ვეჯინის ნათლისმცემლის ეკლესია
ვეჯინის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის სამხრეთ-დასავლეთით 1,8 კილომეტრზე. ე. წ. აკანაქდის ფერდობზე. ცხრასაყრდის კომპლექსისაკენ მიმავალ გზასთან ახლოს, ტყეში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (6,5x4,8 მ.). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით: კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კვადრატული აგური (24x24x5.5 სანტიმეტრი 22.5x22.5x5.5 სანტიმეტრი). ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის აღმოსავლეთ ნახევარი და კონჭის დიდი ნაწილი. კედლების ზედა ნაწილები და ლავგარდიანი, მთელ სიმაღლეზე გაბზარულია აღმოსავლეთ კედელი. შიგნით ეკლესია დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლეზე ჩამონაშალი ქვითა და მოწითაა ამოვსებული.
ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი გარედან გადახურულია თარაზულად არაწესიერი ფორმის მოზდილი ქვიშაქვით. შიგნით კი ნახევარწრიული თაღით. საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდსი შეისრულთაღოვანი სარკმელი და მის ორივე მხარეს განლაგებული თითო სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია ოთხწახნაგა ტრაპეზი. აფსიდის ქონქი რიყის ქვით ყოფილა ნაწყობი. ხოლო თაღი - აგურით(შემორჩენილია კონქისა და თაღის ჩრდილოეთ ნაწილი).
დარბაზის სივრცე წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი შეისრული საბჯენი თაღით გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. თაღი მთლიანად კვადრატულია აგურითაა ნაწყობი დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში თაღოვანი სარკმელია.
აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს განთავსებულია თითო ფართო და მაღალ თაღოვანი ნიშა. სამხრეთით მდებარე ნიშა გეგმით სამკუთხაა ჩრდილოეთისა კი-ნახევარწრიული.
სამხრეთ ფასადზე შესალესის ზღუდარის შუა ნაწილში ტლანქად ნაკვეთი ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა - ბოლოებისაკენ გაფართოებული მკლავებით. იგი ჩასმულია ფონის ამოკვეთით გამოყვანილ სწორკუთხა არეში, ჯვრის ქვედა მკლავის გვერდებზე და ზღუდის დანარჩენ სიბრტყეზე შემორჩენილია დაუდევრად შესრულებული ძლიერ დაზიანებული ასომთავრული წარწერა. აღმოსავლეთ ფრონტონის გვერდებზე შემორჩენილია ლავგარდნის მცირე ნაწილი. რომელიც შედგება კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად ნაწყობი აგურის ორი რიგისაგან.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 118.