ვახტანგ ჟორდანია (უმცროსი)
ქართველი პიანისტი
ვახტანგ ჟორდანია (დ. 17 სექტემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი პიანისტი, თენგიზ ამირეჯიბის მოსწავლე.
დაიბადა თბილისში, დაასრულა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქართული სამუსიკო გიმნაზია. 2010 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 2010 წლიდან ქ. ვენის (ავსტრია) მუსიკალური და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრი, პედაგოგი ი. მაიზენბერგი (ფორტეპიანო).
საბერძნეთის ახალგაზრდა პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსზე მიიღო II პრემია; II პრემია ვასილი კრაინევის სახელობის პიანისტთა V საერთაშორისო კონკურსზე; I პრემია საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა IV კონკურსზე.
ასევე დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის, ვლადიმერ სპივაკოვის, ლ. ლეონსკაიას, ელენე ანჯაფარიძესა და ლ. მარკოზის სახელობის სტიპენდიებით.