ვახტანგ ორბელიანის ქუჩა
ვახტანგ ორბელიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონი (ორბელიანთუბანი); ვახტანგ ორბელიანის შესახვევიდან მტკვრის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. 1843 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ორბელიანის ქუჩა, 1923 წელს ვახტანგ ორბელიანის სახელი დაერქვა. ქუჩაზე და ჩიხში შემორჩენილია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აღსანიშნავია სახლი №4/6, სადაც 1888 წელს დაიბეჭდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. აქვს 1 შესახვევი, 1 ჩიხი.
ვახტანგ ორბელიანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | ორბელიანთუბანი |
წინა სახელები | ორბელიანის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 134, ISBN 978-99928-20-35-3.