ვივი ლუიკი
ვივი ლუიკი (ესტ. Viivi Luik, დ. 6 ნოემბერი, 1946, ტიანასილმა, ჰარიუმაას ოლქი) — ესტონელი მწერალი და პოეტი. ესტონეთის სსრ დამსახურებული მწერალი (1986 წ.).
ვივი ლუიკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 ნოემბერი, 1946[1] [2] (78 წლის) |
დაბადების ადგილი | Tänassilma |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, საბავშვო მწერალი, არქავისტი და ბიბლიოთეკარი |
მოქალაქეობა | ესტონეთი |
Magnum opus | Q20530057?, Q20530271? და Ajaloo ilu |
ჯილდოები | Order of the White Star, 3rd Class, Honored Writer of the Estonian SSR, A. H. Tammsaare Literary Award, Juhan Liiv Poetry Award, Cultural Award of the Republic of Estonia, Jaan Kross literary award და Q97221686? |
მეუღლე | Jaan Paavle[3] და Jaak Jõerüüt |
განათლება
რედაქტირებავივი ლუიკი დაიბადა 1946 წლის 6 ნოემბერს სოფელ ტიანასილმაში მოსამსახურეების ოჯახში. სწავლობდა სოფელ ტიანასილმის დაწყებით სკოლაში, სოფელ კალმეს საშუალო სკოლაში (ტარტუმაა) და ტალინის დაუსწრებელ საშუალო სკოლაში. 1965 წლიდან 1967 წლამდე მუშაობდა ბიბლიოთეკარად და არქივისტად ტალინში. 1967 წლიდან იგი ცხოვრობდა და მუშაობდა ტალინში პროფესიონალ მწერლად, თუ არ ჩავთვლით უცხო ქვეყნებში ხანგრძლივი ყოფნის პერიოდებს (ფინეთი, გერმანია, ლატვია, შვედეთი). 1990-იან წლებში მან ლიტერატურული საქმიანობისთვის მიიღო სხვადასხვა სტიპენდია.
ვივი ლუიკი არის ესტონეთის სსრ იუჰან სმულის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი (1976, 1977, 1983, 1986 წწ.) და ესტონეთის ეროვნული პრემიების ლაურეატი კულტურის დარგში (1992, 2011, 2019).
პოეზია
რედაქტირებაუკვე 1962 წელს ვივი ლუიკის პირველი ლექსები დაიბეჭდა რაიონულ გაზეთში. 1965 წელს — „ახალგაზრდა ავტორები 1964“ გამოიცა მისი პირველი ლექსების კრებული „Pilvede püha“ („ღრუბლების დღესასწაული“). [4] მას მოჰყვა სხვა მრავალი კრებული. 1970 წლიდან ლუიკი არის ესტონეთის მწერალთა კავშირის წევრი. ორმოცი წლის ასაკში მან დაწერა 400-მდე ლექსი. 1988 წელს მას მიენიჭა ესტონეთის სსრ იუჰან სმულის სახელობის ლიტერატურული პრემია. 1992 წელს მიიღო ესტონეთის სახელმწიფო პრემია კულტურის დარგში.
პროზა
რედაქტირება1985 წლის გაზაფხულზე გამოიცა მისი სადებიუტო ლირიკულ-ფსიქოლოგიური რომანი „Seitsmes rahukevad“ („მეშვიდე მშვიდობიანი გაზაფხული“), რომელშიც გულშიჩამწმდომი ენითაა აღწერილი ბავშვობა სტალინიზმის პერიოდში.[5] რომანი 10-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მწერალი ცნობილი გახდა ესტონეთის ფარგლებს მიღმა. ექვსი წლის შემდეგ ვივი ლუიკმა გამოუშვა თავისი მეორე რომანი, „Ajaloo ilu“ („ისტორიის სილამაზე“). ეს რომანი ეძღვნება ახალგაზრდა ესტონელი ინტელიგენციის რეაქციას 1968 წლის პრაღის გაზაფხულის მოვლენებზე.[6]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1974 წლიდან ვივი ლუიკი დაქორწინებულია ესტონელ მწერალ და პოლიტიკოს იააკ იოერუიტზე (დ. 1947 წ.).
ნაწარმოებები
რედაქტირებავივი ლუიკს გამოქვეყნებული აქვს 10 პოეტური კრებული, 3 რომანი, ასევე იგი არის ესეების, რადიო პიესებისა და საბავშვო წიგნების ავტორი.
|
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #128465018 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ https://sisu-vana.ut.ee/ewod/p/paavle
- ↑ Merilai, A., Of Hard Joy: Half a Century of Viivi Luik's Creations. Poetry(ინგლისური), Interlitteraria, 2013, ტ. 18, გვ. 211—225, doi:10.12697/IL.2013.18.1.15.
- ↑ Cornelius Hasselblatt: Viivi Luik und der 'Siebte Friedensfrühling'. — baltisches jahrbuch (1986), S. 227—236
- ↑ Cornelius Hasselblatt: Kann Geschichte schön sein? Zur Konstruktion von Vergangenheit in zwei Romanen Viivi Luiks. — Nordost-Archiv. Zeitschrift für Regionalgeschichte. NF VIII (1999), S. 419—433