ვახტანგ ხელაშვილი

ქართველი კარდიოლოგი

ვახტანგ ხელაშვილი (დ. 13 ნოემბერი, 1964) ― ქართველი ექიმი, ბავშვთა და ინტერვენციული კარდიოლოგი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი.

ვახტანგ ხელაშვილი
დაბ. თარიღი 13 ნოემბერი, 1964 (1964-11-13) (60 წლის)
მოქალაქეობა საქართველო
მუშაობის ადგილი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო სფერო კარდიოლოგია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვახტანგ ხელაშვილი დაიბადა 1964 წლის 13 ნოემბერს. 1981-1987 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 1987-1989 წლებში ექიმ-კარდიოლოგად მუშაობდა თერაპიის ინსტიტუტში. 1989-1996 წლებში გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგი იყო. 1996 წელს აშშ-ში, ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტში (რიჩმონდი, ვირჯინია) ინტერვენციული კარდიოლოგიის კურსი გაიარა.

სხვადასხვა დროს პედიატრიული ინტერვენციული კარდიოლოგიის სასწავლო კურსები გაიარა ოკლენდის საბავშვო ჰოსპიტალში (ოკლენდი, კალიფორნია), კალიფორნიის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტსა (სან-ფრანცისკო, კალიფორნია) და ფილადელფიის საბავშვო ჰოსპიტალში (ფილადელფია, აშშ).

1996 წლიდან დღემდე მუშაობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად.

გამოქვეყნებული ნაშრომები

რედაქტირება
  • Khelashvili, V., Gogorishili, I., Metreveli, I., Tsintsadze, A. & Botsvadze, T. Patent ductus arteriosus endovascular closure by amplatzer duct occluder. Georgian Med News. 2006 May. (134): 19-22. PMID: 16783056.
  • Khelashvili, V., Gogorishvili, I., Metreveli, I. & Tsintsadze, A. Comparison of surgical and by transcatheter methods of closure of atrial septal defect based on the two year experience. Georgian Med News. 2006 Mar. (132): 17-20. PMID: 16636370.
  • Khelashvili V., Gogorishvili I., Metereveli I. & Cincadze, A. (2007). Single Center Experience of Transcatheter Closure of Patent Ductus Arteriosus by Amplatzer Duct Occluder in Small Infants Using Only Venous Access. Congenital And Structural Interventions, 10th international congress. Frankfurt, Germany.
  • Khelashvili, V., Kapnadze, L., Gogorishvili, I., Metereveli, I. & Tsintsadze, A. (2010, July 1). One center experience in pulmonary artery stenting. Catheterization And Cardiovascular Interventions. Vol. 76, Issue 1. Pp: S–24.
  • Khelashvili, V., Metereveli, I., Tsintsadz, A., Kapnadze, L. & Gogorishvili, I. (2012, April 1). One center experience in muscular ventricular septal defect closure with the amplatzer VSD occlude. Catheterization And Cardiovascular Interventions. Vol. 79, Issue 1. Pp: S–18.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება