ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/სოჭის კონფლიქტი
ამ გვერდზე განთავსებულია ქართული ვიკიპედიის რჩეული სტატიის კანდიდატი.
განხილვის შედეგად შესაძლებელია სტატია რჩეულად აირჩეს ან გაიგზავნოს დასამუშავებლად. |
განხილვის წესები
|
- (ნომინაცია) — --M. განხილვაწვლილი 06:48, 7 დეკემბერი 2020 (UTC)
- (მომხრე)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 06:56, 7 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: - ამ ფორმით ამ სტატიის რჩეულზე წარდგენა არ შეიძლება. გადავხედე სტატიას, დამოწმებებს. ტექსტი მთლიანად შემოტანილია მხოლოდ ერთი მონოგრაფიიდან, ესაა ,,რუსეთ-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920)”. შიდა მითითებები (სქოლიო), რაც 1918-1919 წლის პრესიდანაა ასევე იდენტურია იმასთან, რაც ამავე წიგნის შიგნითაა გამოყენებული. დიახ, ასეც შემოდის ვიკიპედიაში სტატიები, მაგრამ ესაა ფაქტობრივად ამ წიგნის კონსპექტური ვერსია. 25 სქოლიო არის მხოლოდ ამ ერთი წიგნიდან და თქვენ მითითებული გაქვთ ამ წიგნის ავტორის მოძიებული მასალები იდენტურ ადგილას, ეს არღვევს ტექსტის საავტორო უფლებებს. მსგავს ადილებში ან მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ. სხვაგვარად არანაირ რჩეულის სტატუსს არ იმსახურებს, ასე პლაგიატი გამოდის. ერთი წიგნით შემოტანილი სტატია კი რჩეულის სტატუსს ვერ მიიღებს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:26, 15 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: ამ კომენტარიდან შემიძლია გავითვალისწინო ეს ნაწილი „მიუთითეთ მხოლოდ ეს წიგნი, ან მიუთითეთ ეს წიგნი და ამავდროულად წიგნის შიგნით გამოყენებული მითითებები ერთად, გვერდიგვერდ“ — ეს მისაღებია, თუმცა არ ეხება ყველა სქოლიოს, არამედ მხოლოდ სქოლიოს ნაწილს (დაახლოებით ნახევარს). რაც შეეხება კომენტარის დანარჩენ ნაწილს — თითიდანაა გამოწოვილი. ეტყობა რომ მართლაც „გადახედეთ“ და არ წაგიკითხავთ. სტატია იმ ლიტერატურითაა მომზადებული, რაც არსებობს ქართულ ენაზე და რაც მითითებულია კიდეც სტატიაში და ეს არაა მხოლოდ ერთი წიგნი. თუ თქვენ მეტზე მიგიწვდებათ ხელი, დაამატეთ, არავინ გიშლით. --M. განხილვაწვლილი 18:15, 15 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: ვფიქრობ საკმაოდ კონსტრუქციული შენიშვნა მოგეცით სტატიასთან დაკავშირებით, რადგან არსებული ფორმა პლაგიატია. 25 არსებული სქოლიოდან 25-ვე არის არსებული წიგნიდან ამ წიგნის მითითების გარეშე (არანაირი ნახევარი). გამოდის წიგნის ავტორს ტყუილად უწვალია და გადმოგვაქვს მისი ნაშრომი ამ პიროვნების მითითების გარეშე. ასე არ იწერება სტატია. ნამდვილად გადავხედე და ფორმაზეც მოგეცით შენიშვნა, წაკითხვა შინაარსობრივი მხარის გააზრებასაც ნიშნავს და რადგან არ ვარ საკითხის მიმართ კომპეტენტური შინაარსობრივ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი. თითიდან გამოწოვილი არა, ამ წიგნიდან და სტატიიდან აღებული ინფორმაციის შედეგად გიზიარებთ შენიშვნას. ამ ფორმით სტატიის არსებობა და გარჩეულება არის ვიკიპედიისთვის დამაზიანებელი და ორიგინალი ავტორის მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:40, 15 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: სქოლიო გასწორებულია --M. განხილვაწვლილი 06:32, 23 დეკემბერი 2020 (UTC)

- კომენტარი: - მიხარია რომ ეგ ხარვეზი აღმოიფხვრა. ამისთვის მადლობა. მაგრამ ახლა უკეთ ჩანს რომ სტატია ერთი წიგნიდანაა გადმოწერილი (ყოველ შემთხვევაში სქოლიო ამას მოწმობს), ამიტომ ამჯერად გირჩევთ სტატიის დამოწმებაში დამატებითი მასალები შეიტანოთ. სხვაგვარად კენჭისყრა ვერ შედგება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:24, 24 დეკემბერი 2020 (UTC)
- კომენტარი: სტატიაში გამოყენებულია სამი წიგნი და ორი სტატია. ყველა მითითებულია. სტრუქტურა და გადმოცემის ენა ორიგინალურია, copy paste არ არის. ახლა შინაარსიც ორიგინალური ვერ იქნება --M. განხილვაწვლილი 17:13, 24 დეკემბერი 2020 (UTC)
- სქოლიოთი ჩანს, რომ გამოყენებულია ერთი წიგნი. თუ სხვა წიგნებიცაა გამოყენებული და სქოლიოთი არაა დამოწმებული, მაშინ ესეც გასასწორებელია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:52, 24 დეკემბერი 2020 (UTC)
- დაატებულია სქოლიო --M. განხილვაწვლილი 11:41, 26 დეკემბერი 2020 (UTC)