ვახტანგ მახალდიანი

ქართველი ინჟინერი, მეცნიერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მახალდიანი.

ვახტანგ მახალდიანი (დ. 21 იანვარი, 1911, მლეთა — გ. 4 დეკემბერი, 1982) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი. მეცნიერებათა კანდიდატი (1937), მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1949)

ვახტანგ მახალდიანი
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1911
მლეთა, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 4 დეკემბერი, 1982 (71 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
საქმიანობა ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1932 წელს დაამთავრა საქართველოს ენერგეტიკული ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი.

შრომითი საქმიანობა — სატრაქტორო კურსების დამთავრების შემდეგ ამავე კურსების ინსტრუქტორი და მასწავლებელი (1927). საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგე (1938). იკვლევდა შიგაწვის ძრავების თბურ პროცესებს. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ტრაქტორები და ავტომობილები : საავტოტრაქტორო ძრავების თეორია და გაანგარიშება (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1988, 407გვ.
  • შიგაწვის ძრავების თეორია : სახელმძღვ. პოლიტექნ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1977, 439გვ.
  • ექსპერიმენტული მასალის დამუშავება : შიგაწვის ძრავების მაგალითზე (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1965, 107გვ.
  • სატრაქტორო და საავტომობილო ძრავები : [სახელმძღვ. სას.-სამ. ინ-ტის სოფლ. მეურნ. მექანიზაციის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1964. - 301გვ.
  • გამოკვლევები საავტომობილო და სატრაქტორო ძრავების დარგში (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1961, 314გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 516.
  • ომგადახდილი მეცნიერები: საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე, თბ., 2000, გვ. 76.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება