ვახტანგ ციციშვილი (მეწარმე)

ქართველი მეწარმე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ ციციშვილი.

ვახტანგ ციციშვილი (დ. 12 დეკემბერი, 1888, ქვემო ხვედურეთი — გ. 1965) — ქართველი მეწარმე, კონიაკის წარმოების დარგის სპეციალისტი.

1907-1910 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე, მაგრამ ავადმყოფობის გამო მესამე კურსზე თავს ანებებს სწავლას, 1915 წელს დაამთავრა ქალაქ დიჟონის (საფრანგეთი) სამეურნეო ინსტიტუტის სამეურნეო ტექნოლოგიის ფაკულტეტი.

1915-1920 წლებში მუშაობდა „დ. ზ. სარაჯიშვილის ფირმის“ კონიაკის ქარხანაში, ჯერ ოსტატის თანაშემწედ, შემდეგ ოსტატად. 1920 წელს მუშაობას იწყებს კოოპერატიული ამხანაგობის „ქართლის გამგეობის“ წევრად. 1924-1949 წლებში იყო თბილისის კონიაკის ქარხნის ტექნოლოგი. 1949-1953 წლებში თბილისის კონიაკის კომბინატის დირექტორის მოადგილე და მთავარი ტექნოლოგი. 1953 წლიდან მუშაობდა „სამტრესტის“ კონიაკის წარმოების მთავარ ტექნოლოგად. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართული კონიაკის მრავალი მარკა. მის მიერ შექმნილი ქართული სამარკო კონიაკებს („ენისელი“, „ვარციხე“, „გრემი“, „საიუბილეო 40 წელი“) საერთაშორისო კონკურსებზე არაერთხელ მიენიჭა ოქროსა და ვერცხლის მედლები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია თბილისის კონიაკის ქარხნის ეზოში, იქვე დგას მისი მარმარილოს ბიუსტი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება