ვახტანგ ჭანკოტაძე

ვახტანგ ლავრენტის ძე ჭანკოტაძე (დ. 12 აგვისტო, 1904, სოფ. კვალითი, ზესტაფონის რაიონი — გ. 30 იანვარი, 1976, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-ელექტროტექნიკოსი, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1961).

სკკპ წევრი 1927 წლიდან. დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1930). მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში, ხრამჰესის მშენებლობაზე, ტრესტ „საქჰიდროენერგომშენში“ (1930-57), ტრესტ „ინჟმშენში“ (1957-70). 1951 წ. ხრამჰესის მშენებელთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებული იყო ასევე ორდენებითა და მედლებით. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I-IV მოწვევის დეპუტატი (1938-1959 წწ.)

ლიტერატურა

რედაქტირება