიკოსმა ჯორჯ ჰენრი ლუისმა თავისი შეხედულებები 1840-იან და 1850-იან წლებში გამოქვეყნებულ ენთუზიაზმით აღსავსე სტატიებში ჩამოაყალიბა. საუკუნის ბოლოსაკენ ეს თემა ჰენრის ჯეიმსმა გააგრძელა - რამდენჯერმე პოზიტიურ კონტექტში ახსენა და ერთხელ ისეთი მწერლების რიგში ჩააყენა, როგორც შექსპირი, სერვანტესი და ჰენრი ფილდინგი - „ჩვენი ცხოვრების უმშვენიერესი მხატვრები“. 1869 წელს ჯეიმს ედუარს ოსტინ-ლიმ გამოაქვეყნა „ჯეინ ოსტინის მოგონება“, რითაც საზოგადოებას წარუდგინა ოსტინი, როგორც „საყვარელი მამიდა ჯეინი“, პატივსაცემი გაუთხოვარი მამიდა. ამ ბიოგრაფიას ოსტინის რომანების თავიდან გამოცემა მოჰყვა - პირველი პოპულარული გამოცემები 1883 წელს გამოვიდა. მათ მალევე მოჰყვა ძვირფასი ილუსტრირებული გამოცემები და საკოლექციო კომპლექტები. მწერალი და კრიტიკოსი ლესლი სტივენი 1880-იან წლებში ოსტინის მიერ გამოწვეულ მანიას „ოსტინთაყვანისმცემლობას“ უწოდებდა. 1878 წელს ფრანგმა კრიტიკოსმა ლეონ ბუშემ გამოაქვეყნა Le Roman Classique en Angleterre (კლასიკური ინგლისური რომანი), რომელშიც ოსტინს ‘გენიოსი’ უწოდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საფრანგეთში მის მიმართ ეს ეპიტეთი იხმარეს. ოსტინის რომანების პირველი ფრანგული თარგმანი, რომელიც ორიგინალს მიესადაგებოდა, 1899 წელს გამოვიდა, როდესაც ფელიქს ფენეონმა თარგმნა „ნორთანგერის სააბატო“ სათაურით „ქეთრინ მურლანდი“. მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიტერალურული ელიტის წარმომადგენლებმა გაილაშქრეს ოსტინის პოპულარიზაციის წინააღმდეგ. ისინი თავს ‘ჯეინიტებს’ უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ გამოირჩეოდნენ მასებისაგან, რომელთაც ოსტინის ნაწარმოებები კარგად არ ესმოდათ. მაგალითად ჰენრი ჯეიმსი ალმაცერად უყურებდა ჯეინ ოსტინით „გზააბნეულ გატაცებას“ და თვლიდა, რომ საზოგადოებრივი ინტერესის მზარდი ტალღა ბევრად აზვიადებდა მის „ნამდვილ ღირსებასა და ინტერესს“. ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი ა.უოლტონ ლიტცი აღნიშნავდა, რომ მე-19 და მე-20 საუკუნის „ანტი-ჯეინიტები“ ძლიერ ლიტერატურულ ლაშქარს წარმოადგენდნენ, იქ შედიოდნენ მარკ ტვენი, ჰენრი ჯეიმსი, შარლოტა ბრონტე, დ.ჰ. ლორენსი და კინგსლი ეიმსი. თუმცა „ყველა უარყოფითი შეფასება ოდენ კრიტიკოსის შეზღუდვებსა და უცნაურობებს წარმოაჩენს, ხოლო ოსტინს დიდად ვერაფერს აკლებს“.


ჩვენი დრო

რედაქტირება

ოსტინის რამდენიმე ნაწარმოები აკადემიური შესწავლის საგანი გახდა. ოსტინის შესახებ პირველი დისერტაცია 1883 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ჯორჯ ფელიუმ დაიცვა. 1911 წელს ოქსფორდელმა შექსპიროლოგმა ა.ს.ბრედლიმ პირველი ნარკვევი გამოაქვეყნა. მასში ბრედლი ოსტინის რომანებს აჯგუფებს, როგორც „ადრინდელ“ და „გვიანდელ“ ნაწარმოებებს და ამ ტიპოლოგიას დღემდე იყენებენ. საფრანგეთში პირველი აკადემიური წიგნი, რომელიც ჯეინ ოსტინს მიეძღვნა იყო პოლ და ქეით რაგების მიერ 1914 წელს გამოცემული „ჯეინ ოსტინი“. ამ წიგნში ავტორები ხსნიდნენ, თუ რატომ უნდა განიხილებოდეს ოსტინი, როგორც სერიოზული მწერალი ფრანგი კრიტიკოსებისა და მკითხველების მიერ. იმავე წელს ლეონი ვილარმა გამოაქვეყნა „Jane Austen, Sa Vie et Ses Oeuvres“, რომელიც მისი სადოქტორო ნაშრომი იყო - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოსტინი სერიოზული აკადემიური კვლევის საგანი გახდა საფრანგეთში. ინგლისურად ოსტინის ნაწარმოებების მეორე კვლევად ითვლება 1923 წელს რ.უ.ჩეპმენის მიერ ოსტინის ნაწარმოებების სრული კრებულის გამოქვეყნება. ეს იყო არამარტო ოსტინის ნაწარმოებების პირველი სამეცნიერო გამოცემა, არამედ საერთოდ პირველი შემთხვევა, როდესაც ინგლისელი მწერლის ნაწერების სამეცნიერო გამოცემა მოხდა. ჩეპმენის ტექსტი საფუძვლად დაედო ოსტინის ნაწარმოებების ყველა შემდგომ გამოცემას. 1939 წელს მერი ლასელზის წიგნმა „ჯეინ ოსტინი და მისი ხელოვნება“ საფუძველი ჩაუყარა ოსტინის აკადემიურ შესწავლას. ლასელზის წიგნი შეიცავდა ოსტინის მიერ წაკითხული წიგნების ანალიზს და ამ კითხვის გავლენას მის ნაშრომებზე, ასევე მიმოიხილავდა ოსტინის სტილასა და მისი „თხრობის ხელოვნებას“. პირველად მაშინ შეფიქრიანდნენ, რომ ოსტინის ლიტერატურული კრიტიკა აკადემიურ სფეროში ინაცვლებდა და უფრო და უფრო ეზოთერიული ხდებოდა - ეს დებატი ახლაც მიმდინარეობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოსტინის კვლევა გაგრძელდა, მკვლევარები სხვადასხვა კრიტიკულ მიდგომას იყენებდნენ, მათ შორის ფენიმისტურ თეორიას. პოსტ-კოლონიური თეორიის გამოყენება ყველაზე საკამათო გახდა. კიდევ უფრო გაფართოვდა გათიშულობა ოსტინის საყოველთაო პოპულარობასა (განსაკუთრებით თანამედროვე ჯეინიტების მხრიდან) და აკადემიურ შეფასებას შორის. 1949 წელს დაარსებულ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოსტინი მოწონებით არ სარგებლობდა. ჩინეთში მხოლოდ იმ დასავლელი ავტორების თარგმნა უნდოდათ, რომლებიც დასავლური ცხოვრების წესს ცუდად აჩვენებდნენ, ხოლო ოსტინის ნაწარმოებები ზედმეტად ‘ფრივოლურად’ ითვლებოდა. 1950-იანების ეს მტრული დამოკიდებულება მაინც არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს მოხდა 1966-69 წლებში. მაშინ ოსტინი აკძალეს როგორ „ბრიტანელი ბურჟუაზიული იმპერიალისტური მწერალი“. გვიან 1970-იანებში ოსტინის გამოქვეყნება დაუშვეს და მისი წიგნების პოპულარობამ გააოგნა ხელისუფლება, რომელსაც ვერ გაეგო, რომ ხანდახან ადამიანებს წიგნების წაკითხვა სიამოვნების მისაღებად სჭირდებათ და არა მხოლოდ დიალექტიკური მიზნებით. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ოსტინს კვლავ ძალუძს დებატების გამოწვევა იყო ამერიკელი ფილოლოგი პროფესორის კოპელის ლექციაზე ნათქვამი, რომ ოსტინი და მისი ოჯახი „ღრმა შეფერილობის ტორებს წარმოადგენდნენ“ (ტორები კონსერვატიული პარტია იყო, ხოლო ვიგები - ლიბერალური). ამ განცხადებამ დიდად გააცხარა კოპელის ლიბერალური სტუდენტები, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ ოსტინის კონსერვატორიზმში. კონსერვატორმა კოპელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ფემინისტი ავტორი, მაგალითად კლაუდია ჯონსონი და მოლი სენდკოკი, ოსტინს თავინთ მხარეზე მოიაზრებს. ჰანს-გეორგ გადამერის ნაშრომების მოხმობით, კოპელი ამტკიცებდა, რომ სხვადასხვა ადამიანი ერთი და იგივე ლიტერატურულ ნაწარმოებზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, რადგან ხელოვნება ყოველთვის სუბიექტურია და ლიტერალურის შეფასებისათვის ყველას საკუთარი სტანდარტი აქვს. ამიტომ, ამტკიცებდა კოპელი, ოსტინის ნაწარმოებების სხვადასხვანაირი გაგება თანაბრად დასაშვებია და შესაძლებელია, რომ ოსტინი დავინახოთ, როგორც ფემინისტი, რომელიც აკრიტიკებს იმდროინდელ საზოგადოებას და როგორც კონსერვატორი, რომელიც იმდროინდელი საზოგადოების ღირებულებებს მხარს უჭერს.


ადაპტაციები

რედაქტირება

ოსტონის რომანებმა წარმოშვა გაგრძელებები (სიქველ), წინა-ნაწარმოებები (პრი-ქველ) და ყველა ჟანრის ადაპტაციები, რბილი პორნოდან დაწყებული, ფენტეზით დამთავრებული. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, მისმა ოჯახის წევრებმა გამოაქვეყნეს დაუსრულებელი რომანების დასასრულები და 2000 წლისათვის 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ადაპტაცია დაგროვდა. ოსტინის პირველი თეატრალური ადაპტაცია იყო როსინა ფილიპის მიერ 1895 წელს გამოქვეყნებული „დიალოგები და სცენები ჯეინ ოსტინის რომანებიდან: ადაპტირებული სახლის წარმოდგენებისათვის“. ფილიპიმ ასევე შექმნა თეატრისათვის განკუთვნილი პირველი პროფესიონალური ადაპტაცია „ბენეტები“ (1901). პირველი კინემატოგრაფიული ადაპტაცია იყო 1940 წლის „სიამაყე და წინაგანწყობა“, მგმ-ს ნაწარმოები, რომლებშიც მთავარ როლებს ლორენს ოლივიე და გრირ გარსონი ასრულებდნენ. 1970-იან წლებში ბი-ბი-სი-ს სატელევიზიო დრამები ცდილობს საგულდაგულოდ მიჰყვეს ოსტინის სიუჟეტს, დახასიათებებს და სცენებს. ბრიტანელი კრიტიკოსი რობერტ ირვინი აღნიშნავს, რომ ამერიკულ კინოებში, 1940 წლიდან დღემდე, კლასობრივი საკითხი ცოტათი მიჩქმალულია, ვინაიდან აშშ ოფიციალურად ეგალიტარული სახელმწიფოა, სადაც ყველა თანასწორია და ამერიკელები ბოლომდე ვერ იღებენ ოსტინის მიერ აღწერილ რეგენტის ეპოქის ინგლისურ საზოგადოებას მისი იერარქიულობით, რომელიც მიწის ფლობას და გვარის სიძველეს ეფუძნება. 1995 წელს გამოვიდა ანგ ლის მიერ გადაღებული „გრძნობა და გონება“, რომლის კინოსცენარისთვის ემა თომპსონმა ოსკარი მიიღო და უაღრესად პოპულარული ბი-ბი-სი-ს სერიალი „სიამაყე და წინაგანწყობა“, რომელშიც ჯენიფერ ილი და კოლინ ფირთი თამაშობდნენ. 2005 წელს გამოვიდა ინგლისური ფილმი „სიამაყე და წინაგანწყობა“, რომელიც გადაიღო ჯო რაითმა და რომელშიც თამაშობდნენ კირა ნაითლი და მეთიუ მაკფაიდენი. 2007 წელს აი-ტი-ვი-მ გადაიღო „მენსფილდ პარკი“, „ნორთანგერის სააბატო“ და „დარწმუნება“, ხოლო 2016 წელს „სიყვარული და მეგობრობა“, სადაც ლედი სიუზანს ქეით ბეკინსეილი თამაშობდა.

სახელის უკვდავყოფა

რედაქტირება

ოსტინი გამოსახულია 10-ფუნტიანზე, რომელიც 2017 წელს შემოვიდა ცირკულირებაში. მან ჩარლზ დარვინი ჩაანაცვლა. .[4][5][6]

Novels

Unfinished fiction

Other works

  • Sir Charles Grandison (adapted play) (1793, 1800)[]
  • Plan of a Novel (1815)
  • Poems (1796–1817)
  • Prayers (1796–1817)
  • Letters (1796–1817)

Juvenilia—Volume the First (1787–1793)[]

  • Frederic & Elfrida
  • Jack & Alice
  • Edgar & Emma
  • Henry and Eliza
  • The Adventures of Mr. Harley
  • Sir William Mountague
  • Memoirs of Mr. Clifford
  • The Beautifull Cassandra
  • Amelia Webster
  • The Visit
  • The Mystery
  • The Three Sisters
  • A beautiful description
  • The generous Curate
  • Ode to Pity

Juvenilia—Volume the Second (1787–1793)

Juvenilia—Volume the Third (1787–1793)

Austen, her parents and her siblings
Her siblings, nieces and nephews
  1. The full title of this short play is Sir Charles Grandison or The happy Man, a Comedy in 6 acts. For more information see Southam (1986), 187–189.
  2. This list of the juvenilia is taken from The Works of Jane Austen. Vol VI. 1954. Ed. R.W. Chapman and B.C. Southam. Oxford: Oxford University Press, 1988, as supplemented by additional research reflected in Margaret Anne Doody and Douglas Murray, eds. Catharine and Other Writings. Oxford: Oxford University Press, 1993.
  1. 1.0 1.1 Le Faye (2004), 20
  2. Tomalin (1997), 118.
  3. Gilson (2005), 127.
  4. Jane Austen is now on Britain's 10 pound note en-AU (14 September 2017). ციტირების თარიღი: 4 December 2019
  5. Morris, Steven (18 ივლისი 2017). „Jane Austen banknote unveiled – with strange choice of quotation“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2019.
  6. Suter, Laura (13 სექტემბერი 2017). „New £10 note: how to spot if yours is worth thousands“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2019.
  • Alexander, Christine and Juliet McMaster, eds. The Child Writer from Austen to Woolf. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-81293-3.
  • Auerbach, Emily. Searching for Jane Austen. Madison: University of Wisconsin Press, 2004. ISBN 0-299-20184-8
  • Austen, Jane. Catharine and Other Writings. Ed. Margaret Anne Doody and Douglas Murray. Oxford: Oxford University Press, 1993. ISBN 0-19-282823-1.
  • Austen, Jane. The History of England. Ed. David Starkey. Icon Books, HarperCollins Publishers, 2006. ISBN 0-06-135195-4.
  • Austen, Henry Thomas. "Biographical Notice of the Author". Northanger Abbey and Persuasion. London: John Murray, 1817.
  • Austen-Leigh, James Edward. A Memoir of Jane Austen. 1926. Ed. R.W. Chapman. Oxford: Oxford University Press, 1967.
  • Austen-Leigh, William and Richard Arthur Austen-Leigh. Jane Austen: Her Life and Letters, A Family Record. London: Smith, Elder & Co., 1913.
  • Bayley, John. "Characterization in Jane Austen". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan Publishing Company, 1986. ISBN 0-02-545540-0. 24–34
  • Baker, Amy. "Caught in the Act of Greatness: Jane Austen's Characterization Of Elizabeth And Darcy By Sentence Structure In Pride and Prejudice". Explicator, Vol. 72, Issue 3, 2014. 169–178
  • Brownstein, Rachel M. "Out of the Drawing Room, Onto the Lawn". Jane Austen in Hollywood. Eds. Linda Troost and Sayre Greenfield. Lexington: University Press of Kentucky, 2001 ISBN 0-8131-9006-1. 13–21.
  • Butler, Marilyn. "History, Politics and Religion". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan Publishing Company, 1986. ISBN 0-02-545540-0. 190–208
  • Byrne, Paula. Jane Austen and the Theatre. London and New York: Continuum, 2002. ISBN 978-1-84725-047-6.
  • Cartmell, Deborah and Whelehan, Imelda, eds. The Cambridge Companion to Literature on Screen. Cambridge: Cambridge University Press, 2007. ISBN 978-0-521-84962-3.
  • Collins, Irene. Jane Austen and the Clergy. London: The Hambledon Press, 1994. ISBN 1-85285-114-7.
  • Copeland, Edward and Juliet McMaster, eds. The Cambridge Companion to Jane Austen. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2.
  • Doody, Margaret Anne. "The Early Short Fiction". The Cambridge Companion to Jane Austen. Eds. Edward Copeland and Juliet McMaster. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2. 72–86.
  • Duffy, Joseph. "Criticism, 1814–1870". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan Publishing Company, 1986. ISBN 0-02-545540-0. 93–101
  • Fergus, Jan. "Biography". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 3–11
  • Fergus, Jan. "The Professional Woman Writer". The Cambridge Companion to Jane Austen. Eds. Edward Copeland and Juliet McMaster. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2. 1–20.
  • Gay, Penny. Jane Austen and the Theatre. Cambridge: Cambridge University Press, 2002. ISBN 0-521-65213-8.
  • Gilson, David. "Letter publishing history". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 121–159
  • Gilson, David. "Editions and Publishing History". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 135–139
  • Grey, J. David. The Jane Austen Companion. New York: Macmillan Publishing Company, 1986. ISBN 0-02-545540-0.
  • Grundy, Isobel. "Jane Austen and literary traditions". The Cambridge Companion to Jane Austen. Eds. Edward Copeland and Juliet McMaster. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2. 192–214
  • Halperin, John. "Jane Austen's Lovers". SEL: Studies in English Literature 1500–1900 Vol. 25, No. 4, Autumn, 1985. 719–720
  • Harding, D.W., "Regulated Hatred: An Aspect of the Work of Jane Austen". Jane Austen: A Collection of Critical Essays. Ed. Ian Watt. Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall, 1963.
  • Honan, Park. Jane Austen: A Life. New York: St. Martin's Press, 1987. ISBN 0-312-01451-1.
  • Irvine, Robert Jane Austen. London: Routledge, 2005. ISBN 0-415-31435-6
  • Jenkyns, Richard. A Fine Brush on Ivory: An Appreciation of Jane Austen. Oxford: Oxford University Press, 2004. ISBN 0-19-927661-7.
  • Johnson, Claudia. "Austen cults and cultures". The Cambridge Companion to Jane Austen. Eds. Edward Copeland and Juliet McMaster. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2. 232–247.
  • Kelly, Gary. "Education and accomplishments". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 252–259
  • Keymer, Thomas. "Northanger Abbey and Sense and Sensibility". The Cambridge Companion to Jane Austen. Eds. Edward Copeland and Juliet McMaster. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2. 21–38
  • Kirkham, Margaret. "Portraits". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 68–82
  • Lascelles, Mary. Jane Austen and Her Art. Oxford: Oxford University Press, 1966 [1939].
  • Leavis, F.R. The Great Tradition: George Eliot, Henry James, Joseph Conrad. London: Chatto & Windus, 1960.
  • Le Faye, Deirdre, ed. Jane Austen's Letters. Oxford: Oxford University Press, 1995. ISBN 0-19-283297-2.
  • Le Faye, Deirdre. "Chronology of Jane Austen's Life". The Cambridge Companion to Jane Austen. Eds. Edward Copeland and Juliet McMaster. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2. xv–xxvi
  • Le Faye, Deirdre. Jane Austen: The World of Her Novels. New York: Harry N. Abrams, 2002. ISBN 0-8109-3285-7.
  • Le Faye, Deirdre. Jane Austen: A Family Record. Second Edition. Cambridge: Cambridge University Press, 2004. ISBN 0-521-53417-8.
  • Le Faye, Deirdre. "Letters". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 33–40
  • Le Faye, "Memoirs and Biographies". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 51–58
  • Litz, A. Walton. Jane Austen: A Study of Her Development. New York: Oxford University Press, 1965.
  • Litz, A. Walton. "Chronology of Composition". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 47–62
  • Lodge, David. "Jane Austen's Novels: Form and Structure". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 165–179
  • Looser, Devoney. The Making of Jane Austen. Baltimore, MD: Johns Hopkins University Press, 2017. ISBN 1-4214-2282-4.
  • Lynch, Deirdre Shauna. "Sequels". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 160–169
  • MacDonagh, Oliver. Jane Austen: Real and Imagined Worlds. New Haven: Yale University Press, 1991. ISBN 0-300-05084-4.
  • McMaster, Juliet. "Education". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan Publishing Company, 1986. ISBN 0-02-545540-0. 140–142
  • Miller, D.A. Jane Austen, or The Secret of Style. Princeton: Princeton University Press, 2003. ISBN 0-691-12387-X.
  • Nokes, David. Jane Austen: A Life. Berkeley: University of California Press, 1998. ISBN 0-520-21606-7.
  • Page, Norman. The Language of Jane Austen. Oxford: Blackwell, 1972. ISBN 0-631-08280-8.
  • Polhemus, Robert M. "Jane Austen's Comedy". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 60–71
  • Raven, James. "Book Production". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 194–203
  • Raven, James. The Business of Books: Booksellers and the English Book Trade. New Haven: Yale University Press, 2007. ISBN 0-300-12261-6.
  • Rajan, Rajeswari. "Critical Responses, Recent". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 101–10.
  • Scott, Walter. "Walter Scott, an unsigned review of Emma, Quarterly Review". Jane Austen: The Critical Heritage, 1812–1870. Ed. B.C. Southam. London: Routledge and Kegan Paul, 1968. ISBN 0-7100-2942-X. 58–69.
  • Southam, B.C. "Grandison". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 187–189
  • Southam, B.C. "Criticism, 1870–1940". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 102–109
  • Southam, B.C., ed. Jane Austen: The Critical Heritage, 1812–1870. Vol. 1. London: Routledge and Kegan Paul, 1968. ISBN 0-7100-2942-X.
  • Southam, B.C., ed. Jane Austen: The Critical Heritage, 1870–1940. Vol. 2. London: Routledge and Kegan Paul, 1987. ISBN 0-7102-0189-3.
  • Southam, B.C. "Juvenilia". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 244–255
  • Stovel, Bruce. "Further reading". The Cambridge Companion to Jane Austen. Eds. Edward Copeland and Juliet McMaster. Cambridge: Cambridge University Press, 2014. ISBN 978-0-521-74650-2. 248–266.
  • Sutherland, Kathryn. "Chronology of composition and publication". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 12–22
  • Todd, Janet, ed. Jane Austen in Context. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6.
  • Todd, Janet. The Cambridge Introduction to Jane Austen. Cambridge: Cambridge University Press, 2015. ISBN 978-1-107-49470-1.
  • Tomalin, Claire. Jane Austen: A Life. New York: Alfred A. Knopf, 1997. ISBN 0-679-44628-1.
  • Troost, Linda. "The Nineteenth-Century Novel on Film". The Cambridge Companion to Literature on Screen. Eds. Deborah Cartmell and Imelda Whelehan. Cambridge: Cambridge University Press, 2007. ISBN 978-0-521-84962-3. 75–89
  • Trott, Nicola. "Critical Responess, 1830–1970", Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 92–100
  • Tucker, George Holbert. "Amateur Theatricals at Steventon". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 1–4
  • Tucker, George Holbert. "Jane Austen's Family". The Jane Austen Companion. Ed. J. David Grey. New York: Macmillan, 1986. ISBN 0-02-545540-0. 143–153
  • Waldron, Mary. "Critical Response, early". Jane Austen in Context. Ed. Janet Todd. Cambridge: Cambridge University Press, 2005. ISBN 0-521-82644-6. 83–91
  • Watt, Ian. "Introduction". Jane Austen: A Collection of Critical Essays. Ed. Ian Watt. Englewood Cliffs, NJ: Prentice Hall, 1963.
  • Watt, Ian, ed. Jane Austen: A Collection of Critical Essays. Englewood Cliffs, NJ: Prentice Hall, 1963.
  • Wiltshire, John. Jane Austen and the Body: The Picture of Health. Cambridge: Cambridge University Press, 1992. ISBN 0-521-41476-8.

თარგი:Library resources box

თარგი:Sister project links

თარგი:Jane Austen