ემილ ვერჰარნი
ემილ ვერჰარნი (Emile Verhaeren; დ. 21 მაისი, 1855 — გ. 27 ნოემბერი, 1916) — ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი, სიმბოლიზმის სკოლის ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი.
ემილ ვერჰარნი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 მაისი, 1855[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბადების ადგილი | სინტ-ამანდსი[13] |
გარდაცვალების თარიღი | 27 ნოემბერი, 1916[14] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [11] [12] (61 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რუანი, საფრანგეთი[15] |
დასაფლავებულია | tomb of Emile Verhaeren and Marthe Verhaeren |
საქმიანობა | მწერალი[16] , პოეტი[12] და დრამატურგი[12] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | ბელგია[1] |
ალმა-მატერი | ლიოვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ლიუვენის ძველი უნივერსიტეტი და Sint-Barbaracollege |
ჯილდოები | Taylorian Lecture |
მეუღლე | Marthe Massin |
ხელმოწერა | |
დაიბადა ფრანგულენოვან საშუალო შეძლების ოჯახში. თერთმეტი წლის ასაკში იეზუიტთა მკაცრი რეჟიმის სკოლაში აგზავნიან გენტში, სადაც ის სრულიად ფრანგული ზეგავლენის ქვეშ ექცევა. სკოლის დასრულების შემდეგ ლუვენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობს. აქ გამოდის მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოები უნივერსიტეტის სტუდენტურ გაზეთში. უნივერსიტეტის წლების განმავლობაში ის მრავალ მსგავსი აზროვნების სტუდენტს უახლოვდება. მოგვიანებით ისინი რევოლუციური ლიტერატურული ჟურნალის "La Jeune Belgique" (ახალგაზრდა ბელგიელი) თანარედაქტორები ხდებიან.
იურისპრუდენციაში დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ ვერჰარნი ედმონდ პიკარის, ცნობილი კრიმინალური ადვოკატი, შეგირდი ხდება (1881-1884), რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ბრიუსელის ხელოვანთა წრეებში. მისი წყალობით ემილ ვერჰარნი ხშირად ხვდებოდა ახალგაზრდა რადიკალური აზროვნების მწერალთა და ხელოვანთა თავყრილობებზე დასავლეთ ევროპაში ხელოვნების ძირეული განახლების პერიოდში. მათი გავლენის შედეგად ემილი სასამართლო სამსახურს მალევე ანებებს თავს და საკუთარ ცხოვრებას პოეზისა და ლიტერატურას უძღვნის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Emile Verhaeren
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 IMSLP — 2006.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 7.0 7.1 Discogs — 2000.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Derrey-Capon D. Verhaeren, Emile // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T088801
- ↑ GeneaStar
- ↑ 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118768085 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ RKDartists
- ↑ Верхарн Эмиль // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.