ვენედიქტ ეროფეევი
ვენედიქტ ეროფეევი (რუს. Венедикт Ерофеев; დ. 24 ოქტომბერი, 1938, გ. 11 მაისი, 1990) — რუსი მწერალი და საბჭოთა დისიდენტი.[7]
ვენედიქტ ეროფეევი | |
---|---|
რუს. Венедикт Ерофеев | |
დაბადების თარიღი | 24 ოქტომბერი, 1938[1] [2] |
დაბადების ადგილი | კანდალაქშა |
გარდაცვალების თარიღი | 11 მაისი, 1990[3] [1] [4] [5] [6] [2] (51 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | კუნცევოს სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი[3] |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | სატირა |
Magnum opus | მოსკოვი-პეტუშკი |
შემოქმედება
რედაქტირებაეროფეევის ყველაზე გახმაურებული ნაშრომია „პოეტური პროზის“ ჟანრის ფსევდო-ავტობიოგრაფიული რომანი „მოსკოვი-პეტუშკი“ (1969). წიგნი მოგვითხრობს მოსკოვიდან პეტუშკამდე მატარებლით მოგზაურობაზე, ესაა პროტაგონისტის, ალკოჰოლიკი ინტელექტუალის, მიერ მცირეწლოვანი ვაჟის მონახულების მრავლიდან ერთ-ერთ უშედეგო მცდელობა, რომლიდანაც ყოველი ალკოჰოლის გამოისობით კრახით მთავრდება. რომანი პირველად იერუსალიმში 1973 წელს რუსულენოვან ჟურნალში გამოქვეყნდა, 1977 წელს კი პარიზში გამოიცა. მწერლის სამშობლოში წიგნი მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა, რადგან ცენზურის მიერ იგი საბჭოთა სისტემის სარკასტულად, გროტესკულ ფერებში აღწერის გამო იყო აკრძალული. მწერალმა დევიდ რემნიკმა რომანს „ბრეჟნევის პერიოდის კომიკური ნიშანსვეტი“ უწოდა.[8]
1972 წელს ეროფეევმა დაწერა რომანი რუსი კომპოზიტორის დიმიტრი შოსტაკოვიჩის შესახებ, რომლის ხელნაწერიც სავარაუდოდ მას მატარებელში მოჰპარეს. მწერლის უკანასკნელი ნაშრომია პიესა „ვალპურგის ღამე“, რომელიც მან სიკვდილამდე დაწერა. აგრეთვე იგი წერდა პიესას ფანი კაპლანის შესახებ, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Москва—Петушки დაარქივებული 2018-10-17 საიტზე Wayback Machine. , რუსული საიტი, რომელიც ეროფეევის შემოქმედებას ეძღვნება
- Documentary on Venedikt Yerofeyev by Pawel Pawlikowski
- Walpurgis Night, or "The Steps of the Commander"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 704–705. — ISBN 5-94848-245-6
- ↑ 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118881264 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ „Писатели-диссиденты: биобиблиографические статьи (начало)“ [Dissident writers: bibliographic articles (beginning)]. Новое литературное обозрение [New Literary Review] (რუსული) (66). 2004.
- ↑ Susan Orlean, David Remnick, Ethan Hawke, and Others Pick Their Favorite Obscure Books. Village Voice (2008-12-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-29. ციტირების თარიღი: 2022-03-19.