ველურა
ველურა — ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ზახორის თემი).
მდებარეობს მდ. ლეხურის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) ხეობის ზემო ნაწილში, ზღვის დონიდან 910 მ-ზე, ახალგორიდან 59 კმ-ის დაშორებით.
1922-1990 წლებში სოფელი ველურა შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის (ახალგორის) რაიონში. 1989 წელს სოფელში 38 მცხოვრები იყო, ეთნიკურად ოსები. ოლქის გაუქმების შემდეგ ლეხურის ზემო ხეობის სხვა სოფლებთან ერთად სეპარატისტული ძალების კონტროლის ქვეშ დარჩა. 2008 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. ამჟამად ნასოფლარია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 246.