ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2009/განხილვა:აისი (ორგანიზაცია)
როდის შეიქმნა ეს ორგანიზაცია? --ცანგალა (გ) 13:30, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- ვინ არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან პრეზიდენტი (საყვარელი ტერმინი)? ჩემი აზრით ორგანიზაცია არც არსებობს. ეს სარეკლამო გვერდია.--ცანგალა (გ) 14:44, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- შეიძლება არსებობდეს კიდევაც, მაგრამ თვითონ სტატია სარეკლამო ხასიათისაა და ამიტომ წასაშლელია. — დათო პასუხი 14:51, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- ვნახოთ სხვა მომხმარებელი რას იტყვის. ისე რაც წავიკითხე მე ვერ ვენდობი და ვერც ჩავეწერებოდი. ბურუსით არის მოცული ინფორმაცია. სამწუხაროდ მშვიდობიანს არ უნდა ჰგავდეს. ნეტა ვცდებოდე.ცანგალა (გ) 15:38, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- შეიძლება არსებობდეს კიდევაც, მაგრამ თვითონ სტატია სარეკლამო ხასიათისაა და ამიტომ წასაშლელია. — დათო პასუხი 14:51, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
1). ორგანიზაცია არსებობს და მოქმედია. ვებგვერდი მაინც გენახათ ... :) 2). რას ნიშნავს სარეკლამო? და რა უნდა ეწეროს რომ სარეკლამოდ არ ჩაითვალოს? მასე ნებისმიერ რამეს ჩათვლი სარეკლამოდ ... ამიხსენით თუ შეიძლება უფრო დაწვრილებით. 3). მშვიდობა რატომ ახსენეთ ვერ მივხვდი და ბარემ დაგეკონკრეტებინათ.
პატივიცემით,
აისის ერთერთი დამფუძნელებლი
ორგანიზაცია აისი ნამდვილად არსებობს და შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩვენს ვებ გვერდზე და გაეცნოთ.
აისის ერთ-ერთი წევრი
„საავტორო უფლება © ს.ო. აისი“
| |
სტატია გადმოკოპირებული ოფიციალური ვებ–გვერდიდან. ეს არის საავტორო უფლებების დარღვევა და უნდა წაიშალოს.(რა თქმა უნდა, თუ ოფ. ვებ-გვერდის პატრონი არ განათავსებს საიტზე მისი მატერიალების გამოყენების ნებართვას ვიკიპედიაში.)--გიორგი , 16:27, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- ხელმოწერა ნუ გავიწყდებათ. მხოლოდ დაწკაპუნებაა საჭირო.ცანგალა (გ) 16:29, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ორგანიზაციის გვერდს გავეცანი. რატომ ვახსენე მშვიდობა? ვებ-გვერდზე წავიკითხე:
- აისის კანონები დამუშავების სტადიაშია და მიღებისთანავე განთავსდება საიტზე. (კანონები ჯერ მიღებული არ არის)
- არ არის გასამხედროებული შეიარაღებული ფორმირება. მაგრამ ვარჯიშისას გამოიყენება აირსოფტის ლეგალური სათამაშო იარაღები და სკაუტური მეთოდები.
- გთავაზობთ რუსეთ-საქართველოს სამამულო ომის აგვისტოს ფაზის 5.000-ზე მეტ ფოტოს. (სამამულო ომი ჰქვია?)
- შეიძინო ახალი მეგობრები, სიამოვნებას განიჭებს ბუნებით ტკბობა, გაინტერესებს სალაშქრო და სამხედრო საქმის შესწავლა,
- მიმდინარეობს აისის 2 თვიანი "ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი"-ს მეოთხე ფაზა. რომლის განმავლობაშიც შეისწავლება მარში და ქვედანაყოფების გადაადგილების მეთოდები. საველე სწავლებები გაიმართება 30-31 მაისს. - ეს ყველაფერი იყო რამაც ეჭვი დამბადა. , ამას ხომ არ გულისხმობთ?
ორგანიზაციის ვერ დაარსების თარიღი ვნახე და ვერც მისი ხელმძღვანელები.
რატომ რეკლამა? მთელი ვებ-გვერდი არის შემოტანალი. გვერდი, რომელსაც საავტორო უფლებები დაცულია. ცანგალა (გ) 16:29, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
"ეს არის საავტორო უფლებების დარღვევა და უნდა წაიშალოს" ავტორმა თუ განათავსა მაშინაც? არაფერი არ არის დარღვეული.
"თუ ოფ. ვებ-გვერდის პატრონი არ განათავსებს საიტზე მისი მატერიალების გამოყენების ნებართვას" დამეხმარეთ და განვათავსებ. არ არის პრობლემა ... ბმული დადეთ და შევავსებ.
"ხელმოწერა ნუ გავიწყდებათ. მხოლოდ დაწკაპუნებაა საჭირო" ეგ არ ვიცი რა არის. იმედია ძალიან არ ვარღვევ რომელიმე კანონს ...
"ვებ-გვერდზე წავიკითხე"
კანონები ჯერ მიღებული არ არის - მერე რა? ამის გამო უნდა წაშალოთ? ეს შიდა მოხმარების კანონებზეა საუბარი. მაგრამ ვარჯიშისას გამოიყენება აირსოფტის - აირსოფტის იარაღები იყიდება თბილისის მაღაზიებში. სათამშოა ... სამამულო ომი ჰქვია? - აბა რა ჰქვია რუსეთ-საქართველოს ომს? კონფლიქტი სამხრეთ ოსეთში?? სამხედრო საქმის შესწავლა - ვიკიზე ჩვენნაირი ორგანიზაციების მონაცემებით განთავსებულია და არავინ არ კიდევს ხელს. სამხედრო საქმის შესწავლა კიდევ აკრძალული არ არის საქართველოში. უშიშროების და თავდაცვის ოფიცრებიც არიან ჩვენთან, ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. საბრძოლო მომზადების კურსი - და რა მერე? ევროპაში ყველა ქვეყანაში არის ასეთი კურსები. აქ არ იყო და ეხლა არის. პრობლემას ვერ ვხედავ. ru:Страйкбол , en:Airsoft ამას ხომ არ გულისხმობთ? - დიახ ორგანიზაციის ვერ დაარსების თარიღი ვნახე და ვერც მისი ხელმძღვანელები - თარიღი დავდე. სახელებს და გვარებს მაშიც დავდებთ როცა საჭირო იქნება. ეგ არ არის დახურვის მიზეზი.
"მთელი ვებ-გვერდი არის შემოტანალი. გვერდი, რომელსაც საავტორო უფლებები დაცულია" როგორც მივხვდი ეგ არ არის პორობლემა თუ "მატერიალების გამოყენების ნებართვას" გავაკეთებ, რაც არ არის არანირი პრობლემა. ერთი ეგა რომ არ ვიცი როგორ უნდა.
პატივისცემით.
- აისმა აქტიური მოქმედება დაიწყო 2009 წლის ზამთარში. პირველი გასვლები კი შედგა 2007 წელს - ამას ჰქვია დაარსება?
- სამამულო ომი ჰქვია - სამამულო ომი 1812 და დიდი სამამულო ომი 1941-1945, ხოლო 2008 წლის ომს ჰქვია რუსეთ-საქართველოს ომი (2008).
- თუ ვებ-გვერდზე არც დაარსება წერია, არც ხელმძღვანელები და არც კანონები - რას ნიშნავს ეს? რომ ორგანიზაცია არსებობს?
- სახელებს და გვარებს მაშინ დავდებთ როცა საჭირო იქნება - ეს პასუხი მომეწონა.
ხელმოწერა უნდა ისწავლოთ. ზემოთ მითითებულ ღილაკს დააწკაპუნეთ და ავტომატუირად თქვენი ხელმოწერაა. ეს ვიკიპედიის წესია. ცანგალა (გ) 17:04, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
"ამას ჰქვია დაარსება?" რომ დავწერო რომელ საათზე დაარსდა რამეს შეცვლის? ბევრ ორგანიზაციას არა აქვს მითითებული დაარსების თარიღი, მაგრამ არავინ არ შლის.
"სამამულო ომი ჰქვია - სამამულო ომი 1812 და დიდი სამამულო ომი 1941-1945, ხოლო 2008 წლის ომს ჰქვია რუსეთ-საქართველოს ომი " მაგაში ცდებით, თან ძალიან. თქვენ რაც დასწერეთ ეგ რუსული კალკაა. რუსისთვის რაც იყო სამამულო ომი, ის ჩემთვის არ არის. ჩემთვის ისა რომელიც ჩემს მამულს ეხება, ანუ რუსეთ საქართველოს ს ა მ ა მ უ ლ ო ომი!
"თუ ვებ-გვერდზე არც დაარსება წერია, არც ხელმძღვანელები და არც კანონები - რას ნიშნავს ეს? რომ ორგანიზაცია არსებობს?" ეგ მის ათეულობით წევრს ჰკითხეთ და აგიხსნიან არსებობს თუ არა.
არ არის აუცილებელი ყველა ინფორმაციის დადება. ის იდება რაც საჭიროა რომ დაიდოს. დანარჩენი რეალურად არსებობს და იმან იცის ვინც უნდა იცოდეს.
და ამას რაიმე კავშირი აქვს ვიკისთან? განახებთ ვიკიზე სტატიებს სადაც ბევრი რამ არ არის მითითებული, მაგრამ სტატია არსებობს.
"სახელებს და გვარებს მაშინ დავდებთ როცა საჭირო იქნება - ეს პასუხი მომეწონა" უშიშორებას არა აქვს პრეტენზიები და თქვენ რა გაწუხებთ ვერ ვიგებ.
თუ ვიკიპედია აუცილებლად ითხოვს ორგანიზაციის დარსების ზუსტ თარიღს და მისი დამაარსებლების ზუსტ მომაცემებს, ასევე წესდების განთავსებას, მანახეთ ეს კანონი და ის არ დაირღვევა. პირობას გაძლევთ!
"ხელმოწერა უნდა ისწავლოთ. ზემოთ მითითებულ ღილაკს დააწკაპუნეთ" --Didgori1001 17:28, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ასე??
სწორედ ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია გაიგო, ვინ რა და როდის დაწერა, მხოლო გვერდის ისტორიაში ჩანს აქტიურობის სია. --გიგი 17:32, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
"სწორედ ასე" ძალიან ღრმად არ შემისწავლია ვიკიპედია, ნელ-ნელა ვსწავლობ :)
--Didgori1001 18:14, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
აისის ფორუმი თემა:აისი ვიკიპედიაზე!. აი რას ვკითხულობთ:
- ოფიციალურად აისი მართლაც არ არსებობს ჯერ...რეგისტრაციას უგონოდ და ძალიან ვაგვიანებთ...
- მართალია აისი ჯერ-ჯერობით არ არსებობს როგორც ორგანიზაცია და ამიტომ მაგაში ვერავის შევედავებით ხვალ დავილაპარაკოთ.
- ნუ უკვე ოფიციალურად რო დარეგისტრირდება მერე ვიფიქროთ რა.
გარდა ამისა სამხედრო თემას ვიკიპედიაში ჭირდება გაქაჩვა და მერე შევქმნათ ჯგუფი რომელიც იმუშავებს მაგაზე.ცანგალა (გ) 20:48, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა
მერე რამე პრობლემაა იმასთან რო არ ვართ ჯერ დარეგისტრირებული? აი ეს სიტყვებიც იქიდანაა საიდანაც ეგ ამოაკოპირე
ალ-ქაიდა არსებობს იურიდიულად? ან ჰაიდელბერგის კლუბი, ან როზენკროიცერების ორდენი, ან მასონები??? არ არსებობენ, მაგრამ ვიკიპედიაზე არიან? არიან!'
ხოდა აისთან ცოტა ფრთხილაად, არავინ გაბედოს მაგ სტატიის წაშლა --AIS-MEN 13:13, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
როზენკრეიცერებს და მასონებს უდიდესი ისტორია აქვთ, შუა საუკუეებიდან, ხოლო აისი ახლად შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც დარეგისტრირებულიც კი არ არის და არავითარი ისტორია და წესდებაც კი არა აქვს. --გიორგი , 13:22, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- ეს დისკუსია ერთ კურიოზს მაგონებს -- საქართველოში ზოგადად დოკუმენტი დოკუმენტად არ ითვლება, სანამ რამე ბეჭედს არ დაარტყამენ. :)) - ალ-ო @ 13:39, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია ითხოვს იურიდიულ რეგისტრაციას? არა ხომ? ჰოდა სადაა პრობლემა? :)
"აისი ახლად შექმნილი ორგანიზაციაა" მერე რა? ამიტომ უნდა წაშალოთ?
მანახეთ ვიკიპედიას კანონი რომელიც კრძალავს 2 წლის ისტორიის მქონე ორგანიზაციების ამოღებას ვიკიდან და მე თვითონ წავშლი. თქვენ არ შეგაწუხებთ მაგაზე. ველი ვიკიპედიას შესაბამის კანონს. აქ დადეთ და ვნახავთ.
"რომელიც დარეგისტრირებულიც კი არ არის " მერე რა? ბევრი ისეთი ორგანიაზიაა ვიკიზე, რომელიც არ არის დარეგისტრირებული, მაგრამ ამის გამო არავინ არ შლის. მანახეთ ვიკის კანონი, რომელიც ითხოვს რეგისტრაციას და მე წავშლი აისის ლინკს, ანუ დავემორჩილები ვიკის და არა ვიღაცის ახირებას.
სხვათა შორის: რეგისტრაციას რაც შეეხება, მართალია ეს ვიკიპედიას საერთოდ არ ეხება, მაგრამ აისი 10-12 ივნისს ოფიციალურად დარეგისტრირდება.
"არავითარი ისტორია და წესდებაც კი არა აქვს" ტყუილებს ნუ კადრულობთ, საკუთარ თავს ეცით პატივი.
1). აისს 2 წლის ისტორია აქვს. 2). წესდებაც არსებობს და გამგეობაც.
ვიმეორებ: დაახლოებით 10-12 ივნისს აისი ოფიციალურად დარეგისტრირდება.
--Didgori1001 17:03, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ძალიან სასაცილო და კურიოზული დისკუსიაა. ვიხალისეთ და გვეყო ეხლა ... ბავშვები არ ვართ ...
- „ახალგორში, ლისის მხარეს, კუს ტბაზე ... და ა.შ. უბრალოდ მაშინ აისი არ ერქვა, მაგრამ დანარჩენი იგივე იყო“. - იგივე ფორუმზეც ამასაც ვკითხულობთ. კიდევ მრავალჯერ მოუწევს ალბათ აისს სახელის შეცვლა. წაშლაზე არც ვფიქრობ. ეს დისკუსია არსებობს და ყველა თვითონ გადაწყვეტს შემოვიდეს თუ არა ამ ორგანიზაციაში, თუ რასაკვირველია კვლავ სახელი არ შეცვალა. ამ დისკუსით არ ვხალისობ. ასეთი დისკუსიები საჭიროც არის. ალ-ქაიდა? - ხელმძღვანელებს და წევრების ჩამოთვლა მაინც შეუძლიათ თუ ბეჭედი არ აქვთ. იმედია აისი - ასეთი ტერორისტული ორგანიზაცია არ არის.
- ბეჭედს კი მგონი მთელ მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში ითხოვენ. ცანგალა (გ) 17:25, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- ხოდა აისთან ცოტა ფრთხილაად, არავინ გაბედოს მაგ სტატიის წაშლა - ეს რას ნიშნავს. მუქარაა?--ცანგალა (გ) 17:27, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- არც წაიშლება. და თუ წაიშალა, წაშლის მიზეზი იქნება სტატიის არაენციკლოპედიური ტექსტი და არა ის, რომ ორგანიზაცია არარეგისტრირებულია. პატივცემულო Didgori1001, მე მეორედ გიმეორებთ თხოვნას, რომელიც ერთხელ პირად გვერდზე უკვე მოგწერეთ: გადმოიყვანეთ თქვენი სტატია ვიკიპედიის შესაფერის ენციკლოპედიურ ენაზე და სტატიის წაშლა-არწაშლის საკითხიც მოიხსნება. გაფრთხილებებს და მუქარებს კი თავი დაანებეთ! — დათო პასუხი 17:36, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- ხოდა აისთან ცოტა ფრთხილაად, არავინ გაბედოს მაგ სტატიის წაშლა - ეს რას ნიშნავს. მუქარაა?--ცანგალა (გ) 17:27, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს რას ნიშნავს. მუქარაა?--ცანგალა (გ)
მუქარაა კიი :D , თვით ტერორისტული დაჯგუფება აისი გემუქრებათ :D :D
- ყურადღება : ვიკიპედიაში მომხმარებლებზე ზეწოლა ითვლება ვიკიპედიის ეტიკის უხეშ დარღვევად. მომხმარებელთა დაშინება და მუქარა – დაბლოკვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გთხოვთ მომავლისთვის გაითვალისწინოთ. არ მსურდა ოფიციალურად მომართვა მაგრამ - [1] თანახმად ორგანიზაცია აისი არც-ერთ ამ კრიტერიუმს არ შეესაბამება.
- P.S. თუ რუსული ენა არ გესმით, ან რუსულ ენაზე წაკითხვას ღირსების შელახვად აფასებთ, წაიკითხეთ იგივე წესი ინგლისურ ან ფრანგულ.--გიორგი , 19:03, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
-გიორგი , 19:03, 6 ივნისი 2009 (UTC)
- D :D <<<< ესენი იცი რას ნიშნავს? სიცილის სმაილებია სხვათაშორის და პანიკა არ გვინდა რააა
გამარჯობა კოლეგებო. პირველ რიგში დიდი თხოვნა მაქვს სამივე თუ ოთხივე მხარემ თავი შეიკავოთ უაზრო და აზრიანი კამათებისგან, რადგან საბოლოო ჯამში მიზანი ერთია. გასაგებია - ზოგმა ვიკიპედიის წესები არ იცის, ზოგმა ინტერნეტით ურთიერთობა და სიცილაკები, მე საერთოდ ვუბერავ... ვიკიპედიელებს გაქვთ ღაღაც გაურკვეველი მიმართულება ინტერნეტ სივრცეში და თავი სუპერ-დუპერ ინტერნეტპროექტის ავტორებად მოგაქვთ და სერიოზულ სახეს იღებთ - ზემოდან იყურებით, ამავე დროს სასაცილოა და ფორუმელებს უფრო მეტი თავისუფლება ახასიათებთ (ვიკიპედიის სლოგანის მიუხედავად). შეჩერდით! ასე არ შეიძლება - დავლაგდეთ რა! მესმის, ვიკიპედიელებს ხშირად აქვთ მსგავსი დაჯახებები და დავა და ეს ასე იქნება მუდმივად რადგან ვიკიზე წერს 20 ადამიანი და ფორუმზე წერს 20000, ერთი ნაწილი სხვა ინტერნეტ გარემოს წარმოადგენს და მეორე სხვას. ვიჩხუბოთ? გთხოვთ ყველა გაგებით მოეკიდოთ ერთმანეთს - თემა ამად არ ღირს და თუ ეს ჯერ ვერ გავიგეთ, მაშინ ქვეთემის სათაური ამაში დაგვეხმარება :)
გთხოვთ ამ კონკრეტულ ქვეთემაში ჩამოვწეროთ პუნქტებად ყოველი საკითხი, განვიხილოთ და იმის მიხედვით წავშალოთ/არ წავშალოთ ეს თემა.
აისია თუ რაცხა (კიბერტერორისტებივით რომ იმუქრებით :D) ეგ ორგანიზაცია დარეგისტრირდება/არ დარეგისტრირდება მაგას მნიშვნელობა არ აქვს როგორც ამას ვიკიპედიის წესებში ვხედავ, ასევე არც იმ 2 წლიან ისტორიას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს რომ რამე ტერორისტული ორგანიზაცია გაჩნდეს და ატომური ბომბი ჩამოაგდოს თქვენ ხვალ არაფერს არ დაწერთ თუ ორგანიზაცია მაინცდამაინც ცუდი და ხიხია უნდა იყოს? საავტორო უფლებებზე საუბარიც ზედმეტია რადგან თემა ივსება თვითონ ამ ორგანიზაციის წევრების მიერ და ახლა იმის მტკიცება არ დაიწყოთ ახლა ჩვენ რა ვიცით, რის საფუძველზე დავუჯეროთო, იურისტები ვართ თუ ადამიანები? თუ რამეა დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანის თემაში იპოვით დარღვევას თუ ამას ხმამაღლა იტყვით.
ა.გ. მნიშვნელობა აქვს თვითონ იმას თუ რამდენად აქტუალურია ასეთი ორგანიზაცია ამ მომენტში, რამდენად აქტიურია ის და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ქმედებები მასისთვის და პირადად მე სწორედ ეს კითხვა მიჩნდება - არის კი ეს თემა და ორგანიზაცია ასეთი აქტუალური ამ მომენტში? თუ არა და აისის ხალხს უდნა რომ ამ ორგანიზაციის პოპულარულობა მოიპოვოს (როგორი ტიპის ორგანიზაციაც არ უნდა იყოს) და მეტი ხალხი მოიზიდოს ცალკე თემის გახსნით და ამით ვიკიპედია მას რეალურად დაეხმარება და გახდის მას აქტუალურს - ამ შემთხვევაშიც კი ეს ითვლება ერთგვარ რეკლამად და ვიკიეთიკის ვარიანტში IMHO მიუღებელია. ვიკიპედია არ არის საინფორმაციო გამოშვება, ვიკიპედია არ არის ინტერნეტფორუმი, ვიკიპედია არ არის გასართობი პორტალი ან საინფორმაციო პორტალი, ესაა ენციკლოპედია. ხვალ რომ ენციკლოპედია დაბეჭდოს უნივერსისტეტმა, როგორ თვლით, იქ აისი მოხვდება?
საავტორო უფლებებირეგისტრირებული ორგანიზაციაბმულები- თემის აქტუალურობა აისის პოპულარულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე
- რამე საერთო გვერდზე აისის შესახებ ინფორმაციის განთავსება ცალკე თემის მაგივრად (გვაქვს რამე ასეთი?)
მგონი არაფერი არ გამომრჩა ამ ეტაპზე...
გთხოვთ გააკეთოთ კომენტარი ზემოთაღნიშნულ საკითხებზე, გამოთქვათ აზრები და ჩამოწეროთ კონკრეტული საკითხები რაც გაღელვებთ.
ყოველი თქვენი კომენტარს ბოლოში დაამატეთ "~~~~" სიმბოლო - ეს საიტზე დატოვებს თქვენს ხელმოწერას და გვეცოდინება რომ ეს პოსტი თქვენია.
პატივისცემით და თეთრი დროშით, GioMac 06:41, 7 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ძლივს ერთი ნორმალური პოსტი დაიწერა. 3 უაზრო ბრალდება მოიხსნა. გადავიდეთ არსებით საკითხებზე.
"თემის აქტუალურობა აისის პოპულარულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე"
1). პოპულარულობა რამდენად არის თემის წაშლის კრიტერიუმი? არის ვიკიზე თემები რომლებიც ფაქტიურად არავის არ აინტერესებს.
2). მნიშვნელობაში რა იგულისხმება? ანუ რამდენად არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი? არის ვიკიზე თემები რომლებიც საერთოდ არ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მათ არავინ არ შლის. აისისნაირი ორგანიზაცია რომ არ არსებობდა საქართველოში კურიოზი იყო ...
"აისის ხალხს უდნა რომ ამ ორგანიზაციის პოპულარულობა მოიპოვოს (როგორი ტიპის ორგანიზაციაც არ უნდა იყოს) და მეტი ხალხი მოიზიდოს ცალკე თემის გახსნით"
დამიჯერე, ვიკიზე გააააააცილებით ძლიერი საშუალებები გვაქვს ინტერნეტით ხალხის მოსაზიდად, მაგრამ ამ ეტაპზე ამას არ ვაკეთებთ (გარკვეული მოსაზრების გამო). ვიკიზე განთავსების მიზანი "თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ენციკლოპედიაში" ორგანიზაციაზე ინფორმაციის განთავსება იყო. დღეში 5 კაცით მეტი შემოვა თუ ნაკლები რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის?
დაცინვას კაცი არ მოუკლავს და ჯობია ვიკიპედიას საშინელ ხარისხს მიხედოთ, უამრავი სისულელე რომ წერია ქართულ ენაზე. დრო არ გვაქვს, თორემ ჩვენ მივხედავდით.
ის "მუქარა" ვინ დაპოსტა არ ვიცი :)
საქმის გამკეთებლები საერთოდ არ იმუქრებიან ხოლმე ... ჩუმად აკეთებენ გასაკეთებელს და სიტყვა პანიკის მნიშვნელობა ისწავლეთ ვიკის ბორდებო ენციკლოპედიაა მაინც :)
--Didgori1001 07:08, 7 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ხვალ რომ ენციკლოპედია დაბეჭდოს უნივერსისტეტმა, როგორ თვლით, იქ აისი მოხვდება?
თუ ექნებათ ინფორმაცია აისზე, რა თქმა უნდა მოხვდება ... რატომ არ უნდა მოხვდეს? ჯონდი ბაღატურიას და კობა დავითაშვილის პარტიაში უფრო ნაკლები წევრია ვიდრე ჩვენთან ... :)
--Didgori1001 07:14, 7 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- გამარჯობა გიორგი, „ვიკიპედიელებს ხშირად აქვთ მსგავსი დაჯახებები და დავა და ეს ასე იქნება მუდმივად რადგან ვიკიზე წერს 20 ადამიანი და ფორუმზე წერს 20000“, - ამაში ვერ დაგეთახმები, ვიკი არის 200-ზე მეტენოვანი + ვიკის დობილი პროექტები. ან უნდა დააკონკრეტო ქართულენოვანი ვიკიპედიაში შედარებით აქტიური მომხმარებლები... ამიტომ გიორგი იყავი 21-ე და დაეხმარე ქართულ ვიკიპედიას.
- დღესდღეობით (2009 წლის 7 ივნისის მდგომარეობით) ეს ორგანიზაცია 100 და 200%-ით გეტყვი, რომ არც ერთ ქართულენოვანი ენციკლოპედიაში არ შევა. ეს თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად იცის. შეიძლება "ბეჭდის" შემდეგ შეიყვანონ. ვიკიპედიის წესების მიხედვით ნამდვილად დღესდღობით არ ეკუთვნის - ესეც ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ თუ დააკვირდები ჩემი პირველ კითხვა იყო - როდის შეიქმნა ეს ორგანიზაცია? და ვინ არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან პრეზიდენტი (საყვარელი ტერმინი)? - სამწუხაროდ ამაზე პასუხი ვერ მივიღე (შენ არ დაეჭვდები ორგანიზაციის არსებობაში - ვებ-გვერდის გაკეთება ყველას შეუძლია). თვითონ სტატიაც დაწერილია რეკლამის სტილში. დღესდღეობით (2009 წლის 7 ივნისის მდგომარეობით) ვიკიპედიის წესების მიხედვით სტატია წასაშლელია - ეს მგონი ყველამ ვიცით. ინგლ., გერმ. და რუს. ვიკიპედიებში დისკუსიის გარეშე პირდაპირ წაიშლებოდა - ამაში დარწმუნებული ვარ 100%-ით. (გიორგი თეთრი დროშით - შენ როგორ მოიქცეოდი?). ამჟამად მე პირადად წაშლის მომხრე არ ვარ. მაგრამ ამას ყველა ერთად ვწყვიტავთ - ეს შენ კარგად იცი. შენ რას დაუჭერ მხარს წაშლას თუ დატოვებას (ე. ი. წესის დარღვევას თუ წესის დაცვას) და რატომ? იგივე კითხვას დავუსვამდი Didgori1001 - როგორ მოიქცეოდა იგი თავის ვებ-გვერდის ფორუმზე წესების დარღვევის შემთხვევაში?
- ახლა რაც შეეხება ჯონდი ბაღათურიას და კობა დავითაშვილის პარტიებს - „ბეჭედი“ აქვს, პარტიის ხელმძღვანელები ჰყავს და მისი წევრებიც თითო-ოროლა ვიცით. ერთი პარლამენტშია, ხოლო მეორე პარლამენტგარეთ. საქართველოში თითოეულ სამ კაცზე რომ ერთი პარტია მოდის ეს ყველამ ვიცით. უპარტიო თუ დარჩა ვინმე ეს არის საკითხავი?
- Didgori1001-ს, ვეთანხმები იმაში, რომ ქართულ ვიკიპედიაში არის მრავალი სტატია დასახვეწი და წასაშლელი. ეს ზუსტად იმის ბრალია, რომ ფორუმებში 20000 მომხმარებელია, ხოლო ქართულენოვაში მხოლოდ 20-მდე აქტიური მომხმარებელი. ცანგალა (გ) 10:08, 7 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს სულ სხვა მიდგომაა ... ასე უნდა დაგეწყოთ ...
"Лидирующее положение в какой-либо отрасли/виде деятельности"
ამას 100% ვაკმაყოფილებთ. ვიკის ერთერთი ძირითადი კრიტერიუმია. ასეთი ორგანიზაცია ქვეყანაში არ არსებობს.
დანარჩენს ვერა. მაგრამ ისე წერია, რომ ინტერპრეტაციის გაკეთებაა შესაძლებელი.
ამ დარგში პირველები და ლიდერები ვართ. ამ ფორმაციით 2009 წელსაა დაარსებული, მაგრამ რეალურად 2-2.5 წლის ისტორია აქვს.
ჰოდა თქვენ გადაწყვიტეთ წაშალოთ თუ არა.
--Didgori1001 13:25, 7 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეს არი ვიკიპედიაა??? ვიკიპედია ჩვენ დროს იყო თუ იყო, სტალინი გინდათ თქვენ სტალინიი :D :D
- Didgori1001, ჩვენი დისკუსია ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. წესით უნდა წაიშალოს, როდესაც ორგანიზაცია ცნობილი გახდება - ამას არ აქვს მნიშვნელობა ბეჭდით თუ უბეჭდოთ საქართველოს რესპუბლიკაში მაშინ შევა ქართულენოვან ვიკიპედიაში და საერთოდ საქართველოს ისტორიაში. უბრალოდ მოვლენებს გაასწარით (ეს იყო თქვენი "შეცდომა"). ჩემი აზრით (შეიძლება ვცდები) სტატია უნდა დაიწყოს: აისი, დაარსდა ... წელს, ხოლო ... წლიდან იგი არსებობდა ... სახელით. დამაარსებლები .... ხელმძღვანელი პრეზიდენტი და ა. შ. თორემ გამოვა - ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო, რადგან თუ ორგანიზაცია 2009 წელს დარეგისტრირდება ვერ იტყვი, რომ აისი არსებობს 2007 წლიდან. და რაც კიდევ მთავარია სტატია მესამე პირში უნდა დაიწეროს იგი დაარსდა, იგი აკეთებს, მისი მიზანია და ა. შ. და არა ჩვენ ვარსებობთ, ჩვენი მიზანია და ა. შ.
მე თავს არ ვიმართლებ, მაგრამ მე ცუდად არ დამიწყია:
- 1. როდის შეიქმნა ეს ორგანიზაცია? --ცანგალა (გ) 13:30, 5 ივნისი 2009 (UTC)
- 2.თქვენს პირად გვერდზე მოგწერეთ, განხილვის გვერდის არსებობა.
- 3. რეაქცია არ ყოფილა.
ასე რომ ჩემი დაწყება ასეთი იყო. ჩანაწერების თანმიმდევრობას ვერავინ ვერ გავექცევით. საუკეთესო სურვილებით ცანგალა (გ) 14:13, 7 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- D :D - ამ სმაილების ავტორი კი ალბათ დასაბლოკია. ეტყობა სტალინის მიმართ ნოსტალგია აქვს დარჩენილი.ცანგალა (გ) 14:13, 7 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
„Организация считается значимой в случае выполнения хотя бы двух критериев (общих или специальных, в любой комбинации).“
| |
თქვენ დაასაელეთ მხოლოდ ერთი პუნქტი – საჭირო კი ორია. გარდა ამისა, თქვენ მიერ დასახელებული კრიტერიუმიც ბადებს ეჭვს – არსებობს სტრაიკბოლის/აირსოფტის სხვა რამდენიმე ფან კლუბიც. --გიორგი , 14:45, 7 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
D :D - ამ სმაილების ავტორი კი ალბათ დასაბლოკია. ეტყობა სტალინის მიმართ ნოსტალგია აქვს დარჩენილი.ცანგალა (გ) 14:13, 7 ივნისი 2009 (UTC)
აბა აბააა, ეგ პროვოკატორი ეგა :D :D :D
არაუშავრა წაშალეთ სტატია, მთავარია არ ჩამოიშალოთ :D :D— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.43.170.56 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
მომხმარებელი, რომელიც არ იცნობს ვიკიპედიის წესებს, არ იცავს იმას რომელიც მოგვიანებით მაინც გააცნეს (ხელმოწერა თუნდაც), პრეტენზია აქეთ აქვს სხვა სტატიების უხარისხობაზე?! ეს ფორუმი არაა, რომ ნიშნის მოგებით ვისაუბროთ (თუმცა არც ფორუმი უნდა იყოს ამგვარი, ჩმა), თითეულ ფაქტზე საჭიროა წყარო, დასაბუთება! მაგ. იყო განცხადება:
„ამ დარგში პირველები და ლიდერები ვართ.“
| |
ფაქტი ერთია: თემა ჯერ არ იმსახურებს ვიკიპედიაში მოხვედრას (ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით), თუ აკამყოფილებს კიდეც, მოიყვანეთ წყაროები! და პირველი მე დაგეხმარებით ეციკლოპედიური სტილის გამართვაში! ასე რომ, ამ ეტაპზე „გაქაჩვები“ აწარმოეთ სხვაგან!--Rastrelli F 10:53, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
"არსებობს სტრაიკბოლის/აირსოფტის სხვა რამდენიმე ფან კლუბიც"
აისი არ არის აირსოფტის კლუბი და არც ფანკლუბი ...
ასეთი ორგანიზაცია საქართველოში არ არსებობს. თუ სადმე არსებობს, მის შესახებ მისი წევრების გარდა არავინ არ იცის :)
ერთი ეს გამაგებინეთ, პატრიოტიზმის განმარტებაში გარე ბმულებიდან რატომ ამოიღეთ აისი? მანდ რომელი წესი დაირღვა?
--Didgori1001 16:36, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
- გამარჯობა Didgori1001, ამ საკითხზე სტატია პატრიოტიზმის განხილვის გვერდზე ვისაუბროთ - იქ უკვე დაწყებულია დისკუსია. --ცანგალა (გ) 17:40, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გვერდი წასაშლელად მიმაჩნია, თუ ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია გადამოწმებადი არ არის (იხ. ვიკიპედია:გადამოწმებადობა). არც აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს. - Island 10:07, 9 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]