ვერონიკა ფანი მენდოსა ფრიში (ესპ. Verónika Fanny Mendoza Frisch; დ. 9 დეკემბერი, 1980, კუსკო, პერუ) — პერუელი მემარცხენე პოლიტიკოსი. პერუს კონგრესის წევრი 2011-2016 წლებში. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი.

ვერონიკა მენდოსა
ვერონიკა მენდოსა
პარტია ახალი პერუს პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 დეკემბერი, 2017

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივლისი, 2011 – 26 ივლისი, 2016

დაბადებული9 დეკემბერი, 1980 (1980-12-09) (43 წლის)
კუსკო, პერუ
განათლებაპარიზის დიდროს უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვერონიკა მენდოსა დაიბადა 1980 წლის 8 დეკემბერს კუსკოს პროვინციაში, იქვე დაამთავრა დაწყებითი, ხოლო შემდეგ საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა გააგრძელა ევროპის უნივერსიტეტებში. აქვს პარიზის დიდროს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დიპლომი, პარიზის ახალი სორბონის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის დიპლომი, მადრიდის ეროვნული უნივერსიტეტის დისტანციური განათლების დიპლომი (ესპანური, როგორც მეორე ენა).

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2006 წელს, როდესაც გახდა პერუს ნაციონალური პარტიის აქტივისტი. 2007-2012 წლებში ეკავა პარტიის საერთაშორისო კოორდინატორის თანამდებობა. 2011 წელს აირჩიეს პერუს კონგრესის დეპუტატად 5 წლის ვადით.[1]

2016 წელს საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს მემარცხენე პარტიის რიგებიდან. არჩევნების პირველ ტურში მიიღო ხმების 18,74 % და დაიკავა მესამე ადგილი. მეორე ტურში მოუწოდა საკუთარ ამომრჩევლებს მხარი დაეჭირათ პედრო პაბლო კუჩინსკისთვის, მიუხედავად მასთან პოლიტიკური იდეების შეუთავსებლობისა.[2]

2020 წლის 4 ნოემბერს ტუპაკ ამარუ II-ის აჯანყების 240-ე წლისთავზე განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება