ვერა ჩასლავსკა (ჩეხ. Věra Čáslavská; დ. 3 მაისი, 1942 — გ. 30 აგვისტო, 2016) — ჩეხოსლოვაკიელი სპორტული ტანმოვარჯიშე. 1959-1968 წლებში საერთო ჯამში, მან 22 საერთაშორისო ტიტული მოიგო, მათ შორის 7 ოლიმპიური ოქროს მედალი, 4 მსოფლიო ჩემპიონატი და თერთმეტი ევროპის ჩემპიონატი. ჩასლავსკა ყველაზე ტიტულოვანი ჩეხი ტანმოვარჯიშე და ერთ-ერთია იმ ორი ქალი ტანმოვარჯიშედან, (ლარისა ლატინინასთან ერთად) ვინც „all-around“ ღონისძიებაში მიყოლებით ორ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.[1]

ვერა ჩასლავსკა

ჩასლავსკა 1967 წლის ევროპის ჩემპიონატზე
ქვეყანა (სპორტი) დროშა: ჩეხოსლოვაკია ჩეხოსლოვაკია
დაიბადა 3 მაისი, 1942
პრაღა, ჩეხოსლოვაკია
გარდაიცვალა 30 აგვისტო, 2016 (74 წლის)
სიმაღლე 1,60 მ.
წონა 58 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
კარიერა დაასრულა 1968

გარდა ტანვარჯიშში წარმატებული კარიერისა, ჩასლავსკა ცნობილია ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიზაციის მოძრაობის თავისი ღია მხარდაჭრითა და 1968 წელს საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეჭრის საწინააღმდეგო პოზიციით. 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (მეხიკო) „balance beam“ და „floor exercise“ ღონისძიებების დაჯილდოების ღონისძიებაზე მან მთელი მსოფლიოს წინაშე პროტესტი გამოხატა იმით, რომ საბჭოთა კავშირის ეროვნული ჰიმნის გაჟღერების დროს თავი არ აუწევია და მხოლოდ ქვევით იყურებოდა. მაშინ, როდესაც ჩასლავკას საქციელს აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ახალმა რეჟიმმა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ის აიძულეს, გადამდგარიყო და წლების განმავლობაში მოგზაურობის, მუშაობისა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.

ჩასლავკას მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა 1980-იან წლებში, როდესაც ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობაში შევიდა. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ კი მისი სტატუსი რადიკალურად შეიცვალა. 1990-იან წლებში მას მრავალი საპატიო თანამდებობა ეკავა, მათ შორის, ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობა.

ტანმოვარჯიშის კარიერა

რედაქტირება
 
ჩასლავსკა და ჩეხოსლოვაკიის გუნდი 1967 წლის ევროპის ჩემპიონატზე

ჩასლავსკა 1942 წლის 3 მაისს პრაღაში (იმ დროს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკია) დაიბადა. მისი დებიუტი 1958 წლის სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა, სადაც მან გუნდურ ღონისძიებაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მომდევნო წელს კრაკოვში გამართულ ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე ვერამ პირველი ადგილი დაიკავა „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში და მეორე ადგილი - „balance beam“ ღონისძიებაში. პირველად 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, სადაც გუნდთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა. 1961 წელს ლაიფციგში გამართულ ევროპის ჩემტიონატზე „all-around“ ღონისძიებაში ვერა მესამე ადგილზე გავიდა.

1962 წელს პრაღაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერამ „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში თავისი პირველი მსოფლიო ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო „all-around“ და გუნდურ ღონისძიებაში ვერცხლის მედალი აიღო. 1963 წელს პარიზში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა არ მიუღია.[2][3]

1964-1968 წლებში მთავარ საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩასლავსკამ 19 ინდივიდუალური ოქროს მედალი მოოიპოვა. 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე „balance bean“, „ბჯენითი რბენები“ და „all-around“ ღონიძიებებში ოქროს, ხოლო გუნდურ ღონისძიებაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასლავსკამ „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებაში ტიტული დაიცვა, პირველი ადგილი აიღო „all-around“ ღონისძიებაშიც და გუნდურ ჩათვლაშიც ჩეხოსლოვაკიის გუნდმა საბჭოთა კავშირის მონოპოლიას ბოლო მოუღო. „Balance beam“ და „floor exercise“ ღონისძიებებში ჩასლავსკამ მეორე ადგილი დაიკავა. 1965 წლის (სოფია) და 1967 წლის (ამსტერდამი) ევროპის ჩემპიონატებზე ჩასლავსკა დომინირებდა. მან ორივე ჩემპიონატზე ხუთივე ღონისძიებაში გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის 10 ოქროს მედალი მოიპოვა.[4] ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად მან „სრულყოფილი 10“ ქულა მიიღო.[5]

1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრის შემდეგ ჩასლავსკამ თავისი აღჭურვილობა დაკარგა. იძულებული გახდა მორავიის ტყეებში კარტოფილის ტომრებითა და მორებით ევარჯიშა.[6] 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც ვერა უდავო ლიდერი იყო. მან ექვსივე ღონისძიებაში დაიკავა საპრიზო ადგილები: შეინარჩუნა „all-around“ ღონისძიების ტიტული, გაიმარჯვა „ბჯენითი რბენები“, „uneven bars“ და „floor exercise“ ღონისძიებებში, ხოლო „balance beam“ და გუნდურ ღონისძიებებში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

რედაქტირება
 
ვერასა და ჯოზეფის ქორწილი, 1968 წლის 26 ოქტომბერი

1968 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჩასლავსკა მალევე დაქორწინდა 1500 მეტრ მანძილზე სირბილში 1964 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსან ჯოზეფ ოდლოზილზე. ქორწილის ცერემონია მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოს საკათედრო ტაძარში ჩატარდა და ათასობით ადამიანი დაესწრო.[7] მათ ვაჟი (მარტინი) და ქალიშვილი (რადკა) შეეძინათ. წყვილი 1987 წელს დაშორდა.[8]

2015 წელს ჩასლავსკას პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. 2016 წლის ზაფხულში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 30 აგვისტოს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.[9]

  1. Whatever happened to Vera Čáslavská?". Gymnastics Greats. 1999. Archived from the original on 11 November 2010
  2. Vera Čáslavská". International Gymnast. 2004. Archived from the original on 8 May 2004
  3. Bio and list of competitive results at Gymn-Forum". Gymn Forum.
  4. იქვე.
  5. Tatlow, Peter (1979). Gymnastics: all the beauty and skills of this thrilling sport. Chartwell Books, Inc., გვ. 143. ISBN 9780711100046. 
  6. "Čáslavská reigns supreme again with four gymnastics golds". International Olympic Committee.
  7. Cameron, Rob (3 May 2002). "Czechoslovak sports legend Vera Caslavska celebrates 60th birthday". Czech Radio International.
  8. Past Olympics Athletes >> Vera Caslavska". ESPN. Agence France-Presse. 2008.
  9. "Czech gymnast Caslavska, Olympic great and icon of anti-Soviet protests, dies at 74". Reuters.