ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110224175722/ლუდის კეთილი თვისებები

"!ლუდის კეთილი თვისებები!"

!ნათია ბერიაშვილი!


ლუდს დღეს “მსუბუქ”, კოლასა და ლიმონათის მსგავს გამაგრილებელ სასმელად მიიჩნევენ.

მეტიც - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გვარწმუნებენ, რომ ის მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. “მიირთვით ლუდი და ჰიპოვიტამინოზი ვეღარ შეგაშინებთ, მასში არსებული საფუარი აძლიერებს თმას და აახალგაზრდავებს კანს!” - მსგავსი განცხადებები დღეს უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ისმის.

მიუნხენის ლუდის ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ 1 ლიტრი გაუფილტრავი ლუდი 10 ლიტრ რძეზე მეტად სასარგებლოა. ლუდზე დამზადებული სახის ნიღბები კი კანის ნაოჭებს ასწორებს. დააძალეთ სასმელი ქალებს, რადგან იგი მკერდს ზრდის. ძველად მანდილოსნები ვარცხნილობებსაც კი ლუდით იყენებდნენ.

ლუდი შეიცავს 30-ზე მეტ მინერალსა და მიკროელემენტს, მათ შორის მაგნიუმს, კალიუმსა და ფოსფორს. 1. გაცივების დროს 1ჩ/ჭ შემთბარ ლუდს დაამატეთ 1ს/კ თაფლი (შეიძლება დაამატოთ კვერცხი, მიხაკი ან დარიჩინი). ლუდი უნდა იყოს მუქი ფერის, ნატურალური, კონსერვანტებისა და სტაბილიზატორების გარეშე. 2. ანგინის დროს გაცხელებულ ლუდს შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი, დაასველეთ ბამბის ქსოვილი და შეიხვიეთ ყელი, ზემოდან შემოიხვიეთ ჯერ ცელოფანი, შემდეგ კი თბილი შალი. 3. ოფლიანობის დროს 1 ბოთლი ლუდი დაამატეთ აბაზანას და 10 წუთი ჩაწექით. ლუდი არ არის რეკომენდებული ჰიპერტონიკებისთვის, ნეფრიტიანებისთვის, დიაბეტიანებისთვის, ღვიძლის ციროზით, ნიკრისის ქარით დაავადებულთათვის, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება