ROM-კარტრიჯი

(გადამისამართდა გვერდიდან ვიდეო თამაშების კარტრიჯი)

ROM-კარტრიჯი, კოლოქვიალურად სათამაშო კარტრიჯი — მუდმივი მეხსიერების (ROM) მიკროსქემაზე დაფუძნებული მოწყობილობა, მოხსნადი მეხსიერების ბარათი, რომელიც უერთდება სამომხმარებლო ელექტრონულ მოწყობილობებს — სახლის კომპიუტერებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, იშვიათად — ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

Neo Geo AES-ის კარტრიჯი

სიტყვა კარტრიჯი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან cartridge (ვაზნა). ქართულში, ისევე როგორც რუსულ ენაში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე გამოიყენება დასახელება „კასეტა“. ინგლისურში შემოკლებით უწოდებენ „cart“.

კარტრიჯების მასიური გამოყენება დაიწყეს ადრეული სახლის კომპიუტერებში. კატრიჯების გამოყენებას ვიდეო თამაშების კონსოლებში საფუძველი ჩაეყარა 1970-იანი წლების მიწურულს. პირველი სათამაშო კარტრიჯი შექმნა ჯერი ლოუსონმა სათამაშო კონსოლ Fairchild Channel F-ისთვის 1976 წელს.[1] თუმცა ყველაზე ადრეული სისტემა, რომელიც გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯის მსგავს მოწყობილობას იყო პირველი ვიდეო თამაშების კონსოლი Magnavox Odyssey (1972)[2].

კარტრიჯებზე დაფუძნებული სათამაშო კონსოლების წარმოება მიმდინარეობდა გვიანი 1970-იანი წლებიდან 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე. მას შემდეგ, რაც მასიურ ხმარებაში ჩაეშვა კომპაქტ-დისკები, აპარატურის მწარმოებელთა უმეტესობა გადაერთო კომპაქტ-დისკებზე დაფუძნებული სათამაშო სისტემების წარმოებაზე. მიუხედავად ამისა, კარტრიჯები დღემდე გამოიყენება პორტატიულ სათამაშო კონსოლებში, როგორებიცაა Nintendo 3DS, PlayStation Vita, ასევე პლანშეტისმაგვარ ჰიბრიდულ კონსოლ Nintendo Switch-ში.

გამომდინარე იქიდან, რომ კარტრიჯმა მასიური გამოყენება ვიდეო თამაშებში ჰპოვა, ROM-კარტრიჯს კოლოქვიალურად „სათამაშო კატრიჯსაც“ უწოდებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1976: Fairchild Channel F – First ROM Cartridge Video Game System. CED Magic. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2009.
  2. Benj Edwards (2015-01-22). „The Untold Story Of The Invention Of The Game Cartridge“. Fast Company (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-12-05.