ვეძათხევის პირველი ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეძათხევის ეკლესია.

ვეძათხევის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევის ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ერთი მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშია. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის აღმოსავლეთით დგას აგურითა და ნატეხი ქვით ნაგები პატარა ოთხკუთხა ნიში, რომელსაც სამხრეთით და დასავლეთით თითო თახჩა აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება