ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/Henry McClean 2
Henry McClean (განხილვა · წვლილი · მომხმარებლის წაშლილი შესწორებები · აქტიურობა · ჟურნალები · დაბლოკვის ჟურნალი)
- დასრულების თარიღი: 12:22, 2014 (UTC)
კანდიდატის თანხმობა:
მეგობრებო, გადავწყვიტე (მეორედ) წამოვაყენო საკუთარი თავი ადმინისტრატორის პოსტზე. ადრე საკუთარი თავი წამოვაყენე, მაგრამ თავადვე მოვხსენი კანდიდატურა, სხვადასხვა მიზეზის გამო. რატომ ახლა?
მიზეზი: ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და, მინიმუმ ის მაინც შემიძლია, ინტენსიური კონტროლის ქვეშ ვიყოლიო ანონიმური თუ არაანონიმური რედაქტირებების ავტორები. ჩემი მონაწილეობა სხვა მომხმარებელთა დახმარებაში / ტესტური გვერდების წაშლაში / ვანდალიზმების უკუქცევაში (რასაც ისედაც ვაკეთებ) / მომხმარებლების საჭიროების შემთხვევაში გაფრთხილებაში ან მათი მხრიდან გახშირებული უკმეხი ფრაზების სროლისას დაბლოკვაში იქნება ძალიან აქტიური, ვინაიდან ვიკიპედიაში ისედაც დიდ დროს ვატარებ და ბოლო ცვლილებების გვერდი მუდმივი კონტროლის ქვეშ მაქვს აყვანილი.
ცვლილებების პატრულირების გარდა: რაც შეეხება სხვა შესაძლო წვლილს, ალბათ დიდი განსხვავება ჩემი ამჟამინდელისგან არ იქნება - სტატიებს ისედაც ვწერ და უბრალოდ, შესაძლებლობა მექნება, ადმინისტრატორის ხელსაწყოებით დავეხმარო რომელიმე მომხმარებელს ამა თუ იმ დილემის გადაწყვეტაში.
ველი თქვენს გამოხმაურებებს და მზად ვარ, პასუხი გავცე კითხვებს. --Henry (მომწერეთ) 12:22, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
(მომხრე)
რედაქტირება- (მომხრე), მჯერა, რომ ჰენრი ყველა დროის საუკეთესო ადმინისტრატორი იქნება! — Mikheil მიწერა 12:30, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე)--დათო1010 12:39, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე)--შოთა [UT] 13:20, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) სიამოვნებით. --JABA 1977 14:25, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე), დარწმუნებული ვარ ყველაზე აქტიური იქნება ადმინებს შორის. – BruTe (გ) 14:41, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე)--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 15:03, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) დაუფიქრებლად--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 16:25, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) ჩემი (და დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩემი) დიდი ხნის დიდი სურვილია ეს. თავადაც უკედ იცის ჰენრიმ. — G.G. 19:26, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) ჰენრის დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ვფიქრობ კარგი ადმინისტრატორი იქნება --Gio89 განხილვაწვლილი 19:32, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური, რაციონალური ადამიანია ვიკიპედიაში, რაც ძალიან იშვიათია ჩვენში, სამწუხაროდ. რაც ბოლო პასუხში დაწერა, აბსოლუტურად ზუსტი განსაზღვრებაა მისი მუშაობის სტილისა ვიკიპედიაში აქამდე და იმედია, ამის შემდეგაც. ძალიან ცოტა მახსენდება ჩვენში, ვისაც „არ შეუძლია მხოლოდ ერთ მხარეს ჯდომა“. ერთადერთი, რასაც ვუწუნებ, ახალბედებთან დამოკიდებულებაა, მაგრამ რა უჭირს! : )). Deu. 13:30, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე)--TemurKikava განხილვაწვლილი 11:39, 22 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე)--ოდაბადე (მიწერა) 08:54, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) — MEDGEORGIA განხილვა 17:14, 23 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) — ჩემს წასვლას ელოდებოდი ადმინობიდან? --ცანგალა (გ) 05:41, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)
- (მომხრე) — მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი, თუ დამაგვიანდა... ახლა ვნახე და არ შემეძლო, რომ „ჰო“ არ დამეწერა! Nodar Kherkheulidze განხილვა 21:50, 26 ოქტომბერი 2014 (UTC)
კომენტარი: - მადლობა, ცანგალა. ყველა რომ წავიდა, მაგიტომ გადავწყვიტე, თორემ სანამ ხელს გიწყობდათ დრო და საშუალება და აქაურობას უყურებდით, მაშინ არ მიჩნდებოდა ამის მოტივაცია. --Henry (მომწერეთ) 06:34, 24 ოქტომბერი 2014 (UTC)
(წინააღმდეგი)
რედაქტირება(ნეიტრალური)
რედაქტირებაკითხვები კანდიდატს
რედაქტირება- ჰენრი, წინა წელს, როცა შენი ადმინისტრატორად არჩევის კენჭისყრა (წარმატებული) უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, თავად თქვი უარი სტატუსზე იმ მოტივით, რომ რიგ შემთხვევებში შეიძლება ვერ მოგეხერხებინა ნერვების მოთოკვა და არაადეკვატური რეაქცია გქონოდა (მაგალითად ტესტერების დაბლოკვა, ბლოკირება ნორმაზე ხანგძლივი ვადით). დარმუნებული ვარ, იმას აანალიზებ რომ ვანდალთა/ტესტერთა ერთობლივი შემოტევები კვლავ გაგრძელდება (სკოლის მერხებიდან), თან არცთუ ისე იშვიათად. შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები რომ, ამ მხრივ, შეძლებ თავის ხელში აყვანას და არასწორ ნაბიჯებს არ გადადგავ? :) – BruTe (გ) 14:28, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ბოლო დროს ცივად და უფრო მექანიკური რეაქციებით ვრეაგირებ, მათი ქმედებების ტიპები უკვე კატეგორიებადაც კი დავყავი და ყველაფერზე რეაქციები და გაფრთხილებები მაქვს გამზადებული. დაწერენ სისულელეს - ვუწერ სატესტო წასაშლელი გვერდის თარგს, ვთხოვ არედაქტირონ. დაწერენ რაღაც უწმარუწობას, შესაბამისი რეაქცია მაქვს. დაწერენ თითქოს და საჭირო სტატიას, მაგრამ გაუგებარი ენით - ვთხოვ, წესიერად დაწერონ. შესაბამისად, ალბათ იმან გადამადგმევინა ნაბიჯი, რომ ეს რეაქციები რაღაც სისტემად ვაქციე და ზედმეტ ემოციურობას აღარ ვამჟღავნებ, საკუთარ თავში საგრძნობლად დარწმუნებული ვარ. --Henry (მომწერეთ) 14:37, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- გულწრფელი რომ ვიყო, მე არც ეგ მომწონს, რომ გაფრთხილებების შენეული სისტემა გაქვს, რომელიც მე მაინც ცოტა უხეში მგონია. ვიკიპედიის სტანდარტული სისტემა უფრო გამართული მგონია (ვგულისხმობ {{ტესტი}}-{{ვანდალი}}-{{ვანდალი2}}-{{ბლოკი}}-ს სისტემას). Deu. 06:19, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- მხოლოდ ჩემებურს არ ვიყენებ. ჩემებური ზოგ შემთხვევაში მაქვს, მაგ ჩამოთვლილი თარგებიც ბლომად მაქვს. იხ. წვლილი. გამართულს რაც ეხება, მე მგონია, გამართული აქ უცხო სიტყვაა. გაუმართავი არც ერთია, უბრალოდ მე 2 წინადადებაში მიწერია, მაგ თარგებში - 5-10-ში. სხვა დამატებითი თარგებიც გვაქვს, მაგ. {{დარღვევა}}, რომელიც გაკეთდა ლაკონურობისთვის და ბევრი იყენებს, იქ საერთოდ 1 წინადადებაშია. --Henry (მომწერეთ) 06:24, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- არ მომწონს, როცა პირველივე ტესტზე მომხმარებელს {{ტესტი}}-საგან განსხვავებულ თარგს უსვამ განხილვის გვერდზე. რამდენიმეჯერ შემიმჩნევია. თუმცა ეს ხელს არ შემიშლის, რომ დადებითი ხმა მოგცე კენჭისყრაში! :) Deu. 06:34, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- მხოლოდ ჩემებურს არ ვიყენებ. ჩემებური ზოგ შემთხვევაში მაქვს, მაგ ჩამოთვლილი თარგებიც ბლომად მაქვს. იხ. წვლილი. გამართულს რაც ეხება, მე მგონია, გამართული აქ უცხო სიტყვაა. გაუმართავი არც ერთია, უბრალოდ მე 2 წინადადებაში მიწერია, მაგ თარგებში - 5-10-ში. სხვა დამატებითი თარგებიც გვაქვს, მაგ. {{დარღვევა}}, რომელიც გაკეთდა ლაკონურობისთვის და ბევრი იყენებს, იქ საერთოდ 1 წინადადებაშია. --Henry (მომწერეთ) 06:24, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- გულწრფელი რომ ვიყო, მე არც ეგ მომწონს, რომ გაფრთხილებების შენეული სისტემა გაქვს, რომელიც მე მაინც ცოტა უხეში მგონია. ვიკიპედიის სტანდარტული სისტემა უფრო გამართული მგონია (ვგულისხმობ {{ტესტი}}-{{ვანდალი}}-{{ვანდალი2}}-{{ბლოკი}}-ს სისტემას). Deu. 06:19, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ბოლო დროს ცივად და უფრო მექანიკური რეაქციებით ვრეაგირებ, მათი ქმედებების ტიპები უკვე კატეგორიებადაც კი დავყავი და ყველაფერზე რეაქციები და გაფრთხილებები მაქვს გამზადებული. დაწერენ სისულელეს - ვუწერ სატესტო წასაშლელი გვერდის თარგს, ვთხოვ არედაქტირონ. დაწერენ რაღაც უწმარუწობას, შესაბამისი რეაქცია მაქვს. დაწერენ თითქოს და საჭირო სტატიას, მაგრამ გაუგებარი ენით - ვთხოვ, წესიერად დაწერონ. შესაბამისად, ალბათ იმან გადამადგმევინა ნაბიჯი, რომ ეს რეაქციები რაღაც სისტემად ვაქციე და ზედმეტ ემოციურობას აღარ ვამჟღავნებ, საკუთარ თავში საგრძნობლად დარწმუნებული ვარ. --Henry (მომწერეთ) 14:37, 20 ოქტომბერი 2014 (UTC)
- არის შემთხვევები, როცა რაღაც საკითხის გადაწყვეტისას უთანხმოებაა და ამ დროს არც რაიმე წესი არსებობს ქართულ ვიკიპედიაში. თუმცა, ჩვენზე უფრო გამოცდილ ვიკიპედიებში, როგორც წესი, ამაზე უკვე მყარი წესებიც აქვთ, დასაბუთებული განხილვებიც და ჩამოყალიბებული პრაქტიკაც. როგორც წესი, ასეთ დროს, ყველა თანხმდება, რომ უნდა გავითვალისწინოთ უფრო გამოცდილ ვიკიპედიათა გამოცდილება, მაგრამ ეს გამოცდილების გაზიარება რაში გამოიხატება, მე ჩემი შვიდწლიანი ვიკიპედიელობის განმავლობაში, ვერ გავიგე. როგორია შენი დამოკიდებულება, როგორ უნდა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება, თუკი დამოკიდებულება ასეთი იქნება: „ჩვენ არ ვართ ინგლისური, გერმანული, რუსული ვიკიპედია, მათი წესები არ უნდა მოვიხვიოთ თავს“? შენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, რომ უცხოური ვიკიპედიის რაიმე დაწერილი წესი გამოვიყენოთ ჩვენ იმ შემთხვევაში, როცა ეს წესი ჩვენ არ გვიწერია ქართულად არსად? და რა შემთხვევაში? Deu. 06:32, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- კარგი იქნება, თუ ჩავეძიებით, რამ გამოიწვია მათთან ამა თუ იმ წესის შემოღება. ხშირად მიძებნია განხილვები, სამწუხაროდ, ვერ მიპოვია. მაგრამ მახსოვს, რომ ყავახანაში განხილვისას ვინმეს მოუყვანია ზუსტი ბმულებიც იმისა, თუ რამ წარმოშვა ამა თუ იმ წესის იქ შემოღება. --Henry (მომწერეთ) 06:50, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ანუ ვერ ვიტყვი, რომ უცხოური პრაქტიკა ყოველთვის გამოგვადგება. --Henry (მომწერეთ) 06:52, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- კონკრეტულ მაგალითად ეს კენჭისყრა მოვიყვანოთ. აქ არა თუ უცხოური ვიკიპედიების გამოცდილება, არამედ საკუთარი გამოცდილებაც კი არ გავითვალისწინეთ: არავის მოსვლია თავში აზრად, რომ გადაეკითხა განხილვა სულ რამდენიმე ხნის წინ ქართულ ვიკიპედიაში ანალოგიური კენჭისყრა და განხილვა. უცხოური განხილვის და წესების ბმულებიც მითითებულია, მაგრამ ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ არ ვართ გერმანული, ინგლისური ან რუსული ვიკიპედია და მათი წესები ჩვენთვის არაა მბოჭავი. თუმცა მათ რატომ მიიღეს ასეთი წესები, რომლებიც ჩვენისაგან 180º-ით განსხვავდება, ამაზე არავის უმსჯელია. როგორია შენი დამოკიდებულება ამ და ასეთ შემთხვევებთან? და კიდევ, ამ კენჭისყრას თავიდან ბოლომდე (უცხოურ გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ), პროცედურულადაც და მატერიალურადაც, როგორ შეაფასებდი? Deu. 07:03, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- 1. ნებისმიერი საკითხი ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი. მით უმეტეს, თუ არსებობდა მანამდე მსგავსი განხილვა. ამის თქმა შემიძლია. 2. სიმართლე გითხრა, ზედმეტად ნაჩქარები მომეჩვენა მთელი კენჭისყრა თავიდანვე. აქ არ ვიყავი მაგ დროს, მაგრამ მერე წავიკითხე. უბრალოდ იმას ვერ მივხვდი, 5 დღეში როგორ გადაწყდა ასეთი ამბავი და როგორ გაიფილტრა სია? --Henry (მომწერეთ) 08:24, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- გეთანხმები. ერთ კითხვასაც დაგისვამ და მერმე კენჭისყრაშიც მივიღებ მონაწილეობას :). წინასწარ გეტყვი, რომ ამ კითხვაზე არ მაქვს მე თვითონ ერთმნიშვნელოვანი პასუხი და არანაირად ჩემს ხმაზე არ იმოქმედებს შენი პასუხი, უბრალოდ მაინტერესებს, როგორ ადმინს ვირჩევთ. შენი აზრით, ადმინისტრატორი შეიძლება იყოს თუ არა ნეიტრალური? ვგულისხმობ მსგავს კენჭისყრებსა და სრულიად ვიკიპედიისათვის მნიშვნელოვან განხილვებს, კამათებს... შეიძლება თუ არა ადმინის მხრიდან ასეთ დროს თავის შეკავება. და ყველა შემთხვევაში, მაინტერესებს, შენ როგორი ადმინი იქნები ამ კუთხით: უფრო ნეიტრალური თუ კამათებში აქტიურად ჩართული? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ შენი სიმკაცრე მახსოვს ძირითადად ვანდალების მიმართ, თუმცა ნაკლებად მახსოვხარ კამათების დროს :) Deu. 10:09, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ვფიქრობ, როგორი პოზიციაც მაქვს ცხოვრებისეულად, ისეთივე ვიქნები მსგავსი კამათების დროს. ნეიტრალური. ეს ნეიტრალურობა იმაში გამოიხატება, რომ ავღნიშნავ ორივე მხარის პოზიციებს და ვიტყვი, რით არის ეს პოზიცია მომგებიანი ან არამომგებიანი. ალბათ, სხვას უფრო ვაძლევ ანალიზის საშუალებას. თავად შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება, უბრალოდ მწვავე დისკუსიაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ და ასეთი ვარ ყოველთვის. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ჩემი წვლილი, ალბათ, უფრო საერთო დისკუსიაში დამატებითი ელემენტის შეტანაა, რომელიც მეტ ნათელს მოჰფენს დისკუსიის საგანს ან დამატებით ფაქტს შემოაგდებს, რომელიც, შესაძლოა, ვინმეს გამოადგეს. არ შემიძლია მხოლოდ ერთ მხარეს ჯდომა. --Henry (მომწერეთ) 10:18, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- გეთანხმები. ერთ კითხვასაც დაგისვამ და მერმე კენჭისყრაშიც მივიღებ მონაწილეობას :). წინასწარ გეტყვი, რომ ამ კითხვაზე არ მაქვს მე თვითონ ერთმნიშვნელოვანი პასუხი და არანაირად ჩემს ხმაზე არ იმოქმედებს შენი პასუხი, უბრალოდ მაინტერესებს, როგორ ადმინს ვირჩევთ. შენი აზრით, ადმინისტრატორი შეიძლება იყოს თუ არა ნეიტრალური? ვგულისხმობ მსგავს კენჭისყრებსა და სრულიად ვიკიპედიისათვის მნიშვნელოვან განხილვებს, კამათებს... შეიძლება თუ არა ადმინის მხრიდან ასეთ დროს თავის შეკავება. და ყველა შემთხვევაში, მაინტერესებს, შენ როგორი ადმინი იქნები ამ კუთხით: უფრო ნეიტრალური თუ კამათებში აქტიურად ჩართული? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ შენი სიმკაცრე მახსოვს ძირითადად ვანდალების მიმართ, თუმცა ნაკლებად მახსოვხარ კამათების დროს :) Deu. 10:09, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- 1. ნებისმიერი საკითხი ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი. მით უმეტეს, თუ არსებობდა მანამდე მსგავსი განხილვა. ამის თქმა შემიძლია. 2. სიმართლე გითხრა, ზედმეტად ნაჩქარები მომეჩვენა მთელი კენჭისყრა თავიდანვე. აქ არ ვიყავი მაგ დროს, მაგრამ მერე წავიკითხე. უბრალოდ იმას ვერ მივხვდი, 5 დღეში როგორ გადაწყდა ასეთი ამბავი და როგორ გაიფილტრა სია? --Henry (მომწერეთ) 08:24, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- კონკრეტულ მაგალითად ეს კენჭისყრა მოვიყვანოთ. აქ არა თუ უცხოური ვიკიპედიების გამოცდილება, არამედ საკუთარი გამოცდილებაც კი არ გავითვალისწინეთ: არავის მოსვლია თავში აზრად, რომ გადაეკითხა განხილვა სულ რამდენიმე ხნის წინ ქართულ ვიკიპედიაში ანალოგიური კენჭისყრა და განხილვა. უცხოური განხილვის და წესების ბმულებიც მითითებულია, მაგრამ ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ არ ვართ გერმანული, ინგლისური ან რუსული ვიკიპედია და მათი წესები ჩვენთვის არაა მბოჭავი. თუმცა მათ რატომ მიიღეს ასეთი წესები, რომლებიც ჩვენისაგან 180º-ით განსხვავდება, ამაზე არავის უმსჯელია. როგორია შენი დამოკიდებულება ამ და ასეთ შემთხვევებთან? და კიდევ, ამ კენჭისყრას თავიდან ბოლომდე (უცხოურ გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ), პროცედურულადაც და მატერიალურადაც, როგორ შეაფასებდი? Deu. 07:03, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
- ანუ ვერ ვიტყვი, რომ უცხოური პრაქტიკა ყოველთვის გამოგვადგება. --Henry (მომწერეთ) 06:52, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)
შედეგი
რედაქტირებათითქმის 10-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვიკისაზოგადოების გადაწყვეტილებით, მომხმარებელ Henry McClean-ს მიენიჭა ადმინისტრატორის სტატუსი. ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს! — Mikheil მიწერა 09:37, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)
მადლობა, მიხეილ, განხილვა დახურულია, მაგრამ საბოლოოდ დავამატებ - დიდი მადლობა ყველას, ვინც მენდო და მხარი დაუჭირა ჩემთვის ადმინისტრატორის სტატუსის მონიჭებას. გპირდებით გულისხმიერებას, ამიტომ პრობლემების შემთხვევაში, არ დაიზაროთ და მომმართეთ. --Henry (მომწერეთ) 09:37, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)