ვიდა გუერა (ესპ. Vida Guerra; დ. 19 მარტი, 1974)[1] — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და მომღერალი. წარმოშობით კუბელი. აშშ-ში პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც 2002 წელს ფოტოები გადაიღო ინგლისური გასართობი ჟურნალისთვის სახელწოდებით „FHM“.

ვიდა გუერა
Vida Guerra2.jpg
ვიდა გუერა 2007 წელს
დაბადების სახელი ვიდა გუერა
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1974 (1974-03-19) (49 წლის)
ჰავანა, კუბა
საქმიანობა მოდელი
მსახიობი

ვიდა გუერა დაიბადა კუბის დედაქალაქ ჰავანაში. მოგვიანებით ემიგრირებული იყო აშშ-ში. არაერთხელ გამოჩნდა ესპანურენოვან სატელევიზიო პროგრამებში. 2005 წლის აპრილში თითქოსდა ვიდა გუერას კამეროფონზე ჰაკერების შეტევა განხორციელდა. ათობით ფოტოსურათი, მათ შორის გუერას შიშველი სურათები ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში.[2] 2006 წლის ივლისში ჟურნალ პლეიბოიში გამოჩნდა ვიდა გუერას პირველი ოფიციალური ფოტოსურათები. იგი ვეგეტარიანელია.[3]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Model of the Week: Vida Guerra. AskMen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 2, 2007. ციტირების თარიღი: July 18, 2007.
  2. Vida Guerra: Dangerous Curves Ahead. LatinRapper.com (June 9, 2006). ციტირების თარიღი: July 18, 2007.
  3. PETA makes a veggie statement at Capitol for National Hot Dog Month (July 16, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 18, 2010. ციტირების თარიღი: July 16, 2010.