ვიეტნამის არქიტექტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვიეტნამის არქიტექტურა —კულტურის უძველესი ძეგლები, რომლებიც აღმოჩენილია ვიეტნამის ტერიტორიაზე ძვ. წ.პირველი საუკუნეებს მიეკუთვნება. ძველი კულტურის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ტიამპის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან (ახალი წელთაღრიცხვით პირველ ათასწლეულში ქ. მიშონისა და დონგზიონგის აგურით ნაგები ბუდისტური და ბრაჰმანული ტაძრები, დეკორატიული ქანდაკება).

ვიეტნამის არქიტექტურა-ოქროს ხიდი ბანას ბორცვებზე
ფრანგული კოლონიალური არქიტექტურა - ჰანოი - ვიეტნამი

ითვლება, რომ პრეისტორიულ ხანაში ვიეტნამელები ცხოვრობდნენ კოტეჯებში, როგორც ეს გამოსახულია ბრინჯაოს დონგ ძის დრამებზე. მსგავსი ტიპის სახლები დღესაც გვხვდება ვიეტნამში.ჩრდილოეთ ვიეტნამში ჩვენი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის არქიტექტურაში. ჩინეთის ტრადიციის გავლენა აისახა, ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში ინდური ტრადიციების გავლენა იგრძნობოდა.

ჩრდილოეთ ვიეტნამში XI-XIII საუკუნეებში გავრცელებული იყო ხის ნაგებობები (დიენ-ბოს პაგოდა ჰანოიში, 1049). განსაკუთრებით მდიდრული მორთულობით გამოირჩევა XVIII-XIX საუკუნეების სასახლეები („სრულყოფილი ჰარმონიის სასახლე ჰიუცში 1805-33 წლები და სხვ.)

ჩინურმა არქიტექტურამ დიდი გავლენა მოახდინა მრავალი ტიპის ვიეტნამური შენობების ძირითად სტრუქტურაზე, ძირითადად პაგოდებსა და ტაძრებზე, კომუნალურ სახლებზე, მეცნიერ-ბიუროკრატთა სახლებზე, არისტოკრატიასა და საიმპერატორო სასახლეებსა და კვარტლებზე. ამის მიუხედავად, ეს სტრუქტურები აერთიანებდა როგორც ჩინურს, ისე მშობლიურ სტილს. მე -19 საუკუნეში ვიეტნამის საფრანგეთის კოლონიზაციის შედეგად აშენდა მრავალი შენობა ფრანგულ სტილში, მათ შორის აგარაკები, სამთავრობო შენობები, საოპერო თეატრები და ა.შ.

სამშენებლო მასალა

რედაქტირება
 
საიმპერატორო ქალაქი, ჰუი, ვიეტნამის ყოფილი საიმპერატორო დედაქალაქი.

ჩვეულებრივ, ქვეყნის დაბლობ ნაწილში მდებარე ყველა სოფელი გარშემორტყმული იყო ბამბუკის ტყეებით, რაც კარგი ბუნებრივი საცავი იყო ზაფხულის ძლიერი სიცხეების დროს და წარმოადგენდა სამშენებლო მასალებისა და ნედლეულის წყაროს.ბამბუკი ფართოდ გამოიყენებოდა ნაციონალურ მშენებლობაში. მას იყენებდნენ მზიდი საყრდენების დასამზადებლად. ასევე მისგან მზადდებოდა ლატელები ფანჯრებზე, ჟალუზებზე, კარნიზებზე. ბამბუკის ფიცრებისაგან დამზადებული ეკრანები, ტიხრები, სხვადასხვა ფორმისა და ფერის კედლები კარგად ირეკლავდა მზის სხივებს და იცავდა სახლებს მძაფრი სიცხისგან. ქალაქის და სოფლის შენობების მთავარი სამშენებლო მასალად ხეს იყენებდნენ. სოფლებში საიმპერატორო სასახლეებისა და კომუნალური შენობების მშენებლობის დროს გამოიყენებოდა ე.წ."რკინის ხე" რომელიც საუკუნეებს უძლებდა.ხისა და ბამბუკის გარდა, მშენებლობაში ხშირად იყენებდნენ აგურს და ფილებს, რომლებიც დიდი ოსტატობით იყო წარმოებული. XIV-XV საუკუნეებში. ვიეტნამი აწარმოებდა ზომები 40x16x15 სმ ზომის მუქი ფერის აგურს გლუვი ზედაპირით.

 
ერთსვეტიანი პაგოდა-ჰანოი
 
ჰანოი-წმინდა იოსების საკათედრო ტაძარი

მიუხედავად იმისა, რომ ვიეტნამს სამშენებლო ქვის მდიდარი საბადოები ჰქონდა, ქვისგან ნაგები მხოლოდ რამდენიმე არქიტექტურული ძეგლია ცნობილი, მაგალითად, ჰოს დინასტიის კედელი, რომელიც აგებულია 1397 წელს ეს კედელი არის მიწაყრილი, გარედან გამაგრებული დიდი ქვის ფილებით 7 მ სიგრძის და 15 ტონა წონით. შუა საუკუნეებში ქვას იყენებდნენ სვეტების მოსაჩუქურთმებლად, საყრდენებსა და საცავებში, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ქვა ა ხის საყრდენებისა და სვეტების საფუძვლებად გამოიყენებოდა. რბილ ქანებს ფართოდ იყენებდნენ ხალხურ არქიტექტურაში.

ვიეტნამის ყველა ტრადიციული ნაგებობა, პატარა ხის გლეხური სახლებიდან დაწყებული მავზოლეუმებით, სამარხებით, სასახლეებით, ტაძრებით, პაგოდებით და კომუნალური შენობებით დამთავრებული, აშენებულია კანონისა და წესების დაცვით, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციული არქიტექტურის კანონები, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია. მაგალითად მოიცავს მოდულებს, სახლების ტიპურ განლაგებას, ორნამენტების ნიმუშებს. ასე რომ, შენობის წესები ითვალისწინებდა სახლის მთლიანი სიგრძის თანაბარ რაოდენობის მოდულებად დაყოფის აუცილებლობას, რაც განსაზღვრავს სვეტებისა და ბოძების დამონტაჟების ადგილს.

ვიეტნამის ცნობილი არქიტექტურული სტრუქტურები

რედაქტირება
  • ლიტერატურის ტაძარი — მდებარეობს ჰანოიში, ჩრდილოეთ ვიეტნამში. იგი აშენდა ლის დინასტიის დროს და მიეძღვნა კონფუცის და მის მოწაფეებს. ეს არის ლის დინასტიის არქიტექტურის ელეგანტურობის შესანიშნავი მაგალითი, თუმცა მისი დიდი ნაწილი შეკეთებას საჭიროებს. ლიტერატურის ტაძარი არის ეზოების, შენობებისა და პავილიონების სერია, რომელთა ცენტრში განთავსებულია ცნობილი ქვის სტელები. სტელები მოთავსებულია ქვის კუს თავზე და აწერია საიმპერატორო გამოცდაზე წარმატებული დოქტორანტების სახელები. ასევე ტაძარში მდებარეობს "Quốc Tử Giám" ან ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც ფუნქციონირებდა დაახლოებით 700 წელი, 1076 – დან 1779 წლამდე.[1][2]
  • საიმპერატორო ქალაქი, ჰუე —ნგუენის დინასტიის მმართველობის დროს ჰუეში აშენდა ახალი საიმპერატორო ციტადელი, ძირითადად ეფუძნება პეკინში მდებარე ჩინეთის აკრძალულ ქალაქს და მის მსგავსად მეწამული აკრძალული ქალაქი უწოდეს. მოგვიანებით აშენდა სხვა საიმპერატორო ნაგებობები, მაგალითად, ჰოიჩნას საფლავი, რომელშიც გამოყენებულია ფრანგული არქიტექტურული ელემენტები. Minh Mong Tomb ხშირად მიიჩნევა ერთ-ერთ ულამაზეს ნაგებობად ჰუეში, რომელიც მდებარეობს უზარმაზარ ლოტოსის აუზთან. მისი მშენებლობა დასრულდა მხოლოდ მინ მონის გარდაცვალების შემდეგ. ციტადელი უზარმაზარ ადგილს იკავებდა, მაგრამ შემდგომი ომების და კონფლიქტების დროს, მისი უმეტესი ნაწილი განადგურდა და შემდეგ ბრინჯის ყანებად იქცა. დანარჩენი ტერიტორიები ამჟამად იუნესკომ აღადგინა.[3] [4]
  • ერთ სვეტიანი პაგოდა ( One Pillar Pagoda Cột 񣘠𠬠榾) — ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა ჰანოიში და შექმნილია იმპერატორის ლი ტაი ტუს მიერ. ომების დროს პაგოდა რამდენჯერმე გაანადგურეს და გადაწვეს. ამჟამად ნაგებობა აღდგენილია. [5][6][7]
  • პარფიუმერული პაგოდა — პარფიუმერული პაგოდა უძველესი ნაგებობაა ჰაის პროვინციაში, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების მთაზე და არის ყოველწლიური ფესტივალის ადგილი, რომელსაც ასობით ათასი ვიეტნამელი ესწრება. მის შიგნით არის მთელი რიგი ტაძრები და შენობები, ასევე კიბე, რომელსაც ორი ბილიკისკენ მივყავართ: "სამოთხის კარიბჭე" და "ჯოჯოხეთის კარიბჭე". [8][9]

თანამედროვე ნაგებობები

რედაქტირება
  • ამჟამად სწრაფმა ურბანიზაციამ ვიეტნამის ქალაქებში გამწვანების შემცირება გამოიწვია. ქალაქ ჰო-ში მინში ტერიტორიის მხოლოდ 0.25%-ია გამწვანებული, განხორციელდა ახალი ეკოპროექტი „სახლები ხეებისათვის.“ პროექტის თანახმად, House for Trees 5 ერთ, ორ, სამსართულიანი სახლისაგან შედგება და მიწის საკმაოდ მცირე ნაკვეთს იკავებს. მთლიანობაში ხუთივე სახლის საერთო ფართობი 474.32 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლების მშენებლობის მსგავსი სტრუქტურა, რომელსაც RC frame structure-ს უწოდებენ, ფართოდ გამოიყენება ვიეტნამში.House for Trees მცირებიუჯეტიანი პროტოტიპული სახლების სერიაა – ხუთი სახლის ასაგებად მხოლოდ 155,000 აშშ დოლარია საჭირო.
  • ოქროს ხიდი (ვიეტნამურად: Cầu Vàng) - 150 მეტრიანი (490 ფუტი) საცალფეხო ხიდი Ba Na Hills- ში, და ნანგის მახლობლად, ვიეტნამი. იგი შექმნილია საბაგირო გზის სადგურის ბაღებთან დასაკავშირებლად. მისი მშენებლობა დაიწყო 2017 წლის ივლისში და დასრულდა 2018 წლის აპრილში. ხიდი გაიხსნა 2018 წლის ივნისში.და ვიეტნამის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.[10][11]

გარე ბმულბი

რედაქტირება

Friday.ge -სახლები ხეებისთვის – ვიეტნამელი არქიტექტორების კრეატიული ეკოპროექტი

  1. "Special National Monuments in Ha Noi" exhibition opens".[მკვდარი ბმული] english.hanoi.gov.vn. Hanoi Government. 26 November 2018. Retrieved 5 July 2019.
  2. "Complete History of the Great Viet"
  3. Perlez, Jane (February 16, 2004). " Hue Journal Vietnam Slowly Restores Imperial City With a Grim Past"[მკვდარი ბმული] – via NYTimes.com.
  4. Vietnam to spend 61 million dollars to restore Hue royal citadel[მკვდარი ბმული]. Retrieved 2012-07-26.
  5. Ngô, Sĩ Liên (1479). Đại Việt Sử Ký Toàn Thư. Vietnam. pp. 14b–15a. 乙酉五年宋崇寕四年. [...] 時帝重修延祐寺 增於舊貫浚蓮花臺池名曰靈沼池. 池之外繚以畫廊廊之外又疏碧池並架𢒎橋以通之. 庭前立寳㙮.
  6. Ray, Nick (2005). Vietnam. Lonely Planet. p. 88. ISBN 1-74059-677-3.[მკვდარი ბმული]
  7. Trần, Trọng Dương (2013). Kiến trúc Một cột thời Lý. Ho Chi Minh City: Nhà xuất bản Hồng Đức.
  8. Do Phuong Quynh. Traditional Festivals in Vietnam. Hanoi: Thế Giới Publishers, 1995.
  9. Ha Van Tan. Buddhist Temples in Vietnam. Hanoi: Social Sciences Publishing House, 1993.
  10. McGonigal, Chris (2 August 2018). "The New 'Golden Bridge' In Vietnam Is Hands-Down The Coolest Bridge Ever".[მკვდარი ბმული] Huffington Post. Retrieved 3 August 2018.
  11. Nguyen, Kham. "Handy engineering: Vietnam's 'Golden Bridge' has giant support".[მკვდარი ბმული] U.S. Retrieved 3 August 2018.